ჩეხეთის, ლატვიისა და შვედეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელები მიიჩნევენ, რომ რუსეთმა უახლოეს თვეებში, შესაძლოა, გაძლიეროს დივერსიული კამპანია ევროპაში. ამის შესახებ მათ The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადეს.
პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 21 სექტემბერს გამოქვეყნებულ წერილში მიმართავს ყოფილ თანაგუნდელებს და მათ ქვეყნის „უწყვეტ ქაოსსა და დაუსრულებელ კრიზისში“ შეყვანაში ადანაშაულებს.
თბილისის საბავშვო ბაღების მენიუდან დროებით ამოიღეს რძის ნაწარმი. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს.
პროკურატურა მოითხოვს, სასჯელი დაუმძიმდეს „4 ოქტომბრის აქციის“ საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს, რომელიც საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა წარდგენილ ბრალში დამნაშავედ ცნო და 5 000-ლარიანი გირაო დააკისრა.
ირლანდიიდან საქართველოში 43 მოქალაქე გამოაძევეს. მათ შორის 33 კაცი, შვიდი ქალი და ერთი ოჯახი იყო, რომელსაც სამი ბავშვი ჰყავდა.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა რუსეთის არმიის მიერ დაკავებულ უკრაინის ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო.
21 სექტემბერს, დილიდან აშშ-ის ბირჟებზე უოლ-სტრიტის აქციების ფასები გაიზარდა, რადგან ნავთობის ფასებმა დაიწია იმ ოპტიმიზმის ფონზე, რომ ამ კვირის დიპლომატიურმა ძალისხმევამ შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთის ომის მსვლელობა შეცვალოს.
გურიაში, სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის ახლად გახსნილ მონაკვეთზე „ლოკალური დეფორმაციები“ გამოვლინდა.
პოლონეთი თავის ტერიტორიაზე 15 ათასი ამერიკელი სამხედროს განთავსებას გეგმავს, - განაცხადა 21 ივნისს პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვემო ქართლში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
კახეთში მევენახეების ნაწილი სახელმწიფოს მიერ ყურძნის ჩაბარების პროცესით უკმაყოფილოა. მათი პრეტენზია ყურძნის შაქრიანობის განსაზღვრას ეხება.
აქტივისტი ანა ბდეიანი სოციალურ ქსელ ფეისბუკში დაწერილი კომენტარების გამო სამართალდამრღვევად ცნეს და 4000 ლარით დააჯარიმეს.
ჩამოტვირთე მეტი