აფხაზეთის მიმზიდველობას განაპირობებს ელექტროენერგიის დაბალი ფასი: 1 კვტსთ დენი 40 რუსული კაპიკი ღირს, რაც, დაახლოებით, 0,7 ამერიკული ცენტია.
გარევაჭრობის აკრძალვას მხარს უჭერს ქუთაისის მცხოვრებთა ერთი ნაწილი, მეორე კი ფასის მინიმალური სხვაობის გამო ამჯობინებს პროდუქტი და სხვადასხვა ნივთი ქუჩებში სახელდახელოდ მოწყობილ დახლებზე შეიძინოს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებას კახეთში ცალკე აეროპორტის აშენებისა და რკინიგზის აღდგენის შესახებ მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ოპოზიცია მეტი ეკონომიკური სარგებლის მისაღებად გომბორის მთაზე გვირაბის გაჭრის მომხრეა, კახეთის გუბერნატორის მოადგილე კი ამბობს, რომ ჯერ არც აეროპორტის და არც რკინიგზის აღდგენის გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
27 მარტს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო პაატა ბაირახტარი „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (აფბა) ვიცეპრეზიდენტი, მან ილაპარაკა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ეკონომიკურ და ფინანსურ გამოწვევებზე.
რუსთავის მერთან არსებული ინოვაციების ჰაბმა ქალაქის განვითარების ორწლიანი სტრატეგიული გეგმის შედგენა დაიწყო. დოკუმენტი პროექტის ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში მზადდება, რომელსაც მხარს უჭერს გაეროს განვითარების პროგრამა.
14 მარტს, „მდინარეთა დაცვის საერთაშორისო დღეს“, თბილისში გაიმართა მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია-მსვლელობა.
12 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნათია დაღელიშვილი, "საქართველოს პოლიტიკის" ინსტიტუტის მკვლევარი.
აშშ-ის შემდეგ ევროკავშირისათვის ჩინეთი მეორე ყველაზე დიდი სავაჭროს პარტნიორია, თუმცა ექსპერტები შიშობენ, რომ ამ მძლავრი ტოტალიტარული სახელმწიფოს ეკონომიკური გავლენის ზრდა სულ მალე შიდა პოლიტიკაზეც პოვებს ასახვას. ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს პოპულარულ ჟურნალ „რესპექტის“ ჟურნალისტი ონდრჟეი კუნდრა, ავტორი გახმაურებული წიგნისა „პუტინის აგენტები“.
ქუთაისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქალაქის მასშტაბით არსებულ სამივე ტერიტორიულ ზონაში მიწა გაძვირდა.
9 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გენადი არველაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.
ჩამოტვირთე მეტი