"მე ვხვდები, რაც ვთქვი, მუქარა იყო, რა თქმა უნდა, დავემუქრე. რა ბრალიც წამიყენა პროკურატურამ, ვაღიარებ. მე არ ვარ იურისტი და თუ ჩემი ქმედება სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავდა, არ ვიცოდი", - თქვა თამაზ ელიზბარაშვილმა სხდომაზე, სადაც მის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მსჯელობენ.