საქართველოს მთავრობის ახალმა, დროებითმა, რეგულაციებმა სუნელებისა და სანელებლების წარმოება-რეალიზაციასთან დაკავშირებით ზუგდიდის ბაზრის მოვაჭრეების უკმაყოფილება გამოიწვია.
კომპანია „მაჭახელა ჰესს“ პირველადი პროექტისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის წარდგენის ვადად 2019 წლის 1 დეკემბერი განესაზღვრა. აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება კომპანიას 2017 წლის 1 დეკემბრამდე ჰქონდა.
2 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო შოთა გულბანი, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) პრეზიდენტი.
რუსთავის მერიაში, ინვესტორების მოსაზიდად, ქალაქის ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავებას იწყებენ. საქმე ისაა, რომ წლიდან წლამდე რუსთავში გარე თუ შიდა ინვესტიციების მოზიდვა არ ხდება ან შემოდის ძალიან ცოტა რაოდენობით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე, საფრთხის შემცველად და მიუღებლად მიიჩნევს საქართველო-რუსეთის საზღვარზე ტვირთბრუნვის მონიტორინგის შესახებ 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების ინტერპრეტირებას რუსეთის მხრიდან. მისი შეფსება მოჰყვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის, ინტერვიუს, რომელიც 25 იანვარს გამოქვეყნდა გაზეთ „კომერსანტში“.
26 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მარიამ ზაბახიძე, PMC კვლევითი ცენტრის გამოკვლევის თანაავტორი, სასექსის უნივერსიტეტის მაგისტრი.
ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობამ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 54 მილიონი ლარით განისაზღვრა. სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა. ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობა არც „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო.
ქუთაისის საკრებულომ ქალაქის 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მთავარი ფინანსური დოკუმენტის პარამეტრები 54 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის დაგეგმილ ბიუჯეტს ორ-ნახევარი მილიონი ლარით აღემატება.
აგრარული სექტორი, ბოლო ორი წელია, არასახარბიელოდ ვითარდება – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამმართველოში 17 იანვარს, გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, ფერმერებსა და მრჩეველთა საბჭოსთან გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.
ახალციხის ციხეს ფუნქციონირებიდან ხუთი წლის თავზე ყველაზე მეტი ტურისტი გასულ წელს სტუმრობდა. 141 591 უცხოელი ვიზიტორიდან პირველ ადგილზე რუსეთია.
ჩამოტვირთე მეტი