2 მაისის დილით რუსეთის დრონმა უკრაინის ქალაქ ხერსონში მიკროავტობუსზე განახორციელა დარტყმა - იუწყება ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, იაროსლავ შანკო.
პენტაგონის განცხადების ფონია გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის მხრიდან ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კრიტიკა ირანში ომის მიმართ მიდგომის გამო და ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ მერცი, რომელსაც "უამრავი პრობლემა აქვს", "საქმეს თავს საშინლად ართმევს."
მარჯანიშვილის თეატრში მსახიობების ცვლილებების ფონია თეატრალური საზოგადოების აქტიური ჩართულობა ანტისამთავრობო, პროევროპულ დემონსტრაციებში, სამხატვრო ხელმძღვანელის ცვლილება და მსახიობების გათავისუფლება "ახალ თეატრში", სამეფო უბნის თეატრის საწინააღმდეგოდ წარმოებული კამპანია და ცენზურა ბათუმის თეატრში
სასამართლოში გაირკვა, რომ სუსმა წერილი გაუგზავნა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს და სთხოვა შეერჩია სპეცრაზმელები, რომლებიც პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილის საქმეზე მოწმეებად გამოდგებოდნენ. შემდეგ შერჩეულმა სპეცრაზმელებმა თქვეს, რომ პოლიტიკოსის „ჯილდოს დაპირება“ ქრთამად და შეურაცხყოფად აღიქვეს.
პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი ტელეწამყვანი ნინო შუბლაძე გახდა.
მანამ, სანამ სომხეთის მთავრობა „სომხეთის ელექტროსისტემის“ (ENA) ნაციონალიზაციას კვლავ შეეცდება, მის მფლობელს, ოპოზიციონერ კარაპეტიანს აღნიშნულ კომპანიაში $62,3 მილიონს სთავაზობს, - ირკვევა რადიო თავისუფლების მოპოვებული კონფიდენციალური დოკუმენტიდან.
მოტოციკლის მძღოლების დაჯარიმების შესახებ პოლიციელებზე დაწერილი ფეისბუკპოსტის გამო მოქალაქე ბექა ლოხიშვილს 15- დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ზვიად ცეკვავამ დღეს, 1 მაისს, გამოაცხადა.
ჩამოტვირთე მეტი