ტყიბულში გაფიცულ მეშახტეებს სხვადასხვა ორგანიზაცია უცხადებს სოლიდარობას. თბილისში, თავისუფლების მეტროსთან, აქტივისტებმა მცირე აქცია გამართეს. ისინი სხვადასხვა ნივთს ყიდიან, რათა მიღებული თანხით მაღაროელებს დაეხმარონ. აქციის მონაწილეები მთავრობისგან უფრო ქმედითი ზომების მიღების ითხოვენ.