მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო წელსაც მხოლოდ დამოუკიდებელი გამომცემლებით არის წარმოდგენილი. საქართველოს „მწერალთა სახლი“ ევროპის უდიდესი წიგნის ბაზრობაში არ მონაწილეობს.
მას შემდეგ, რაც სასამართლომ გაამართლა ქალთა საფეხბურთო კლუბ “ნიკე-ლუსოს” ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც ამავე კლუბის ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებაში ედებოდა ბრალი, ქართველმა ფეხბურთელმა ქალებმა პროტესტი პირდაპირ სტადიონზე გამოხატეს.
როგორ იქცევა ხელოვანი სამიზნედ მაშინ, როცა მისი შემოქმედება პოლიტიკურ ინტერესებს ეჯახება? ამ სტატიაში გიყვებით პროპაგანდის მცდელობაზე, საინფორმაციო წნეხით, ჩაშლილი კონცერტებით, გაუქმებული სპექტაკლებითა თუ ბოიკოტით სცენებიდან გააქროს თავისუფალი არტისტები.
პირველად, ზუსტად ორასი წლის შემდეგ, ქართულად დაიბეჭდა ფრანგი მოგზაურის და საქართველოში საფრანგეთის პირველი კონსულის, ჟაკ ფრანსუა გამბას მოგზაურობის ცნობილი "ატლასი" - 1826 წლის პარიზული გამოცემა.
ეკა ქევანიშვილის ინტერვიუში ექიმი ნევროლოგი მაია კოხტაშვილი, რომელიც 10 სექტქმბერს, ახმეტის კლინიკაში დააკავეს, დეტალურად იხსენებს დაკავების დღეს და ახმეტის საავადმყოფოში არსებულ ვითარებას. იმ ადამიანსაც, ვინც მასთან ვითომდა აუტანელი ტკივილების მქონე ბებიის საშველად მივიდა.
თბილისის ისტორიულ ქუჩებში ქვაფენილი ასფალტით იცვლება. ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩიდან აღმაშენებლის გამზირამდე ძველი საფარის გაქრობა ქალაქის რეაბილიტაციის გეგმებშია. სად უნდა დარჩეს ქვაფენილი და როგორ უნდა განახლდეს თბილისი ისე, რომ ქალაქმა ხასიათი არ დაკარგოს?
ფიქრობდნენ, რომ დედაქალაქში ისწავლიდნენ, სინამდვილეში კი, "ტბელ აბუსერისძის" არჩევით, ათეულობით აბიტურიენტი მთიანი აჭარის სოფელ ხიჭაურის უნივერსიტეტში აღმოჩნდა ჩარიცხული.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისას ნაპოვნ ძველ მილებს სოციალურ ქსელში განგაში მოჰყვა - ხომ არ აფრქვევს დამტვრეული ფრაგმენტები ჰაერში აზბესტის მომაკვდინებელ მტვერს?
ლაშა ბუღაძის რომანის, “დამკვირვებლის” სათაური პენიტენციურმა სამსახურმა ბუნდოვნად მიიჩნია, მას “გაურკვეველი შინაარსის ლიტერატურა” უწოდა და ჩათვალა, რომ პატიმარ ნანა სანდერისათვის ამ წიგნის შეტანა ციხეში არ იქნებოდა უსაფრთხო.
უმაღლესი სასწავლებლების საგამოცდო ქულები კი გამოქვეყნდა, თუმცა აბიტურიენტების ნაწილს ჯერ ისევ ვერ გაურკვევია, რამდენკრედიტიანია პროგრამა, რომელზეც სწავლა მოუწევს და საბაკალავრო საფეხურზე სტუდენტობა სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება თუ ოთხი.
