3 დაშავებული, 6 დაღუპული. ისევ ტყიბული, ისევ მინდელის შახტი. უბედური შემთხვევა 5 აპრილს, ღამის 4 საათზე, მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დასავლეთის მე-10 ველში, პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში, ე.წ. „სამთო დარტყმის“ შედეგად, გვირაბის გვერდითი ქანები ჩამოიშალა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, ცხედრები - ექსპერტიზაზე.
საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, მგზავრთა განუხრელად მზარდი ნაკადის გამო, ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტები პერიოდულად ანახლებენ მსჯელობას იმაზე, თუ რა სახის ტრანსპორტით უნდა დაუკავშირდნენ ერთმანეთს რუსთავი და თბილისი - რკინიგზით, მეტროპოლიტენით თუ ტრამვაის ხაზით.
მათთვის, ვინც არ არის საქართველოს მოქალაქე, დისტანციური ბიზნესსაქმიანობის კარი გაიხსნება.
აფხაზეთის მიმზიდველობას განაპირობებს ელექტროენერგიის დაბალი ფასი: 1 კვტსთ დენი 40 რუსული კაპიკი ღირს, რაც, დაახლოებით, 0,7 ამერიკული ცენტია.
გარევაჭრობის აკრძალვას მხარს უჭერს ქუთაისის მცხოვრებთა ერთი ნაწილი, მეორე კი ფასის მინიმალური სხვაობის გამო ამჯობინებს პროდუქტი და სხვადასხვა ნივთი ქუჩებში სახელდახელოდ მოწყობილ დახლებზე შეიძინოს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებას კახეთში ცალკე აეროპორტის აშენებისა და რკინიგზის აღდგენის შესახებ მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ოპოზიცია მეტი ეკონომიკური სარგებლის მისაღებად გომბორის მთაზე გვირაბის გაჭრის მომხრეა, კახეთის გუბერნატორის მოადგილე კი ამბობს, რომ ჯერ არც აეროპორტის და არც რკინიგზის აღდგენის გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
27 მარტს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო პაატა ბაირახტარი „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (აფბა) ვიცეპრეზიდენტი, მან ილაპარაკა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ეკონომიკურ და ფინანსურ გამოწვევებზე.
რუსთავის მერთან არსებული ინოვაციების ჰაბმა ქალაქის განვითარების ორწლიანი სტრატეგიული გეგმის შედგენა დაიწყო. დოკუმენტი პროექტის ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში მზადდება, რომელსაც მხარს უჭერს გაეროს განვითარების პროგრამა.
14 მარტს, „მდინარეთა დაცვის საერთაშორისო დღეს“, თბილისში გაიმართა მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია-მსვლელობა.
12 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნათია დაღელიშვილი, "საქართველოს პოლიტიკის" ინსტიტუტის მკვლევარი.
ჩამოტვირთე მეტი