2018 წელს კახეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, ჯამში, 35 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი და, როგორც ირკვევა, ამ თანხიდან მუნიციპალიტეტებმა მხოლოდ 14 მილიონის ათვისება შეძლეს.
Vali.ge ვალების განულების ინიციატივის ფარგლებში შექმნილი ვებსაიტია, სადაც მოქალაქეს შეუძლია გადაამოწმოს ჩამოეწერება, თუ არა ვადაგადაცილებული სესხი.
საქართველოში პურზე ფასმა 5-დან 10 თეთრამდე მოიმატა. მწარმოებლები ამბობენ, რომ მიზეზი ფქვილის გაძვირებაა, პრემიერ-მინისტრი კი უფრო შორს მიდის და ეჭვობს, რომ ფასები ხელოვნურად იზრდება.
2019 წლიდან ძალაში შედის კანონი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“. რუსთაველების ერთი ნაწილი უნდობლობას ავლენს საპენსიო რეფორმის მიმართ,ზოგს საერთოდ არ სმენია.
რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ორი ღუმელიდან ერთ-ერთს აჩერებს იმის გამო, რომ სამშენებლო არმატურის ადგილობრივ ბაზარზე საწარმოსთვის არაკონკურენტული გარემოა.
რუსული კომპანიების მომსახურებით სარგებლობენ როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური, ისე საჯარო სკოლები, უნივერსიტეტები და სხვა უწყებები.
ვიდრე სია არ გამოქვეყნდება, შეუძლებელია იმის თქმა, ვის შეეხება და ვის არ შეეხება ვალების ჩამოწერის გეგმა. თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ გაწბილებულიც ბევრი დარჩება.
„ვიზეარში“ ამბობენ, რომ კომპანიის მიზანია გააფართოოს საქართველოში არსებული ქსელი და უფრო მეტი დაბალბიუჯეტიანი ავიამიმართულება დანიშნოს.
ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის მაღალის დონის შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც დამატებით 134 მილიონი ევროს ჩადებას გულისხმობს საჯარო ფინანსების მართვის, უსაფრთხოებისა და კანონის უზენაესობის, ასევე ენერგოეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით.
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქალაქის მერიას მიმართავს მოთხოვნით უკან გაიწვიოს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი, რადგან თვლის, რომ ბიუჯეტი მოსახლეობის საჭიროებებს არ ასახავს.
საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება.
ქვემო ქართლში ინფრასტრუქტურული პროექტების დიდი ნაწილი ვერ განხორციელდა. შესაბამისად, აუთვისებელი რჩება მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, ცენტრალური თუ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები.
ჩამოტვირთე მეტი