მხოლოდ 2026 წლის ივლის-აგვისტოში საქართველოში მგზავრებით და მათ შორის, უცხოელი ტურისტებით სავსე ავტობუსი და მიკროავტობუსი მოყვა ავარიაში. პირველ შემთხვევას, ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე, არავინ უმსხვერპლია, მეორე კი, გომის მთაზე, ბელარუსის ოთხი მოქალაქის სიკვდილით დასრულდა.
ერთი თვე რჩება სკოლის დაწყებამდე, მშობლების ახალი თავსატეხი კი სკოლის სავალდებულო ფორმებია: სად უნდა იყიდონ, რამდენი ხელი დასჭირდებათ, რა დაუჯდებათ, რა მოხდება, თუ ბავშვს ფორმას არ ჩააცვამენ? - ამ სტატიაში თავი მოვუყარეთ პასუხებს კითხვებზე, რომლებიც თავად მშობლების დახმარებით შევაგროვეთ.
აგვისტოს დადგომისთანავე, როცა კახეთში ფერმერები ხორბლის და ქერის მოსავლის აღებას ასრულებენ, ალაზნისა და შირაქის ველებს ცეცხლი ედება - ასობით კოცონი ზოგან დიდ ხანძრადაც იქცევა. იწვის მიწა, ზედ დატოვებული ნამჯის ნარჩენებით და მასთან ერთად ყველაფერი ცოცხალიც და არაცოცხალიც, რაც ამ მიწაზეა.
მწერალ ლაშა ბუღაძის ბოლო რომანი „დამკვირვებელი“, რომელსაც პატიმარ ნანა სანდერს უგზავნიდნენ, რუსთავის ციხეში არ დაიტოვეს - „წიგნი პოლიტიკურია... პატიმრისთვის არ შეიძლებაო“. პენიტენციურ კოდექსში ჩანაწერი, რომელიც ციხეში მხატვრული ლიტერატურის შეტანას კრძალავს, არ არსებობს.
ისინი აგვისტოს ომის წელს დაიბადნენ, 2008-ში. ზოგი ზუსტად ომის დღეებში, ზოგი მანამდე, ზოგიც ომის დასრულებიდან მალევე. მას მერე მათი ცხოვრება ამ თარიღს სამუდამოდ გადაეჯაჭვა და კითხვაც - ომის წელს ხარ დაბადებული? - მათი ცხოვრებიდან არასოდეს გამქრალა
ტყიბულის რაიონის სოფელ კურსებში მომხდარი სტიქიიდან უკვე ხუთი თვე გავიდა, სოფლიდან იძულებით წასული 58 ოჯახი კი ისევ ქირით ცხოვრობს ქუთაისში. ფულს სახელმწიფო იხდის, თუმცა ხელშეკრულებები სექტემბრამდეა დადებული. კომპენსაციაზე კი ისევ არაფერი ისმის.
ხუთი წელი ბელარუსის ციხეში, საიდანაც უდიდესი ნაწილი სრულ საინფორმაციო ვაკუუმში, სამარტოო საკანში გაატარა - ბელარუსელი იურისტი, პოლიტპატიმარი და მარია კოლესნიკოვას ადვოკატი, მაქსიმ ზნაკი, რომელიც 2020 წელს დააპატიმრეს, ხოლო დეკემბერში მოულოდნელად გათავისუფლდა, რადიო თავისუფლების რესპონდენტია.
რა ხდება მაშინ, როცა შენი შვილის დაავადება იმდენად იშვიათია, რომ ქვეყანაში მისი სახელიც კი არ იციან?
რა ხდება მაშინ, როცა სოხუმის ერთ-ერთი სამეცნიერო ინსტიტუტის სარდაფიდან წამოღებული, ნახევარი საუკუნის წინანდელი ფოტოფირები მოულოდნელად ახალგაზრდა მკვლევრის ხელში ხვდება? საბჭოთა ეპოქის ოფიციალური, სტერილური კადრების მიღმა, დასკანერებულმა ნეგატივებმა სრულიად სხვა სამყარო გააცოცხლა.
ჩამოტვირთე მეტი