მომავალი წლიდან თბილისში ყველა კატეგორიის პენსიონერი 10 ლარით გაზრდილ პენსიას მიიღებს. თბილისელი პენსიონერები მედიკამენტებისთვის 25-ლარიანი ვაუჩერითაც ისარგებლებენ და ამ ყველაფერს საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის შეღავათიც დაემატება.
თბილისი მწვავედ აპროტესტებს ”როსნეფტისთვის” მიცემულ ნებართვას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის სახელმწიფო კომპანია აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონის ტერიტორიაზე სადაზვერვო-საძიებო სამუშაოებს განახორციელებს.
საქართველოში ინფლაცია წლის ბოლოს 3-4 პროცენტის ფარგლებში იქნება. ერთი თვით ადრე საშუალო წლიური ინფლაცია მხოლოდ 2 პროცენტს შეადგენდა. დაბალი ინფლაციის მიზეზად გლობალური ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი სახელდება, რომელმაც საქართველოზეც მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია.
კონტროლის პალატის ინტერესის სფეროში 2010 წელს მოექცევა საზოგადოებრივი მაუწყებელი, სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის პროექტი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული პროგრამები.
2010 წლის ბიუჯეტის პროექტი ახალქალაქში ჯერ არ დაუმტკიცებიათ, თუმცა საკრებულოში იციან, რომ პრიორიტეტები, გასული წლის მსგავსად, წყალსაკანალიზაციო სისტემის, გზების მოწესრიგებისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას უნდა მიენიჭოს.
23 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნიკო ორველაშვილი, ”ეროვნული ფორუმის” პოლიტსაბჭოს წევრი, ეკონომიკის ექსპერტი. მან ისაუბრა თბილის-მოსკოვის პირდაპირი რეისების შესაძლო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ეფექტზე
ეკონომიკური თავისუფლების აქტი - კონსტიტუციური კანონპროექტი ეკონომიკური თავისუფლების, შესაძლებლობებისა და ღირსების შესახებ - შეჯერების პროცესშია. საპარლამენტო განხილვის საგანი იგი მას შემდეგ გახდება, რაც საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებები გატარდება.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიას სტუმრობდა ახალი ეკონომიკური სკოლის ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი, რომელმაც საქართველოში მონოპოლიებზე და ადგილობრივი წარმოების წახალისებაზე ისაუბრა.
მომავალი წლიდან იმპორტირებული ჰიგიენური საშუალებები, ქატო თუ შოკოლადის პროდუქცია, 0 ან 5 პროცენტის ნაცვლად, 12 პროცენტიანი საბაჟო გადასახადით დაიბეგრება.
თუქმენეთიდან ჩინეთში მიმავალი ახალი გაზსადენი გაიხსნა. შუა აზიის ბუნებრივ გაზზე რუსეთის მონოპოლია ოფიციალურად დასრულდა. 1900 კილომეტრიანი მილსადენი ორშაბათს გაიხსნება.
ექსპერტების აზრით, კაშხლის სიმძლავრე მცირე იქნება, ხოლო მისი მშენებლობა ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს მიკროკლიმატზე, ადამიანის ჯანმრთელობასა და კულტურულ მემკვიდრეობაზე.
9 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ლინა ღვინიანიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი.
ჩამოტვირთე მეტი