ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 თბილისის დრო 16:14

ბლოგები / გიგა ზედანია

ცინიზმი

x
ტექსტის ზომა - +
ცინიზმი არ უყვართ არსად, მაგრამ საქართველოში ის არ უყვართ განსაკუთრებულად. მიზეზი მარტივია - ჩვენში უმრავლესობამ არ იცის სიტყვა „ცინიზმის“ მნიშვნელობა, ოღონდ გიჟდება მის გამოყენებაზე.

ფონეტიკას შევყავართ შეცდომაში - „ცინიკურად“ საქართველოში იგივე ჰგონიათ, რაც „დაცინვით“. სინამდვილეში ყოველი დაცინვა როდია ცინიკური, ან ყოველი სახის ცინიზმი - დაცინვა.

დიახ, ცინიზმი რამდენიმე სახისა არსებობს.

მისი ყველაზე ზუსტი განმარტება ყველაზე გავრცელებულიცაა: ცინიკოსმა ყველაფრის ფასი იცის, მაგრამ ღირებულება - არაფრის.

რაც შეეხება სახეებს, შეგვიძლია სამი გამოვყოთ: პლებსის, ელიტისა და ფილოსოფიური.

პლებსის ცინიზმი მუქარაა: „რამე რომ იყოს, ეგ თქვენი ფასეულობები სულ ფეხებზე შემიძლია დავიკიდო.“ დაბალი ფენების აგრესია.

ელიტის ცინიზმი აღიარებაა: „სინამდვილეში ჩვენი ფასეულობები თვითონ ჩვენც ფეხებზე გვკიდია.“ მაღალი ფენების გულგრილობა.

ფილოსოფიური ცინიზმი სიტყვების თამაშია: „დიახ, მე ვიცი არაფრის ფასეულობა (და არა - „არ ვიცი არაფრის ფასეულობა“. ორმაგი უარყოფა არა მხოლოდ სტილური შეცდომაა, არამედ საზრისის ტრივიალიზაციაც). მოაზროვნეთა ნიჰილიზმი.

ფილოსოფიური ცინიზმი ყოველი კონკრეტული მოვლენის უკან არარას ხედავს. და ის ნამდვილად არაა მხოლოდ ფილოსოფოსების კუთვნილება.

ფილოსოფიური ცინიზმია, მაგალითად, როდესაც მაჩო ამბობს: „არა, კი არ მიყვარს, უბრალოდ, სექსი მაქვს მასთან.“

მაგრამ ეს არაა „ფილოსოფიის“ ბოლო სიტყვა. ცინიზმის შემდეგ ფილოსოფიური ირონია მოდის.

ფილოსოფიური ირონიაა, როდესაც ეს მაჩო მიხვდება, რომ მისი „უბრალოდ, სექსი“ უკვე იმდენი ხანია გრძელდება, რომ სიყვარული მეტი არც არაფერია.

ირონია რეაგირებს საკუთარ სასრულობაზე. ირონიისას ადამიანი აცნობიერებს რეალობაზე საკუთარ მიჯაჭვულობას. ბრეტონის ფრაზა - „L’existence est ailleurs” („არსებობა სხვაგანაა“) - რომანტიზმია; რემბოს გამონათქვამი - „la vrai vie est absente“ („ნამდვილი ცხოვრება არ არსებობს“) - ცინიზმია; ბოდლერის მეტაფორა - „ეს ცხოვრება საავადმყოფოა, სადაც ყველა ავადმყოფი შეპყრობილია სურვილით, სხვის საწოლზე იწვეს“ - უკვე ირონიას წარმოადგენს.

ცინიზმი სამ რამეზე რეაგირებს: გულუბრყვილო დამჯერობაზე, ოპტიმიზმსა და ფარისევლობაზე.

გულუბრყვილო დამჯერობაა ყველაფრის მიღება, რაც შენამდე აღწევს: ტრადიციის, მედიის, სკოლის, უნივერსიტეტის, ეკლესიის, ავტორიტეტების გავლით; ოპტიმიზმი იმის რწმენაა, რომ ყველაფერი კარგად იქნება; ფარისევლობა კი არის აცდენა დეკლარაციასა და ქმედებას შორის.

ცინიზმი დამანგრეველია. ის არის მჟავა,  რომელიც კულტურის სუსტ სხეულს ჭამს. რაღაც დოზით ის აუცილებელია, საზოგადოება რომ არ გაქვავდეს, მაგრამ დოზასაც გააჩნია. მე-18 საუკუნეში ბევრს დავობდნენ იმაზე, შეიძლება თუ არა არსებობდეს ათეისტების საზოგადოება. როგორიც უნდა იყოს პასუხი ამ კითხვაზე, ერთი რამ ნათელია: არ შეიძლება არსებობდეს ცინიკოსების საზოგადოება. რატომ? იმიტომ, რომ დაჯერების, ოპტიმიზმისა და ფარისევლობის გარეშე ადამიანების ერთად ცხოვრება არ გამოდის.

სინამდვილეში ჩვენ კარგად ვიცნობთ ცინიზმს - ეს იყო სამოქალაქო ომის პერიოდი. ყველაზე დიდი ქართველი ცინიკოსი, რომლის სიმაღლეებსაც უკვე, ალბათ, ვეღარავინ მიაღწევს, ჯაბა იოსელიანი იყო. სწორედ მისი მმართველობის ქვეშ გავიგეთ ჩვენ, თუ რას ნიშნავს საზოგადოებრივი ქსოვილის დეზინტეგრაცია; როცა ფარისევლობაც კი არ რჩება იმისთვის, რომ რწმენის მსგავსება შეინარჩუნო. ჯაბა იოსელიანი იყო სიმბოლო იმისა, რასაც ანტისაზოგადოებრივი ელემენტი შეიძლება ვუწოდოთ. ეს იყო ცინიზმის აბსოლუტური და ყოვლად არაშემოქმედებითი გამოვლინება. ეს იყო ყოველი შესაძლებელი საზოგადოებრიობის სიკვდილი.

შევარდნაძის ყველაზე დიდი დამსახურება ქართული საზოგადოების წინაშე - რაც უნდა ირონიულად ჟღერდეს - იყო ფარისევლობის დაბრუნება ცინიზმის ეპოქის შემდეგ.

