გამოიწერე
გასული ღამის განმავლობაში აფეთქებები იყო რუსეთის სამარის ოლქის სხვადასხვა რაიონში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინული დრონებით მასირებული შეტევის შესახებ განაცხადა. რუსული და უკრაინული სიანფორმაციო არხების ცნობით, დარტყმა იყო რუსეთის სახელმწიფოს მიერ მართული კომპანია „როსნეფტის“ ქარხნებზე.
უკრაინის პრეზიდენტმა არასერიოზული უწოდა ბელარუსის ავტორიტარი მმართველის ინიციატივას მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან მოსალაპარაკებლად ერთად ჩასვლის შესახებ. ლუკაშენკამ თავისი იდეა ერთ-ერთ ევროპულ გამოცემას გაუზიარა. ზელენსკი მიიჩნევს, რომ მსგავსი წინადადებები „საინფორმაციო სივრცეს აბინძურებს“.
26-27 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება ევროპული საბჭოს საგანგებო შეხვედრა, რომელზეც ევროკავშირის ახალ მრავალწლიან ფინანსურ ჩარჩოსა (MFF) და 2027 წლისთვის უკრაინის დაფინანსებაზე იმსჯელებენ.
რადიო თავისუფლება გაეცნო ევროპარლამენტის რეზოლუციის შეთანხმებულ პროექტს, რომელიც პაატა ბურჭულაძის საქმესა და საქართველოში პოლიტპატიმრების საკითხს ეხება.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი უეს სტრიტინგი 24 ნოემბერს ხარკოვში ჩავიდა. სტრიტინგი ბრიტანეთის პირველი თავდაცვის მინისტრია, რომელიც ფრონტის ხაზიდან 20 კილომეტრის მანძილზე მდებარე ამ ქალაქს ეწვია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა 30 ნოემბერს, 12:00 საათზე განახლდება.
24 ნოემბერს უნგრეთის პრემიერმინისტრი პეტერ მადიარი უკრაინის დასავლეთში მდებარე იმიერკარპატეთის ოლქში ჩავიდა, სადაც ის ხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.
საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მაკა ბოჭორიშვილი და ჯეიჰუნ ბაირამოვი 24 ნოემბერს ბაქოში შეხვდნენ. ერთობლივ ბრიფინგზე მათ ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობაზე, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებსა და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში საქართველოს როლზე.
ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის 19 წლის ვაჟმა სერბეთის მოქალაქეობა მიიღო და შეუძლია ევროპაში უვიზოდ იმოგზაუროს. ამ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „ანტიკორუფციული ფონდი“.
სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო, რომელიც მთავრობამ 2025 წელს არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დასაფინანსებლად შექმნა, 2027 წლის 1 იანვრიდან გაუქმდება.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის განხილვის სხდომიდან „კოალიციის ცვლილებისთვის“ თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია გააძევა. მოსამართლემ თქვა, რომ გვარამიამ „ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა“.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი სამხედრო-მემორიალურ საკითხებსა და ისტორიული მეხსიერების შენარჩუნების საქმეში თავის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა.
ჩამოტვირთე მეტი