2016 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა არაერთი საკანონმდებლო ცვლილება მიიღო, რომელიც მოქალაქეებისთვის საგადასახადო რეჟიმის ცვლილებასა და სხვადასხვა ტიპის რეგულაციებს უკავშირდებოდა. მათი ამოქმედება 2017 წელს ეტაპობრივად არის გათვალისწინებული.
2016 წელი არანაკლებ რთული აღმოჩნდა, ვიდრე იყო 2015, რადგან კვლავ გაღრმავდა ეროვნული ვალუტის ვარდნით გამოწვეული პრობლემები, კვლავ გაგრძელდა საგარეო სავაჭრო ბრუნვის ვარდნა, რასაც წლის ბოლოს დაემატა გადაწყვეტილება აქციზის გადასახადის გაზრდის შესახებ.
საქართველოს ეროვნული ბანკი 2017 წლის 3 იანვრიდან ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გაანგარიშებაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფინანსურ გარიგებებსაც გაითვალისწინებს.
ონლაინ სესხების გაუქმების შეპირება, საბოლოო ჯამში, მათ რეგულირებად გარდაიქმნა. ხელისუფლებამ უარი თქვა დაფინანსების ამ ფორმის სრულად აკრძალვაზე და გადაწყვიტა საკანონმდებლო ჩარჩოებში მოექცია ამ გზით გაცემული სესხების პროცენტი.
გამოცემა Forbes ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგს აქვეყნებს, სადაც საქართველოს 139 ქვეყანას შორის 43-ე ადგილი უკავია.
პირველი იანვრიდან სათამაშო ბიზნესის მფლობელები ყოველკვარტალურ მოსაკრებელს ახალი რეგულაციით გადაიხდიან - ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა გუშინდელ სხდომაზე მიიღეს. საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს თბილისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე 2014 წლის დადგენილებაში ცვლილების შეტანას.
მომავალ წელს ხელისუფლება ინფრასტრუქტურული პროექტების მოცულობათა გაზრდას პროგნოზირებს. სოციალური და სახელფასო საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცის პარალელურად, ეს ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან.
27 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლევან ფავლენიშვილი, თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი.
რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა 26 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია საქართველოდან მსხვილფეხა რქოსანი საქონლისა და მისგან მიღებული პროდუქციის ნაწილის ექსპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით.
სემეკის მიერ 26 დეკემბერს დადგენილი ტარიფები ძალაში შევა 2017 წლის პირველი იანვრიდან და იმოქმედებს 2017 წლის 31 დეკემბრამდე.
ჩამოტვირთე მეტი