დიდი რელიგიური მოაზროვნე ბლეზ პასკალი დაახლოებით ასე აღწერდა ფარისევლობის დაბრუნების შედეგს: „დაიჩოქე, აამოძრავე ტუჩები სალოცავად და რწმენაც მოვა.“ რწმენა სხვა არაფერია, თუ არა ფუნქცია რიტუალიზებული ქმედებებისა, რომლებსაც ადამიანი ასრულებს და რომლებიც ლოგიკურად რწმენას უნდა მოსდევდნენ, მაგრამ სინამდვილეში, ინდივიდუალურ-ისტორიულად, მას წინ უსწრებენ. პასკალი ცინიკოსი იქნებოდა, რომ ეთქვა, რწმენა ილუზიააო. სინამდვილეში ის ირონიკოსია, რადგან აჩვენებს, როგორ ჩნდება რწმენა, მაგრამ უარს არ ამბობს მასზე, როგორც პრინციპზე.

სწორედ პასკალის მიერ რეკომენდებული ეს ოპერაცია ჩაატარა შევარდნაძემ - ოღონდ არა რელიგიურ, არამედ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სფეროში. მან დაიწყო ფარისევლური რიტუალით და რწმენა მართლაც მოვიდა. სწორედ ამ რწმენამ შეიწირა მისი პოლიტიკური კარიერის ფინალი.

დღევანდელი ჩვენი ღირებულებითი დომხალის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორი ისიცაა, რომ ამ პრინციპთაგან არც ერთი აღარ არის დომინანტური. საქართველოში დღეს, - ასე, 2007 წლის შემდეგ - არც ცინიზმი ბატონობს, არც ფარისევლობა და არც - რწმენა.

და ეს არ არის ცუდი.

მთავარი ირონიული ჭეშმარიტება ხომ ისაა, რომ ერთი და საბოლოო გამოსავალი არ არსებობს. არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ელემენტების ისეთი ნაზავი, რომელიც საზოგადოებაში ცხოვრებას ასატანს ხდის.

მცირედთა რწმენა;

ბევრთა დამჯერობა და ფარისევლობა;

რჩეულთა ცინიზმი;

და რჩეულთა შორის ნარჩევთა ირონია.

იქ, სადაც ეს ყველაფერი თანაარსებობს ისე, რომ საზოგადოება არ იშლება, ყველაფერი რიგზეა. პრობლემა არის არა ელემენტი, არამედ მისი ადგილი. არაფრის გადაჭარბება არ ვარგა. კერძის მომზადების საიდუმლო შეზავების ხელოვნებაშია.

სამოქალაქო ომი და ცინიზმის ბატონობა გამონაკლისია. ჩვეულებრივ, საფრთხე უმრავლესობას კი არ ექმნება, არამედ უმცირესობას. ეს რომ არ მოხდეს, ყველანაირი დამჯერობა და ფარისევლობა ვერ ივარგებს; ორივე მათგანი ისეთი უნდა იყოს, რომ თავიანთ გვერდით ცინიზმისა და ირონიის ატანა შეძლონ. ეს იშვიათია, ძალიან იშვიათი.

ამ იშვიათ „ნორმამდე“ მისაღწევად ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი დაგვრჩა. აქ საუკეთესო მზარეული აქტიურთა პასუხისმგებლობიანი აქტიურობა და პასიურთა უპასუხისმგებლო პასიურობაა. და ის პატარა ღმერთი, რომელსაც საზოგადოებრივ ევოლუციას ეძახიან.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2
ავტორი: ანონიმი
22.05.2012 02:31
შევარდნაძის პოლიტიკური გენია რომ პერესტროიკის მთელი მამაძაღლობის მომამზადებელია ეს აქ ვიღაცას დაავიწყდა. და ფარისევსლობა სულ არ ყოფილა გამოკიდებული ბოლშევიკებისთვის მარქსის და ლენინის ორიოდე ციტატის მიგდება შეგვეშვითო. ხშირად საკუთარი მამაძაღლობით დაქანცული ბოლშევიკები გვეშვებოდნენ და გვასვენებდნენ ხოლმე.მახსოვს დახურულ უნივერმაღში საჩუქრებისთვის გამალებით მიმავალი საბჭოთა მეჩაიე დეპუტატი ქალბატონი ყუფუნია. წარმოვიდგენდი რომ შვილიშვილებისთვის იაფად ჯინსების ასაღებად მიდიოდა. თავიდან ცოტა მშურდა და მერე მეცინებოდა. რამოდენიმეჯერ მივეცი ხმა ვინმე მხეცი არ შემომაჩეჩონ და ქონდეს ამას თავისი ჯინსები მეთქი. სამაგიეროდ პაპანაქებაში ჩეროში დიკენსის კითხვაში ხელს არ მიშლიდა და მადლობა მას, სულ არ გავდა ბატონი აკაკი ბაქრაძის ნდობით აღჭურვილ პირ დემოკრატ ჯაბა იოსელიანს ვისაც პოლიტიკურმა გენია შევარდნაძემ მადლობა უხადა... ეეხ, ყუფუნია, ყუფუნია... მომენატრე...

ავტორი: ცნობისმოყვარე
21.05.2012 22:56
გამაგებინეთ საბჭოთა ზარბაზნით თბილისის ნგრევისთვის დემოკრატიზაციის დარქმევა და ქურთი ტერორისტების მიერ მოკლული აღა მახმად ხანის სტუმრობისთვის შემოსევის დარქმევა ცინიზმი თუ არაა რაა?

ავტორი: Max საიდან გვწერთ: გორი
20.05.2012 09:50
ვთქვათ დაღლილს არა, მაგრამ ავადმყოფ ქმარს თუ უნდა დაბანოს ცოლმა ფეხები?

ავტორი: skolis moswavle საიდან გვწერთ: skolidan
17.05.2012 16:40
დროებას საზარბაზნე ხორცად უქცევიხართ დღევანდელობის მოთამაშენი, რათა ,,საზოგადოებრივმა ევოლუციამ" თავისი ქმნას. ვისაც ეს როლი არ მოსწონს თამაშიდან უნდა გავიდეს, თამაშიდან გასვლის კი მხოლოდ ორი საშვალებაა: ან იყოს ბედნიერი ან ქრისტიანი.

ავტორი: ანონიმი
13.05.2012 00:46
"პოლიტიკურმა გენიამ"...
"მგონი მართლა ლოცვით დაბრუნდება რწმენა."...

სტრანა ჩუდეს რა!

