ევროსაბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა (GRECO) შეაფასა საქართველოს მიერ კორუფციის პრევენციისთვის გადადგმული ნაბიჯები, კერძოდ - 2016 წელს განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულება, რომლებიც ეხება სასამართლოს, პარლამენტსა და პროკურატურას.
რუსეთის პრეზიდენტის მიერ პირდაპირი სამგზავრო ავიამიმოსვლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებამ და შემდეგ დუმის მიერ სავარაუდო სანქციების შესახებ მსჯელობამ კონკრეტული ეკონომიკური ეფექტის გარდა, ნეგატიური მოლოდინი შექმნა, რაც დამატებით მავნე ზემოქმედებას ახდენს საქართველოს ეკონომიკაზე.
შინაგან საქმეთა მინისტრი აცნობიერებს, რომ ის, რაც მან 11 ივლისს ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში თქვა, შესაძლოა გამოძიებისთვის ჩვენების ტოლფასი იყოს.
რუსეთის დუმის სხდომაზე სადამსჯელო დადგენილების დამტკიცებისას აქტიურობდა ვლადიმირ პუტინის „ედინაია როსიაც“, თუმცა ოდნავ მოგვიანებით, თავად პუტინმა ერთგვარი უარი თქვა საქართველოსთვის დამატებითი სანქციების დაწესებაზე. რას ნიშნავს და რას ეყრდნობა პუტინის არა?
„რუსეთი არ არის სანდო პარტნიორი. მას არ შეუძლია შეთანხმებას ხელი მოაწეროს და ის შეასრულოს, მას არ შეუძლია საერთაშორისო წესრიგს დაეთანხმოს და მერე ის შეასრულოს, საერთაშორისო კანონებს დაეთანხმოს და ის შეასრულოს. ეს ყველაფერი მას სჭირდება იმისათვის, რომ მერე მანიპულაციისთვის გამოიყენოს", - გია ჯანდიერი
პოლიტიკისა და ტურიზმის ერთმანეთში არევა არ შეიძლება. ასე გამოეხმაურა „კარენტ ტაიმის“ გამოკითხვას ერთ-ერთი რუსი ტურისტი, რომელიც მეორე დღეა იმყოფება საქართველოში
ირაკლი კობახიძის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადადგომა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტის გამოხატულებად შეაფასა.
აშშ-ს რომ საქართველოსთვის ფოლადის ტარიფები გაეუქმებინა, აშშ-ის ბაზარი ვერაფერს იგრძნობდა, წერს ავტორი, თავად საქართველოსთვის კი ეს ერთობ დიდი ხეირის მომტანი იქნებოდა.
ჩინეთის სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას, რომელიც საქართველოში ერთ-ერთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტზე მუშაობს, თაღლითობისთვის 9 თვით აეკრძალა მსოფლიო ბანკის ტენდერებში მონაწილეობა.
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ირაკლი მაკალათია წინააღმდეგია სახელმწიფოს მიერ კომპანიების ამა თუ იმ ჯგუფის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენების, თუმცა, იმ პირობებში, როცა ეს უკვე მოცემულობაა, ასევე არასწორად თვლის მთავრობის მიერ ე.წ. „ოქროს სიის“ კომპანიებისთვის პირობების მოულოდნელად შეცვლას.
საქართველოს ბიზნესგაერთიანებები შეკითხვებით მიმართავენ ფინანსთა მინისტრს და მიმდინარე წლის 31 მაისის გადაწყვეტილების განმარტებას სთხოვენ. მიმართვის გადასაცემად დღეს ისინი ფინანსთა სამინისტროსთან შეიკრიბნენ.
ჩამოტვირთე მეტი