ნენსკრა ჰესის მშენებლობის შესახებ სახელმწიფოსა და კერძო კომპანიას შორის გამფორმებული ხელშეკრულების შესახებ „რუსთავი2“-ის მიერ ინფორმაციის გავრცელებამ მეტი კითხვა გააჩინა პროექტის მართებულობასა და იმ ვალდებულებების მოტივზე, რასაც სახელმწიფო იღებს.
საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ დაიკავა.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) გამოკვლევას, რომელიც გუბერნატორების ადმინისტრაციების ავტოპარკსა და საწვავის ხარჯს ეხება, ხელისუფლების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.
პირველად ბოლო ათწლეულის განმავლობაში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი ვერ შეივსო და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ნაწილმა ხელფასი ვერ მიიღო.
გორის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში, რომლებიც სეტყვით დაზარალდა, ფართობების აზომვა დაიწყეს. ყოველ განადგურებულ ერთ ჰექტარზე გლეხები 200-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ.
აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოში აფინანსებს ხუთწლიან პროექტს - „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“. 10 მილიონ დოლარზე მეტი თანხა მოხმარდება საქართველოში მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის წარმოებაში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესებას.
IDFI-მ შეისწავლა სასამართლო დავები 89 საჯარო დაწესებულების წინააღმდეგ. ირკვევა, რომ მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა დავები მოიგეს, საჯარო დაწესებულებებს მათ სასარგებლოდ 1 631 603 ლარის გადახდა დაეკისრათ.
საწარმოო გამონაბოლქვით შეწუხებულმა რუსთაველებმა სამშენებლო არმატურის მწარმოებელ კომპანია „ჯეოსთილს“ ერთი თვე მისცეს გარემოზე მავნე ზემოქმედების შესამცირებლად.
დავით გარეჯის კუთვნილების თემაზე დაწყებულმა კამათმა საგანგაშო სახე მიიღო სოციალურ ქსელებში. აქტიურობენ ტროლებიც და დაპირისპიებას აღვივებენ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის.
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ (აფბა) გამოაქვეყნა ინფორმაცია საქართველოს ბაზარზე რუსულ ინტერესებზე. აფბა-ს ვიცეპრეზიდენტი, გიორგი კაპანაძე „დილის საუბრებში“ ყვება რუსეთის კერძო და სახელმწიფო კომპანიების მონაწილეობაზე საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში.
საქართველოში ბატატის - იმავე ტკბილი კარტოფილის - მოყვანა დაიწყო. 81 წლის კახელი ფერმერი მიმდინარე წლის აგვისტოში 60-დან 80 ტონამდე მოსავალს ელოდება.
ჩამოტვირთე მეტი