ავტორი: ალისა საიდან გვწერთ: აშშ
12.05.2012 08:55
ჩემმა, სამოციანელების თაობამ ისეთი ცინიზმისა და ფარისევლობის წლები გამოიარა მტერს არ ვუსურვებდი.მერე ეს ორსტანდარტჩამოყალიბებული საზოგადოება იმ ომში მოექცა რომელშიც ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა.მერე ისევ ფარისევლობამ და შევარდნაძის პოლიტიკურმა გენიამ პატარა წუთშესვენება მოგვცა და ბოლოს შოკური დემოკრატია დაგვატყდა თავს. ვინც გადავრჩით ცინიკოსები და ფარისევლები რომ არ ვყოფილიყავით გავნადგურდებოდით. ალბათ ეს თვისებები თავდაცვის რექციებია. დღეს ახალი ღირებულებებია. გაცილებით მყარი ,გადარჩევაგამოვლილი ღირებულებები უბრალოდ დროის სიმცირის გამო იძულებითი ხერხებით შემოტანილი.მგონი მართლა ლოცვით დაბრუნდება რწმენა.

ავტორი: ანონიმი1 საიდან გვწერთ: თბილისი
06.05.2012 11:13
p o l

ანონიმი1 მე ვარ მარად და მარად. სხვა ანონიმების არ ვიცი.

თქვენ, კაკოია ყაჩაღს და გეოგრაფიაზე მწყრალად მყოფ მოტუტუცო დასავლეთელს, ჩემმა იუმორმა მოგცათ უკუჩვენება თუ სხვა ანონიმთა ჭინთვებმა.

ავტორი: ქვედანია
05.05.2012 22:39
ისევ მიშამ გაჯობათ:

http://www.youtube.com/watch?v=iitT8wwlZ8k

;დ

ეს კაცი გადასასენებელია აქედან, მაგრამ კარგი იუმორი ქონია:))))))


ავტორი: პოლი
05.05.2012 20:22
შენ თუ იგივე ანონიმი ხარ, გითხრეს უკვე სხვა ბლოგში, რომ არ გივარგა არც იუმორი და არც გემოვნება. წადი რა სხვა საქმე აკეთე, რას სისულელეებს ბლატაობ აქ.

ავტორი: ანონიმი
05.05.2012 20:15
დემოკრატიის აკვანში ცინიკოს კინიკოსი დემოკრიტე ტიტველი ტანტალებდა ათენის ქუჩებში,ძაღლებს მისდევდა ძვალი მომეცითო,საჯაროდ ჩუკუნობდა და და ხან რომელი სქესის და ხან რომელის ნაშასთან ერთად კოტრიალობდა აგორაზე და ალექსანდრე მაკედონელს ეჩხუბებოდა მზეს ნუ ეფარებიო. მოკლედ კაი იყო! ათენელებიც ნამეტანი კმაყოფილები იყვნენ. მათ სპარსელების დამამარცხებელი და ათენის მხსნელი თემისტოკლე გააგდეს ათენიდან ეს ცინიკოსი კი არა. კაია ნამეტანი,მისაბაძი. საქართველოში აუცილებლად უნდა შეიქმნას თუ ჯერ არაა ლიბერალი ცინიკოსების პარტია.

ავტორი: ანონიმი1 საიდან გვწერთ: თბილისი
02.05.2012 06:09
,,ასე 2007 წლიდან არც ცინიზმი ბატონობს,არც ფარისევლობა და არც რწმენა და ეს არ არის ცუდი,,

ნახეთ, ეს სამი ცნება ერთ ტექსტში როგორ ჩასვა გიგამ.

აი 25-ე კადრი.

გ ი გ ა, მე კი ვიცი თქვენ ცხოვრებაში ძირითადათ რას სად მოიხმართ,მაგრამ ამჯერად მაინტერესებს სხვა.

ფარისევლობა. ცინიზმი, ირონიიდან თქვენ რომელს მოიხმართ?

პასუხს გამცემთ თუ ქვიშა გამოგიგზავნოთ?

ავტორი: caulfield საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან
01.05.2012 22:14
რაღაც არ გამიგია ვინმეს ფეხთბანვის რიტუალი ჰქონდეს დაწესებული ოჯახში. მე მგონი დღეს დუში ფუფუნებად აღარ ითვლება.

ავტორი: miseenabyme საიდან გვწერთ: planeta venera
01.05.2012 20:35
ეჰ, როგორ მინდა მეც გადავრჩე ამ ბუნებრივ გადარჩევაში და ა მ კაცების აღსარების ღვარღვარი ვნახო, აი მაშინ ყველაზე ბედნიერი ვიქნებოდი და რწმენაც დაგვიბრუნდებოდა უგრაალოდ.
კინო თუ გვიშველის :)

ავტორი: ჰო, თ.უ.შ.გ. ამიგოებო:)
01.05.2012 20:34
alles ich komentire habe:



ჰმ...:)

ავტორი: GERMANE
01.05.2012 18:59
ფეხების დაბანისას აყოლა რომ მოგინდეს, ესეც მოვალეობაა?
და თუა, მხოლოდ სამსახურიდან დაბრუნებულს ეხება თუ უმუშევარ ქმარსაც? ძალიან მაინტერესებს ამის კითხვა - იქნებ გამოჩნდეთ რომელიმე აქ ჭეშმარიტი ქრისტიანი და ამიხსნათ!!!

ამ სიტყვებს რომ ერად წოდებული ნაცია ან პატრიარქს ან ვინც არ უნდა იყოს იმას აპატიებს და მუხლს მოუყრის, მერე რომელ თავისუფალ აზროვნებაზე და რომელ ადგილობრივ მმართველობაზე გინდა ელაპარაკო?
ეხ, რა, ეს პერიოდი ევროპამ 100 წელია გამოიარა - სად ვყოფილვართ თურმე.
100 წელი 4-5 თაობაა.
მოთმინებითა შენითაო .....

ავტორი: ანონიმი
01.05.2012 16:43
"ეჰ, მღაღადებელი და უდაბნო, სადღა არიან კაცები, უკანასკნელი მოჰიკანებივით წუთებს ითვლიან. "

კვლავ ვეთანხმები და მომკალით თუ გნებავთ! ამიტომ ისინი (კაცები) უნდა მიბრუნდნენ უკან გამოქვაბულში და მთელი უსულო ცივილიზაცია თავისი უსულო ევოლუციით კინოდ ჩაურთო და აყურებინო. აუ, რა მოუვააათ! დაღრღნიან ერთმანეთს.
მერე მოვა გიგა, ამ "ევოლუციაში" (ბუნებრივ გადარჩევაში) გადარჩენილი (მამრობითი არსება) და დაწერს კინოკრიტიკას. ჰაჰაჰა!

