კახეთში ალოობა ფერმერების უკმაყოფილების ფონზე იწყება. დედოფლისწყაროსა და სიღნაღში მცხოვრები ფერმერების ნაწილი ამბობს, რომ 1 კილოგრამ ხორბალში წელს 37-38 თეთრს სთავაზობენ, რაც მათთვის კატეგორიულად მიუღებელია. ისინი სპეციალურ წერილს ამზადებენ, რომლითაც აპირებენ მიმართონ მთავრობის მეთაურსა და შესაბამის უწყებებს, რათა სახელმწიფომ დარგის განადგურების თავიდან ასაცილებლად კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.