Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯულიან ასანჟი თავდებით გაათავისულეს


ლონდონიდან გავრცელებული ინფორმაციით, „ვიკილიკსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი პატიმრობდან თავდებით გაათავისუფლეს. უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ლონდონის უფრო დაბალი ინსტანციის სასამართლოში ადრე მიღებული გადაწყვეტილება, თავდებით გაეშვათ ასანჟი, რომლის დაპატიმრების ორდერიც შვედეთს აქვს გაცემული, სექსუალურ ძალადობაში მისი ბრალდების საფუძველზე. სასამართლომ ლონდონში სამშაბათს მიიღო გადაწყვეტილება ასანჟის მიერ გირაოს გადახდის და მკაცრი პირობების დაცვის საფუძველზე გათავისუფლების შესახებ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ბრალდებამ გაასაჩივრა.
XS
SM
MD
LG