ავტორი: ანონიმი
01.05.2012 14:53
დღეს, დილის ფოსტაში რამიშვილმა გადაწყვიტა შური იძიოს თეა თუთბერიძეზე გუშინდელის გამო !)))
ვითომ არ უნდოდა თეაზე საუბარი, არადა თავიდანვე თეათი დაიწყო და მიმართულება მისცა იმ 10 -იოდე ერთი დაიგივე ადამიანს რაზე უნდა ელაპარაკათ.)))))))))

ავტორი: dato საიდან გვწერთ: xashuri
01.05.2012 11:37
ხო, რა თქმა უნდა, ამიგო შ.ხ.ა.გ. -ს ოჯახის არქონა მიაჩნია დიდ სიკეთედ, გოთვერნები ჭირდება დღეს ყველას შავბნელი საქმეებისთვის როგორც ჩანს. აყურებინეთ ამ ამიგოს ერთი "სერგო გოთორანი" მოეწონება ძაან.

ავტორი: ქეთა საიდან გვწერთ: თბილისი
01.05.2012 09:27
მართალი ხართ ბატონო ანონიმ, გამრავლებაც არის და გამრავლებაც. მე მგონი კარგად იყო ნაჩვენები "წითელ ზონაში" ნარკომანთა შვილები. ამდენი აუტისტი და ათასი ნერვულ-ფსიქიკური დაავადებით გადაგვარებული ადამიანის "ნორმაში" დაბრუნებას ვინ შეძლებს ნეტავ? იქნებ არც ის გონია ვინმეს, რომ თუ ბავშვს ორი ხელი და ფეხი აქვს და დრაკულასაც არ გავს დაბადებიდანვე, გარდატეხის ასაკიდან ცუდი მიდრეკილებები არ დაეწყება და მშობელს არ მიბაძავს? მე თქვენ გეტყვით წამქეზებლები დააკლდება ან ძალადობას ვერ იპოვნის ამ მადლმოსილ დედამიწაზე. იმპოტენცია სწორედაც რომ მამაკაცებს დიდი ხანია გასცდა და ქალებს და ბავშვებს მოედო. ეს გასაკვირია? ჩვენ ხომ, ჯეიმს ბრაუნისა არ იყოს, მამაკაცთა სამყაროში ვცხოვრობთ, ამიტომ რაც ზემოდან (კაცისგან) მოდის, იმას იმეორებს ქვედა იერარქია, არ გაიმეორებს, კორექტივების შეტანას და მეტიჩრობას დაიწყებს და ისეთი მოხვდება, სულ დაავიწყდება ვინ იყო! მე თქვენ გეტყვით ამის გამო ზედა ფენამ კათარზისი არ განიცადოს რა, ჰა-ჰა ორი საათი იყოს ცუდ ხასიათზე, იპოვნის მერე ახალ გასართობს, კანი ხომ უნდა გაისქელოს ბუნებისამებრ. კაცი რომ ვერ კაცობს, იმიტომაა ქალი დედაკაცი, თორემ ყველა ქალი ქალობაზე ოცნებობს საბოლოო ჯამში. არაგონმა კი თქვა ქალი კაცის გაგრძელებააო, მაგრამ ის არ უთქვია გაკაცდეს, იარაღი აისხას და ნარკობიზნესში და თავით გადაეშვასო. თუმცა რაღა დროს ქალურ გრძნობებზეა საუბარი, რა სიგოიმეა, დღეს მოდაშია და კაცები ზემოდან უკვეთავენ, რომ ქალი უნდა იყოს მაგარი, ამტანი, ცივსისხლიანი, სექსუალური ( უფრო პორნო იგულისხმება), გამწევი ძალა, უნდა უძლებდეს ყველაფერს ნეგატიურს და მაინც სამზარეულოში ქალობას ინარჩუნებდეს, დაახლოებით ისე "პროფილში" რომ მოყვა ქალბატონმა დოდო გუგეშაშვილმა ( არ ვაკნინებ და შეურაცჰყოფას არ ვაყენებ ამ ქალბატონს, პირიქით დიდი სიმპათიით ვარ განმსჭვალული ამ ქალის მიმართ, რომელმაც შეძლო ის რაც ვერ შეძლო ბევრმა მამაკაცმა, მაგრამ რის ფასად?) დიახ ფასზე უნდა იფიქროს მამაკაცთა სამყარომ, რადგან როგორც პატრიარქი ამბობს ერთ სხეულზე ორი თავი ვერ იქნება და ქალის სხეულზეც ვერ იქნება ორი თავი. ნორმა ესაა და თუ ნორმა გვინდა, მაშინ ცოტა ტვინები უნდა გავანძრიოთ. ის დრო ხომ არ დადგა რადიო 105 -ის მსგავსად ვიყვიროთ : ქალები გადამალეთ კაცებოოოო, ლეზბიანკები მოდიან! ეჰ, მღაღადებელი და უდაბნო, სადღა არიან კაცები, უკანასკნელი მოჰიკანებივით წუთებს ითვლიან.

ავტორი: ანონიმი
01.05.2012 00:33
ტოტალური იმპოტენციაა ამ სიტყვის ზოგადი გაგებით და ვერც ვერავინ შემედავება ამაში.

ნამდვილად! იმპოტენციაა მთელიანად ყველაფერი. მარტო კაცებზეც აღარაა ლაპარაკი.

ავტორი: ანონიმი
01.05.2012 00:19
ავტორი: შ.ხ.ა.გ. ამიგო?
30.04.2012 21:00

„ ჰაჰაჰა.... მე პატრიარქის ადვოკატი არ ვარ და არც ვაპირებ, მაგრამ რა იდიოტური კომენტარებია:)
მაპატიეთ და სად თქვა პატრიარქმა ქმარმა მეუღლე (ამ სიტყვის მნიშვნელობა მიყვარს) უნდა სცემოს, ცხვირ პირი დაამტვრიოს, დომინოს "ჩოტკი" თავზე დააღუნოს და მერე პირუტყვივით .....ო?

ამას თქვენ გულისხმობთ, თუ გინდათ იგულისხმოთ/? მაგრები ხართ, რა! :დ„

ამიგო, შ. ხ. ა. გ.–ს?

საიდან მოიტანე, რომ ვინმემ ეგ იგულისხმა?! თავად შენგან ნაგულისხმევს სხვას რად აბრალებ?

