სემეკის მიერ 26 დეკემბერს დადგენილი ტარიფები ძალაში შევა 2017 წლის პირველი იანვრიდან და იმოქმედებს 2017 წლის 31 დეკემბრამდე.
ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტი 2 %-ზე ოდნავ მაღალი მაჩვენებლით იზრდება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისია ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის შესაძლო შეცვლის საკითხზე იმსჯელებს.
ფოთის ნავსადგური უამინდობის გამო შეფერხებებით მუშაობს. წლევანდელი ზამთრის მკაცრი მეტეოპირობების გამო, 3 დეკემბერს, ღამით, ძლიერი შტორმის შედეგადფოთში ტალღების სიმაღლემ 6 მეტრს მიაღწია.
22 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მარიამ გრიგალაშვილი, "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" (GIP) მკვლევარი.
პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს იმ კანონპროექტის შემუშავებას, რომლის მიხედვითაც, სამშენებლო კომპანიებს უნდა შეეძლოთ კერძო ტერიტორიაზე დაზიანებული ხეების მოჭრა გადასახადის გარეშე.
აშშ დოლარმა გუშინ ისტორიულ მაქსიმუმს არამხოლოდ საქართველოს სავალუტო ბაზარზე მიაღწია. საერთაშორისო ბაზარზე დოლარი ევროსა და იენთან მიმართებაშიც, მათი კურსის ვარდნის ფონზე, უპრეცედენტოდ გამყარდა.
ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა. 20 დეკემბრისთვის ერთი დოლარის ფასი 2 ლარს და 80 თეთრს გასცდა.
20 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ავთანდილ სილაგაძე, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკმა) ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფი გაზარდა.
ჩამოტვირთე მეტი