Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის თავმჯდომარედ არჩეულია დავით უსუფაშვილი


დავით უსუფაშვილი, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ლიდერი და კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, 88 ხმით 0-ის წინააღმდეგ მერვე მოწვევის საქართველოს პარლამენტის თავმჯომარედ იქნა არჩეული. კენჭისყრამდე სიტყვით გამოსვლისას დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ახალი საკანონმდებლო ორგანო შეეცდება, რათა პარლამენტს დაუბრუნდეს აღმასრულებელი ხელისუფლების რეალური მაკონტროლებლის ფუნქცია, რასაც, უსუფაშვილის თქმით, შესაძლოა საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება დასჭირდეს. დღესვე დეპუტატებმა აირჩიეს პარლამენტის ხელმძღვანელობის სრული შემადგენლობა. სქართველოს პარლმენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩეულია მანანა კობახიძე, პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერი, თავმჯდომარეებად კი ზვიად ძიძიგური და ზურაბ აბაშიძე. ზურაბ ტყემალაძემ, კი საკუთარი ინიციატივით თქვა უარი ვიცე-სპიკერის პოსტზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე პარლამენტმა მურმან დუმბაძე აირჩია. საპარლამენტო უმცირესობის კვოტით მეხუთე ვიცე-სპიკერის პოსტი კი გიორგი ბარამიძემ დაიკავა.
XS
SM
MD
LG