კახეთში მევენახეები და ღვინის კომპანიები „რთველი 2018“-ის დასაწყებად ემზადებიან. უკვე ცნობილია, რომ წელს სახელმწიფო სუბსიდია აღარ გაიცემა, ამიტომ გლეხებს ახლა ყველაზე მეტად ის აინტერესებთ, თუ რა ეღირება ერთი კილოგრამი ყურძენი. ისინი სასურველ ფასსაც ასეხელებენ. ამ თემაზე ჯერ არ ლაპარაკობენ ღვინის კომპანიები. საკოორდინაციო საკითხების მოსაგვარებლად შექმნილია რთვლის შტაბი. როგორ მოიყვანეს მოსავალი და რა მოლოდინი აქვთ მევენახეებს?
ბორჯომში, სოფელ ქვაბისხევის 130–მდე ოჯახი დახმარებას ითხოვს. სოფლის გაზიფიცირების შესახებ ადგილობრივებმა დაპირება დაახლოებით ათი წლის წინ მიიღეს, თუმცა უშედეგოდ. სოფელში ამბობენ, რომ ყოველდღიურად თხევადი აირის ან ელექტროენერგიის მოხმარება უწევთ, რაც ძვირი უჯდებათ.
ეროვნული ვალუტის კურსი დოლარსა და ევროსთან მიმართებით 10 აგვისტოდან 17 აგვისტომდე ყოველდღე ეცემოდა, 17 აგვისტოდან კი გამყარება დაიწყო, თუმცა საწყის პოზიციას ვერ დაუბრუნდა. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდეტის აზრით, მთავარია დოლარიზაცია არ იყოს გამოწვევა საფინანსო სექტორისა და მსესხებლისთვის.
ახმეტაში რთველი კახეთისთვის დამახასიათებელი ჩვეული მოლხენის გარეშე მიმდინარეობს, რადგან ეს რთველი დაუგეგმავია, რაც სეტყვამ გამოიწვია. „რთველიც“ პირობითად ითქმის, რადგან ყურძნის მხოლოდ მიზერული ნაწილია გადარჩენილი.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) შეფასებას აძლევს 2018 წლის 5 აპრილს ტყიბულში ექვსი მეშახტის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების პროცესს.
ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდი,“ რომელიც მომხდარი ტრაგედიის შემდეგ „ველმონდის“ სახელით აგრძელებდა მუშაობას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა დალუქეს.
17 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ვახტანგ ჭარაია, "თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის" დირექტორი.
გვიან შემოდგომაზე თბილისის ქუჩებში 90 ახალი ავტობუსი გამოჩნდება, რომლებიც რომლებიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 45 მილიონ ლარად შეიძინა. ავტობუსები, რომლებიც ქალაქმა 2018 წლის ზაფხულში შეიძინა, 10,5 მეტრის სიგრძის იქნება და დიზელზე იმუშავებს.
საქართველოში წარმოებული ცემენტის მხოლოდ 43 პროცენტი აკმაყოფილებს ევროპული სტანდარტის მოთხოვნებს - ასეთი შედეგი აჩვენა საქართველოს ცემენტის ასოციაციის მეოთხე ფარულმა ტესტირებამ.
ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნის გამო სავაჭრო ობიექტების მფლობელები საკვებ პროდუქტებზე ფასების მატების მოლოდინში არიან.
2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში უნდა ამოქმედდეს დაგროვებითი საპენსიო რეფორმა, რომლის მიხედვითაც, საპენსიო სქემაში ავტომატურად ჩაერთვება ყველა ის მოქალაქე, რომელიც ანაზღაურებას იღებს გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე.
ლარი სწრაფ ვარდნას განაგრძობს.
ჩამოტვირთე მეტი