ოჯახის არქონა შენ დიდ სიქველედ მიგაჩნია?

საღმრთო წერილის სიბრძნესა და ჭეშმარიტებებზე რომ აპელირებ, ბიბლია გამრავლებისკენ რომ მოუწოდებს ადამიანებს, ეს როგორ გავიგოთ?

ავტორი: ქეთა საიდან გვწერთ: თბილისი
30.04.2012 23:13
საქმეც მაგაშია, რომ პატრიარქი პრობლემებზე არ ამახვილებს ყურადღებას და ძალიან ზოგადად საუბრობს. შ.ხ.ა.გ. ამიგო? -ს მიერ ნათქვამ სისულელეს რომ პატრიარქი არ იტყვის ცხადზე ცხადია და მგონი კითხვის ნიშანი საკუთარ თავს უნდა დაუსვას ამ ამიგომ. მე კი მახსოვს "პროფილში" ასათიანს ერთი პატიმარი ქალი ჰყავდა მოწვეული, ნარკომან ქმარს ვეღარ გაუძლო და რკინა ხია. ამაზე სამღვდელო პირი ქალს ეტყოდა შენი ბრალია უნდა მოგეთმინაო, არადა ვინ არის დამნაშავე და ნარკობიზნესი, ნარკოდილერები ...... ყველამ იცის რომ დღეს კაცები გაქრნენ იმ უბრალო მიზეზის გამო, რასაც არათვითრეალიზება და ნარკომანია ჰქვია, საწყალმა ქალმა ფული იშოვოს, ბავშვი გაზარდოს თუ გონებაგადარეულ ქმარს უწყოს ხასიათები? ამაზე თუ საუბრობს ერთი პატრიარქი ან საღმრთო წერილი, ან მთავრობა ან ვინმე ჟურნალისტი. ტოტალური იმპოტენციაა ამ სიტყვის ზოგადი გაგებით და ვერც ვერავინ შემედავება ამაში.

ავტორი: იახში ბაშ - ქაინე კოფჰ :პ
30.04.2012 21:16
რა ჯაბა, რის ჯაბა... მუსიკოსი, რომ პრეზიდენტს სიმღერას მიუძღვნის და გარემოს დაცვის მინისტრად დაინიშნება, ან ვინმე, 29 წლის გოგონა, სტრიპტიზიორის ”სტოლიდან” პირდაპირ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის კაბინეტში რომ აღმოჩნდება - ამაზე მაგარი ცინიზმი, ჩემი აზრით, ყველაზე მდაბალი ფანტაზიის მქონე ტიპსაც არ მოუვა თავში! რაღა 20 წლის წინანდელ საქართველოში გარბიხარ პატივცემულო ავტორო, დღევანდელზე საუბარი გიჭირს? ცინიკები ხართ, აბა, რა ხართ - იუმორის გრძნობა არ გაქვთ, იმიტომ, რომ კეთილშობილება გაკლიათ, კეთილშობილება იმიტომ გაკლიათ, რომ თავმდაბლობა არ გაგაჩნიათ და როცა საზოგადოებას მიმართავთ, (დაკვირვებული ვარ) ამ დეფიციტს საკუთარი (ბოროტი ინტელექტისთვის დამახასიათებელი) ცინიზმით ანაცვლებთ ხოლმე, რათა საკუთარი უსუსურობა ”თვალთა ჩვენისაგან” დაფაროთ :პ ამიტომ არ მჯერა თქვენი, ბატონო ზედანია:)

ხოდა ამ ”ჯაბა-ჯუბას” ქვეტექსტი რა იყო, ჰა? ანუ, ადრე იყო ბნელი და უკუნი, მოხდა რევოლუცია და იქმნა ნათელი??? :დ

პ.ს. მოდერატორო, ნუ მბლოკავ!

ავტორი: შ.ხ.ა.გ. ამიგო?
30.04.2012 21:00
ჰაჰაჰა.... მე პატრიარქის ადვოკატი არ ვარ და არც ვაპირებ, მაგრამ რა იდიოტური კომენტარებია:)
მაპატიეთ და სად თქვა პატრიარქმა ქმარმა მეუღლე (ამ სიტყვის მნიშვნელობა მიყვარს) უნდა სცემოს, ცხვირ პირი დაამტვრიოს, დომინოს "ჩოტკი" თავზე დააღუნოს და მერე პირუტყვივით .....ო?

ამას თქვენ გულისხმობთ, თუ გინდათ იგულისხმოთ/? მაგრები ხართ, რა! :დ

უწმინდესმა მთელი თავის ცხოვრება ღმერთს და სამშობლოს მიუძღვნა და დაოჯახებული არასდროს ყოფილა. მასზე კეთილი ადამიანი (მე პირადად) არ მეგულება და საიდან ამოგდით ეს მარაზმი?

საღმრთო წერილის სიბრძნე და ცოლის მხრიდან "მონური მორჩილება" ერთმანეთისგან ვერ გაგირჩევიათ და რა გრძელი ენები გაქვთ ხოლმე, როცა ბიბლიურ ჭეშმარიტებებზე პრტყელ-პრტყელებს არახუნებთ:(

ავტორი: miseemabyme საიდან გვწერთ: planeta venera
30.04.2012 20:58
ჰო, რა თქმა უნდა, ქალი ხომ ყველაზე დაბალი ღობეა დედამიწულ იერარქიაში. ვეღარ უმკლავდებიან ამდენი აგრესიის და ძალადობის გამოვინებებს და ვის შეტენიან თუ არა ქალს. ნარკოტიკი, ჭამა, სექსი და ძალადობა - ისე აქ მგონი ჯანსაღი სექსი არ იგულისხმება, ალბათ უფრო : პედოფილია, პორნოგრაფია, ნეკროფილია და ა.შ. მოკლედ გაუკუღმართებული სექსის მოგონება არ უჭირს გამორეცხილ ტვინს სტიმულისათვის. საწყალი ქალები და ბავშვები, მალე აღარ იარსებებენ, იქნებიან მხოლოდ ძალადობის მსხვერპლნი, რომლებიც ისევ ძალადობას დათესენ, მოკლედ იმ საძმოს შეუერთდებიან, ბოლქო ფილმმა რომ გადაიღო. "ნორმა" ძალიან შორი კი არა, საერთოდ უტოპიად იქცა.

