Accessibility links

logo-print

არჩილ კბილაშვილი:„მალე მიიღებთ პასუხს, მოკლეს თუ არა ზურაბ ჟვანია“


საქართველოს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, მალე გახდება ცნობილი, მოკლეს თუ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ზურაბ ჟვანია. ამის შესახებ კბილაშვილმა გაზეთ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში განაცხადა. მთავარი პროკურორის განმარტებით, გამოძიება წინ მიდის და ის დარწმუნებულია, რომ წარმატებით დასრულდება. "გამოძიება ჩიხში არ შესულა. პირიქით, გამოძიება წინ მიდის და დარწმუნებული ვარ, წარმატებით დასრულდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ზუსტად დადგინდეს, რა მოხდა – ადამიანი მოკლულია, თუ უბედური შემთხვევის მსხვერპლია. ამის გაცხადება ამჟამად მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, მაგრამ ყველა საკითხი, მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი, პასუხგაცემული იქნება. დღეს რა კითხვაც აფიქრებს და აწვალებს საზოგადოებას – ეს იყო მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა, ამ კითხვაზე მალე მკაფიოდ მიიღებთ პასუხს", - აცხადებს არჩილ კბილაშვილი გაზეთ „ყველა სიახლესთან“ საუბრისას.
XS
SM
MD
LG