საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ბრიტანეთის მიერ დაკავებული ტანკერის ეკიპაჟის 24 წევრიდან 3 საქართველოს მოქალაქეა.
ისრაელი არ აპირებს, გაიყვანოს ჯარები სამხრეთ ლიბანის ტერიტორიებიდან, რომლებსაც ისრაელის თავდაცვის ძალები აკონტროლებენ, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა აშშ-სა და ირანს შორის მოსალოდნელი შეთანხმების კომენტირებისას.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალშექმნილმა დეპარტამენტმა, რომლის ფუნქციად საჯარო სივრცეში კომუნიკაციის „სისტემური მონიტორინგია“ განსაზღვრული, 16 დღეში 60 საქმე წაიღო სასამართლოში.
15 ივნისს კიევზე მიტანილი საჰაერო იერიშის შედეგად განადგურდა დოვჟენკოს ეროვნული კინოსტუდიის სასცენო კოსტიუმების უძველესი კოლექცია, ამის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუკში დაწერა უკრაინის კულტურის მინისტრმა და მთავრობის ვიცე-პრემიერმა ჰუმანიტარული პოლიტიკის საკითხებში, ტეტიანა ბერეჟნამ.
2026 წლის 15 ივნისს თბილისს ეწვია სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი, რომელსაც ქართველმა კოლეგამ, მიხეილ ყაველაშვილმა, უმასპინძლა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საფრანგეთს დაემუქრა ფრანგული წარმოების ღვინოსა და შამპანურზე 100%-იანი ტარიფის დაწესებით, თუ პარიზი ტექნოლოგიურ ფირმებზე ციფრული მომსახურების გადასახადს არ გააუქმებს, იტყობინება The New York Post-ი 15 ივნისს.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 15 ივნისს განაცხადა, რომ თეირანს კვლავ „ღრმა უნდობლობა“ აქვს შეერთებული შტატების მიმართ, ომის დასრულებისთვის შეთანხმებული ჩარჩოს მიუხედავად.
საქართველოს მთავრობა გეგმავს, შექმნას „სოციალური კალათისა და ფასდაკლებული პროდუქტების ელექტრონული ვებპლატფორმა“.
ჩამოტვირთე მეტი