ავტორი: მეთევზე საიდან გვწერთ: მტკვრის ნაპირი
30.04.2012 19:54
ავტორი: ანონიმი
30.04.2012 15:21

ეგ მაგარი შენიშვნა იყო მოდერატორისაგან. :))) დავარქვათ სახელი მის საქციელს? ჰაჰაჰა!

ხოო, ისღა დარჩა რო ზედანიამ თქვას- "ყველა რუსი კაცი ლოთია და ყველა რუსი ქალი - ბოზი".

არადა, რო კითხო - ალბათ დემოკრატია და ლიბერალი. ისე "სვაბოდაც" კაი რამეებს ამბობს ..

ავტორი: ანონიმი
30.04.2012 15:21
ავტორი: ლევან საიდან გვწერთ: ტბილისი
29.04.2012 20:43
ეგ მაგარი შენიშვნა იყო მოდერატორისაგან. :))) დავარქვათ სახელი მის საქციელს? ჰაჰაჰა!

ავტორი: caulfield საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან
30.04.2012 12:31
ამ მორჩილებას რაღაც უშნო და დამამცირებელი ფორმა აქვს მიცემული, არადა, თუ ცოლი და ქმარი უბრალოდ ცოლი და ქმარი კი არა, ოჯახია, ანუ არიან ერთ სისხლ და ერთ ხორც , მხოლოდ ცოლის მორჩილება კი არა, ერთმანეთის მორჩილებაც არ უნდა იყოს პრობლემა, ერთმანეთის მოვლა და პატივისცემა დიდი სურვილი უნდა იყოს და არც ერთი მხრიდან არ უნდა აღიქმებოდეს უსიამოვნო მოვალეობად, სხვა შემთხვევაში, მორჩილება იგივე მონობაა. P.S. დეფი დავიწყე, მძიმედ მიდის.

ავტორი: ნასრედინი
30.04.2012 00:24
პატრიარქმა ცოლებს ქმრების მორჩილებისკენ მოუწოდა

21:59 29.04.2012

[ipn.ge]

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ცოლებს ქმრების მორჩილებისკენ მოუწოდებს. ცოლის მოვალეობასა და როლზე უწმინდესმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა.

"ახლა მიღებულია ასეთი ტერმინი, რომ ცოლი და ქმარი თანასწორუფლებიანია. საღმრთო წერილი ამბობს, რომ ოჯახში მთავარი არის ქმარი. ოჯახი ესაა ერთი სხეული და არ შეიძლება ერთ სხეულზე იყოს ორი თავი. ეს შეუძლებელია. ბედნიერია ის ოჯახი, სადაც დედა და ცოლი სწირავს თავს ოჯახს, ზრდის თავის შვილებს, ზრდის სარწმუნოებრივად", - აღნიშნა უწმინდესმა.

ილია მეორემ მრევლ ქალებს მოუწოდა, "დაფიქრდნენ თავიანთ მოვალეობაზე".

"ადამიანის ბედნიერება უპირველესად ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემაა. მაგალითად, როცა ქმარი მოდის სამსახურიდან, შენ უნდა შესთავაზო დასვენება, უნდა შესთავაზო ფეხების დაბანა, შესთავაზო საჭმელი, სითბო უნდა აჩვენო შენს ქმარს. მინდა კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ თქვენს მოვალეობაზე. დაფიქრდით თქვენს მოვალეობაზე", - განაცხადა პატრიარქმა.
------------------------------------------------------------------
და როცა ქალი ბრუნდება სამსახურიდან?

უნდა მიატოვოს თუ არა ამ, არცთუ იშვიათ შემთხვევაში/ოჰ, უკუღმართი ჟამი, დროება!/, ბედნიერი ოჯახის ბედნიერმა უფროსმა პირველმა ნახევარმა ეზოში დომინო, გნებავთ, კიდევ უკეთესი, მამა–პაპური ყანწი, ამაყად შეეგებოს მარჩენალ და მორჩილ მეორე ნახევარს, შესთავაზოს ფეხების დაბანა/ისიც შეგრჩეს, გუშინ რომ არ დამბანეო!/, საჭმელი სად არისო, მორიდებით დაუღრიალოს, დასვენებულზე, ის მოსთხოვოს, ჰო, სითბო...

„არის თუ არა ეს ბილეთი?!„/„ბურთი და მოედანი„/

ავტორი: ლევან საიდან გვწერთ: ტბილისი
29.04.2012 20:43
ავტორი: მოდერატორი
25.04.2012 16:58
ბოდიში, მაგრამ რუსულ ენაზე გამოგზავნილ კომენტარებს არ ვაქვეყნებთ.

* *
ბატონო ავტორო,

ავტორი: მოდერატორი
25.04.2012 16:58
ბოდიში, მაგრამ რუსულ ენაზე გამოგზავნილ კომენტარებს არ ვაქვეყნებთ.


თქქვენი ზემოთქმულ გადაწყვეტილების გამო საგანგებოდ გიგზავნით რადიო "თავისუფლების" რუსულ გადაცემაში ნახსენებ მოსაზრების ტექსტს (რუსულად, რათქმაუნდა).

Сергей Иванов: Я занимаюсь древней историей и никакого отношения к рассматриваемому периоду не имею. Тем не менее, я хотел бы несколько проблематизировать наше обсуждение, чтобы оно не шло в одни ворота. Именно как человек, занимающийся древностями, я знаю, какая неслыханно опасная вещь древняя история. Я прошу присутствующих вспомнить, что во главе Абхазии, Армении и Азербайджана люди, которые устраивали геноцид противоположной стороне, все были специалистами по древней истории. И Эльчибей, и Тер-Петросян, и Ардзинба.

მე ამჯერად არ შევაფასებ გამოთქმულ აზრს (ამას მკითხველი თვითონვე შეაფასებს). მხოლოდ მიმაჩნია, რომ კარგი იქნებოდა, თქვენი ამ ქმედების კომენტარისას მიგეწერათ იქვე, რომ ამას საკუთარი ნებით აკეთებთ და რომ ეს ქმედება არაა რადიო "თავისუფლების" პოლიტიკის ნაწილი ??

ან, იქნებ ვცდები ??

http://www.svobodanews.ru/content/transcript/24557575.html

ავტორი: ანონიმი 1 საიდან გვწერთ: თბილისი
29.04.2012 19:20
მაგარია გიგა .

აგერ nino სულ თრევა თრევით, ინტერესნად ჩასულა გიგას სტატიის ბოლომდე.

