ბორჯომში, სოფელ ქვაბისხევის 130–მდე ოჯახი დახმარებას ითხოვს. სოფლის გაზიფიცირების შესახებ ადგილობრივებმა დაპირება დაახლოებით ათი წლის წინ მიიღეს, თუმცა უშედეგოდ. სოფელში ამბობენ, რომ ყოველდღიურად თხევადი აირის ან ელექტროენერგიის მოხმარება უწევთ, რაც ძვირი უჯდებათ.