მერიამ სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის, „საქმილსადენმშენის“, თხოვნა დააკმაყოფილა და ვადა ორი თვით გაუზარდა, რადგან პროექტში გარკვეული ცვლილება შევიდა, რამაც დროისა და თანხის დამატება მოითხოვა.
"როდესაც პატარა ბაზარი ხარ, ისედაც ბევრი სირთულეებით - ოკუპაცია, მეზობლების კონფლიქტი, გაცილებით მეტი სიფრთხილე გვმართებს ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას", - ამბობს გია ჯანდიერი "დილის საუბრებში".
წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დამწვარია დაახლოებით 1000 კვადრატული მეტრი ფართობი. ნახანძრალ ტერიტორიაზე მოვაჭრეებს ამ დრომდე არ უშვებენ.
"საქართველოს რკინიგზა“ ხელოვნური ბარიერებით ზღუდავს კონკურენციას და ხელს უწყობს მონოპოლიის გამყარებას“, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია HUB Georgia”-ს აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ურუშაძე.
"ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ დაადასტურა, რომ თავად მონაწილეობდა კანაფის კულტივაციის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის შედგენაში.
თხილის კულტურის გადარჩენის მიზნით სპეციალისტებით დაკომპლექტებული კომისია “კარდაკარის” პრინციპით იმუშავებს.
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით, საქართველო ვალდებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარებისთვის ხელი შეუწყოს კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებას.
ევროკავშირის ბაზარზე რუსული პროდუქციის ირიბად მოსახვედრად საქართველოს გამოყენებას გეგმავს რუსეთის მცირე და საშუალო ექსპორტიორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იური შურიგინი
რისი შეცვლა სურთ ქალებს და რომელი ორგანიზაციები მუშაობენ კახეთში სოფლად მცხოვრები ქალების გააქტიურებაზე?
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის, აზრით, ზოგადად მსოფლიოში Airbnb-ის მეშვეობით ტურისტებზე ბინების დღიურად გაქირავების სერვისი ბევრი სასტუმროს კონკურენტია, ამიტომ საჭიროა მათი რგულირება.
თხილის ნაჭუჭს, როგორც საწვავს სულ უფრო მეტი ადამიანი მოიხმარს. ის შეშაზე იაფი ჯდება და ტომრებით დასავლეთ საქართველოდან მოაქვთ. თხილის ნაჭუჭის ფართო მოხმარება ტყეებს გაჩანაგებისგან დაიცავს, ამიტომ ეკოლოგები მის გამოყენებას რეკომენდაციას უწევენ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახმეტის ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვს დაასაბუთოს ოფიციალურ სადილებსა და მივლინებებში დახარჯული ფულის მიზნობრიობა.
ჩამოტვირთე მეტი