ისე გიგას თავი და ბოლო თუ გაუგო.

სტატიების წერის ინსპირაცია რომელი ბოლოდან მისდის?

თუ რწმენის ინსპირატორი nino შიში და სილაჩრეა, იგივე წარმატებით, ათეისტთა მამაცობა შიშის გადალახვის მცდელობაა.

დარვინის მეთაურობით მასეთი მამაცები ბევრი იცის კლიომ, სიკვდილის წინ რომ ჩ-----ათ.

ყველაზე მეტად ის მაოცებს, როგორ და როდის ჩამოყალიბდნენ ნაკითხი რეგვენები .

ნიჭიერების და ანალიზის უნარის ნაკლებობას მეხსიერებით რომ ინაზღაურებენ.

ციტირება, ციტირება და ფსევდოინტელექტუალური ანანიზმი.

ავტორი: caulfield საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან
29.04.2012 00:16
ბედნიერი კაცი ხარ ანონიმ , ვერ ხვდები, რომ საჭიროების გარეშეც ფეხსალაგში გვიწევს ცხოვრება.

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
28.04.2012 20:37
ავტორი: ანონიმი
27.04.2012 02:14

აააჰ! როგორ გათეთრდა ყორანი? ყოველგვარი ქვიშის და "ბრიოს" გარეშე?
ანუ, ნამდვილად ეგრე განაცხადა, ყველასთვის მშობლიურო ანონიმო?

ისე, განცხადების ის ბოლო ნაწილი რატომ მოჰკვეთეთ (ან - "დაუკოდეთ" :)), თავისი ძვირფასი ორგანოების დაკარგულ ტერიტორიებზე ბარტერულ გაცვლას რომ თავაზობდა ცინიკოს-ფარისეველი მიშა I თავ(?)დადებული :))? მიხვდით, ალბათ, (რუსთავი2-ის და პრეზიდენტის პრესს-სამსახურის მსგავსად), რომ ნამეტნავად "უშუალო" იყო ეგ ოპუსი, ხომ? რაკი მიხვდით, როგორც დიდი თამარა ჩერგოლეიშვილი ამბობს ხოლმე - Good for you!

ხოლო, რაც შეეხება მაგ და მასეთი განცხადებების ან გულწრფელობას, ან მაგით დიქტატორული გვირგვინის მომენტალურ აორთქლებას, რომ იცოდეთ, ტკბილო, რამდენი მსგავსი (თუმცა არა ეგეთი "უშუალო", როგორც ბოლო "მოკვეთილი" ნაწილი იყო) განცხადება გაუკეთებიათ ნერონს, ივან გროზნის, ჰიტლერს და სტალინს... მაგრამ ამით მათი დიქტატორული რაობა ვერ გაფერმკრთალებულა... მააშ!..

ავტორი: ანონიმი
28.04.2012 16:32
ჰა, ჰა, ჰააააა!....
"საპირფარეშო"-დან იმდენი "ჩარეცხილი" ამოათრიეს უკან, რომ ამ პროცესს ალბათ ( ალბათ კი არა, ნამდვილად ! )წინ უსწრებდა "საპირფარეშოების ძებნა "!
ასე რომ... ალავერდს "რუსულად მეოცნებე" ანონიმთან უნდა გადადიოდეთ, ძვირფასო ყანავ !)))

საზოგადოდ კი.... საპირფარეშოს ძებნა ნამდვილად არის ( იმ მოცემულ მომენტში !) ჭეშმარიტება და ნამდვილად არის სამართლიანობაც ( იმ მოცემულ მომენტში !).
და დიახაც... თუ სერიოზულად არ აღიქვავ, იმ მოცემულ მომენტს, სერიოზულად დაზარალდები... ამ მოცემულ მომენტში.

Sorry, ლამაზ სიტყვა "ალავერდობას "!))

ავტორი: caulfield საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან
28.04.2012 14:55
„შეუძლებელია, სერიოზულად აღიქვა სიტუაცია, როცა ადამიანი ისე ეძებს ჭეშმარიტებას, თითქოს საპირფარეშოს ეძებდეს და, პირიქით, სინამდვილეში მხოლოდ საპირფარეშოს ეძებს, მაგრამ ეჩვენება, რომ ეს არის ჭეშმარიტება და სამართლიანობაც კი ." მერაბ მამარდაშვილი.
ანონიმთან ვარ ალავერდს.

ავტორი: ანონიმი
28.04.2012 12:56
ცინიზმი ? - რა ყველაფერს უკუღმა იგებთ ?)))
ცინიზმი, თქვენი ( ალბათ !)საყვარელი მედვედევის სიტყვებშია !

ავტორი: ანონიმი
28.04.2012 11:43
ეკოლოგიური ქალაქი, დავით კარტოზიას პროექტი ლაზიკა, როგორ მოიპარეს და გადააგოიმეს, - ეს ცინიზმია?

ავტორი: GERMANE
27.04.2012 22:30
ცინიზმის ბატონობა

http://www.radiotavisupleba.ge/content/saakashvili_on_medvedevs_statement/24561527.html

ავტორი: ვუდი ალენი (მ-მამა) საიდან გვწერთ: annni hall
27.04.2012 15:15
ძველი ანეგდოტი
ორი მოხუცი ქალბატონი მთის კურორტზე. მათ შორის ერთი ამბობს: - ფუუ, საკვები აქ საზიზღრობაა. მეორე პასუხობს: - დიახ, ნამდვილად. გარდა ამისა, ასე ცოტაა! ზუსტად ასე ვფიქრობ, ცხოვრებაზე. მარტოობა, უბედურება, ტანჯვა, სიღარიბე და ყველა მთავრდება ძალიან სწრაფად.
(ვუდი ალენი)

ავტორი: უიშვილი საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
27.04.2012 15:06
აქ არის! აქ არის! და იცის, რომ მისგან ამ წინადადებას არ მიიღებენ-არც ეს წავა და სწორედ ეს უნდათ რუსებს-ტერიტორიაზე მცხოვრები თაობები შეეგუებიან ახალ რეალობებს-მსოფლიო თანამეგობრობას სულ ჰკიდია შენი ტერიტორიები-მაგათი ტრადიცია სტაბილურობაზე ზრუნვაა..ევროპამ სტაბილურობის მოტივით ჰიტლერი მიუშვა ნებაზე, პუტინს და რუსების ენერგო რესურსებში საქართველოს ნაირს 18-ს გაუცვლიან! ყველაზე უფრო კარგად ეს იცის მიშამ და მისმა გუნდმა....ამიტომაც წამოიწყეს ეს 7 აგვისტოს ავანტიურა- ვაკე საბურთალოს პრეზიდენტადაც (პრემიერად) რომ დარჩეს ხელს აძლევს....იქნება დეკლარაციები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების შესახებ-ფარატინა ქაღალდი...რომლისაც გოიმებს სჯერათ- ასევე გოიმებს სჯერათ ხელისუფლების უნაყოფო პატრიოტიზმისა....ბაქიბუქი და ზღაპრები....

