ირმა ინაშვილი ამბობს ასევე, რომ მიღებული ინფორმაციის შემდეგ აღარ გაჰკვირვებია მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებული ფარული აუდიოჩანაწერის შინაარსი.
ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს, არ გახდნენ ბოლო დროს გახშირებული თაღლითური სქემის, ფიშინგის მსხვერპლი.
ანაკლიაში პირველი გემის შემოსვლის ვადამ შესაძლოა, გადაიწიოს - ამის შესახებ 7 მაისს განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა.
თბილისის გენგეგმას დაზარალებულები ჰყავს. უამრავი ადამიანის მიწას, რომელიც თავის დროზე ბიზნესისთვის შეისყიდეს, ახლა ტყის სტატუსი აქვს.
მაისიდან ათ მსხვილ საწარმოს შეეძლება ელექტროენერგია „თელასისა“ და „ენერგო-პროს“ გვერდის ავლით, პირდაპირ მწარმოებლისგან შეიძინოს.
„ბოლო პერიოდში გახშირდა თაღლითების მიერ ყალბი ვებგვერდების საშუალებით ფინანსური ინსტიტუტების მომხმარებლების პირადი მონაცემების მოპარვის ფაქტები“, - წერია ეროვნული ბანკის 22 აპრილის განცხადებაში.
ყველაზე მაღალი შენობა 50-სართულიანი იქნება, დანარჩენი ორი კი - 45-45-სართულიანი.
სასულიერო პირები ისევ ჩავლენ ბრიუსელში - ნატოსა და ევროკავშირის უკეთ გაცნობის მიზნით
„ხშირად გვაწებებენ ამ იარლიყს - ჰესების წინააღმდეგი ხართ! ყველაფრის წინააღმდეგი ხართ! არასდროს გვითქვამს, რომ ჰესების წინააღმდეგი ვართ! არამედ ჩვენ ვსვამთ საკითხს - სად გვინდა და როგორი გვინდა? ასევე ვამბობთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული“, - ქეთი გუჯარაიძე.
შუახევში 187 მეგავატი სიმძლავრის ჰესის მშენებლობა, რომლის საინვესტიციო ღირებულება 416 მილიონი აშშ დოლარი იყო, დასრულებულად ორი წლის წინ გამოცხადდა. ჰესი ამ დრომდე არ მუშაობს. მისი საზეიმო გახსნიდან ორ თვეში გვირაბი რამდენიმე ადგილას ჩამოიშალა.
თევზსავალები, რომელთა მეშვეობით თევზები მდინარის ერთი ნაწილიდან მეორეში უნდა მოხვდნენ, იმდენად რთული ნაგებობებია, რომ მათი მოხმარება არათუ თევზს, ადამიანსაც გაუჭირდება, - აცხადებენ გარემოსდამცველები.
ქუთაისში მეორე დღეა მსჯელობენ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების პოლიტიკასა და რუსეთთან არსებულ პრობლემებზე.
ჩამოტვირთე მეტი