„რუსეთი არ არის სანდო პარტნიორი. მას არ შეუძლია შეთანხმებას ხელი მოაწეროს და ის შეასრულოს, მას არ შეუძლია საერთაშორისო წესრიგს დაეთანხმოს და მერე ის შეასრულოს, საერთაშორისო კანონებს დაეთანხმოს და ის შეასრულოს. ეს ყველაფერი მას სჭირდება იმისათვის, რომ მერე მანიპულაციისთვის გამოიყენოს", - გია ჯანდიერი
პოლიტიკისა და ტურიზმის ერთმანეთში არევა არ შეიძლება. ასე გამოეხმაურა „კარენტ ტაიმის“ გამოკითხვას ერთ-ერთი რუსი ტურისტი, რომელიც მეორე დღეა იმყოფება საქართველოში
ირაკლი კობახიძის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადადგომა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტის გამოხატულებად შეაფასა.
აშშ-ს რომ საქართველოსთვის ფოლადის ტარიფები გაეუქმებინა, აშშ-ის ბაზარი ვერაფერს იგრძნობდა, წერს ავტორი, თავად საქართველოსთვის კი ეს ერთობ დიდი ხეირის მომტანი იქნებოდა.
ჩინეთის სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას, რომელიც საქართველოში ერთ-ერთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტზე მუშაობს, თაღლითობისთვის 9 თვით აეკრძალა მსოფლიო ბანკის ტენდერებში მონაწილეობა.
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ირაკლი მაკალათია წინააღმდეგია სახელმწიფოს მიერ კომპანიების ამა თუ იმ ჯგუფის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენების, თუმცა, იმ პირობებში, როცა ეს უკვე მოცემულობაა, ასევე არასწორად თვლის მთავრობის მიერ ე.წ. „ოქროს სიის“ კომპანიებისთვის პირობების მოულოდნელად შეცვლას.
საქართველოს ბიზნესგაერთიანებები შეკითხვებით მიმართავენ ფინანსთა მინისტრს და მიმდინარე წლის 31 მაისის გადაწყვეტილების განმარტებას სთხოვენ. მიმართვის გადასაცემად დღეს ისინი ფინანსთა სამინისტროსთან შეიკრიბნენ.
ნენსკრა ჰესის მშენებლობის შესახებ სახელმწიფოსა და კერძო კომპანიას შორის გამფორმებული ხელშეკრულების შესახებ „რუსთავი2“-ის მიერ ინფორმაციის გავრცელებამ მეტი კითხვა გააჩინა პროექტის მართებულობასა და იმ ვალდებულებების მოტივზე, რასაც სახელმწიფო იღებს.
საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ დაიკავა.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) გამოკვლევას, რომელიც გუბერნატორების ადმინისტრაციების ავტოპარკსა და საწვავის ხარჯს ეხება, ხელისუფლების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.
ჩამოტვირთე მეტი