Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან კობიაშვილი საქართველოს ნაკრებს დაემშვიდობა


ლევან კობიაშვილმა საქართველოს ნაკრები დატოვა. ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ფეხბურთელმა მიმართვა გაავრცელა, სადაც მან მადლობა გადაუხადა გულშემატკივარს მხარდაჭერისათვის და განაცხადა, რომ ფეხბურთის ფედერაციაში საქმიანობენ ადამიანები, რომლებიც თავად იყვნენ ფეხბურთელები და სწორედ მათ კარგად უნდა ესმოდეთ, თუ რას ნიშნავს სპორტსმენისთვის ღირსეულად დამშვიდობება. ”იმედი მაქვს, მომავალში ფეხბურთის ფედერაცია დაარღვევს ცუდ ტრადიციას, გამოიჩენს მეტ პროფესიონალიზმს და ღირსეულად გააცილებს დამსახურებულ ფეხბურთელებს”, - ნათქვამია კობიაშვილის მიმართვაში. მე მივდივარ, როგორც აქტიური ფეხბურთელი ნაკრებიდან, მაგრამ აუცილებლად დავბრუნდები ქართულ ფეხბურთში", - ნათქვამია ლევან კობიაშვილის მიმართვაში. ბოლო სანაკრებო მატჩი კობიაშვილმა ეროვნულ ნაკრებში 2011 წლის ნოემბერში ჩაატარა. ეს შეხვედრა მის სანაკრებო კარიერაში მეასე იყო.
XS
SM
MD
LG