ქუთაისის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტი ამ დრომდე ვერ მიიღო. ქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ საკრებულოს ვადის დაცვით ორჯერ გაუგზავნეს ბიუჯეტის პროექტი, თუმცა, დაზუსტებების მიზნით, უკანვე გამოითხოვეს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებით, დაახლოებით 1,5 თეთრით გაიზარდა ელექტროენერგიის როგორც სამომხმარებლო, ისე კომერციული ტარიფი თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანიის აბონენტებისათვის.
27 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მარიამ გრიგალაშვილი, "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" (GIP) მკვლევარი.
26 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლევან ნატროშვილი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერი.
დაიწყო ანაკლიის პორტის მშენებლობა, რომლის სიღრმე 16 მეტრი იქნება და უკვე ორი წლის შემდეგ პირველი გემების მიღებას შეძლებს. ახალ პორტში 10 000-კონტეინერიანი პანამაქსისა და პოსტპანამაქსის ტიპის გემებსაც შეეძლებათ შემოსვლა.
25 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლევან ავალიშვილი, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) პროგრამების დირექტორი.
დაიწყო ანაკლიის პორტის მშენებლობა, რომლის სიღრმე 16 მეტრი იქნება და უკვე ორი წლის შემდეგ პირველი გემების მიღებას შეძლებს.
რადიო თავისუფლების სატელევიზიო გადაცემა "პერსპექტივაში" გესაუბრებით საქართველოს დასავლურ პერსპექტივაზე - იმაზე, თუ რა გვიშლის და რა გვიწყობს ხელს დემოკრატიის გზაზე.
საქართველოსათვის 2017 წლის მთავარი თუ არა, ერთ-ერთი მთავარი მოვლენა უდავოდ იყო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დაწყება.
2017 წელს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით საქართველოს 161 885-მა მოქალაქემ ისარგებლა. მაგრამ 10 ათასამდე ადამიანმა უვიზოდ მიმოსვლის სარგებლობის წესები დაარღვია.
წარმომადგენელთა პალატამ, სადაც დომინანტურ ძალას რესპუბლიკელები წარმოადგენენ, ოთხშაბათს საბოლოო თანხმობა მისცა ცვლილებებს აშშ-ის საგადასახადო კოდექსში, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ ტრანსფორმაციას მოასწავებს.
რუსთავის საკრებულომ 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დაამტკიცა. პრიორიტეტად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურული და სოციალური პროგრამების განხორციელება, თუმცა ოპოზიციამ ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა.
ჩამოტვირთე მეტი