ავტორი: ანონიმი
27.04.2012 02:14
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, თუ რუსეთის ხელისუფლება მზად არის, დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინოს საქართველოსთან სააკაშვილის გარდა, ნებისმიერი სხვა ლიდერის მმართველობის პირობებში, და საქართველოს დაუბრუნოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლი, თვით სააკაშვილი დღესვე გაემგზავრებოდა და ხელს მოაწერდა შესაბამის ხელშეკრულებას. „მზად ვარ, ხელი მოვაწერო ხელშეკრულებას, რომ ვცვლი ჩემი და ჩემი მთავრობის ხელისუფლებიდან წასვლას საქართველოს ტერიტორიების დაბრუნებაზე“
-------------------------
სად არის თქვენი დიქტატორი, სოლომონ და სოლომონისტებო?

სად არიიიის?

ავტორი: B.P.
26.04.2012 13:20
ბატონო გიგა, ბლეზ პასკალის ციტატა და მისი თქვენებური ინტერპრეტაცია ძალზე დეტერმინულია. ხომ ვერ მეტყოდით, მისი რომელი ნაშრომიდანაა ეს ციტატა? კონტექსტიდან ამოღებული ხომ არაა?
გმადლობთ წინასწარ.

ავტორი: გმადლობელი
26.04.2012 12:28
"და ის პატარა ღმერთი, რომელსაც საზოგადოებრივ ევოლუციას ეძახიან."
როგორც გიგი თევზაძესთან, ღმერთი ევოლუციაა. და ეს მიგვიყვანს "ნორმამდე". გზაში გავერკვიოთ რა ყოფილა: ცინიზმი, (ჯაბა) ფარისევლობა, (ედიკა) სიყვარული, (დაგრძელებული თუ გაგრძელებული სექსი) ირონია, ("რჩეულთა შორის ნარჩევთა" უნარი, ესენი ვინ არიან კარგად ვერ გავიგე ტექსტიდან), მზარეულის ოსტატობა, (ელემენტების "საიდუმლო შეზავების ხელოვნება").

კაროჩე რა!... ეგრევე "ნორმაში" მოვედი! მადლობა გიგი!

ავტორი: მიწიერი საიდან გვწერთ: მრწამსიდანო
26.04.2012 03:05
ჩვენ ჯერ კიდებ ბევრი დაგვრჩაო და და რატომ შენ შემოგევლე არა გჯერა შენი თავისო?ახლა ბევრს არ გავაგრძელებ და ზეზვა და მზიაო? მთელი ევროპა თეთრკანიანებად ვაქციეთ, როგორ დაგავიწყდაო და კაცი წესიერი და კეთილშობილიო და აზრიანიო,მაგალითის მიმცემიო შენი და ჩემი შვილებისთვისო, არ ვართ, არც მოგვდგავს უნიჭოობაო და ნუ გვლანძღავო... სახლში მოკითხეთო...
P.S. ბევრნიც ხომ ბუნებითაც არიანო, რომ თავიანთ უნიჭობას საკუთარ ერს სტენიანო...
პ.ს.ნუ შეგრცხვება დაწერეო...

ავტორი: ანონიმი
25.04.2012 23:19
იბჭეთ ახლა, რა არის ცინიზმი. ხომ აგიხსნათ გიგამ?
ამიტომ არაა საჭირო მსგავსი სტატიების დაწერა.

ავტორი: ანონიმი
25.04.2012 19:36
მახსოვს - 90-იანი წლების დასაწყისი უნდა ყოფილიყო- ჯაბა იოსელიანის სახელი ჯერ მხოლოდ გაგონილი გვქონდა. მხედრიონი უკვე არსებობდა. ბევრი გვესმოდა მისი და "ჯაბას ბიჭების" შესახებ - კარგიც, ცუდიც და ძალიან ცუდიც. გვაიტერესებდა მათი აზრი, ვინც ჯაბას პირადად იცნობდა. ასეთები მისი პიროვნებით მოხიბლუი იყვნენ. რეჟისორი გულსუნდა სიხარულიძე მას იცავდა, რომ იტყვინა, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე! თავს იკლავდა, ჯაბა ნამდვილი რაინდი არისო. მერე კი, თანდათობით მინელდა მისი ქება-დიდება. ალბათ უფრო მხედრიონმა გაუცრუა იმედები. ან - ორივემ ერთად.

ავტორი: GERMANE
25.04.2012 18:21
სოლომონ, კაცო,
ამზე:
ცინიზმი არც ისაა "ხათუნა კალმახელიძე და ვერა ქობალია საუკეთესო მინისტრები არიან, არც ისა, რომ ვეტერანების სასტიკად დამრბევი ხელისუფლება ვითომ დაღუპული გმირების ხსოვნის თავყვანისმცემელია, არც ის, რომ კახა თარგამაძისთვის მადლობის გადამხდელი სხვებს წარსულის გადმონაშთებს უძახის, არც ის, რომ დემოკრატიის დროშა უკავია ხალხის მრავალჯერ დამრბევს, რომელმაც გარყვნა სასამართლო, დაიმონა პარლამენტი, ფეხქვეშ გაიგო ბიზნესი და პარტიულ მეძავებად აქცია მედია- საშუალებები..."

არა სოლომონ, ეს არაა ცინიზმი.
ცინიზმი იქნებოდა, ჯაბა იოსელიანივით მედიაზე საერთოდ რომ დაედო და კიტრ-ჩირად არ უღირდეს, რომ გაზეთის ან ტელევიზიის რედაქტორად ის არ ყოფილიყო, ვინც ხუთჯერ მაინც არ ყავდეს ნაცემი, მინისტრები საერთოდ რომ არ ჭირდებოდეს - ესაა ცინიზმი.
შენ რასაც ამბობ - ეს წმინდა ფარისევლობაა.
სააკაშვილს სწამს, რომ ის ხალხი, მას რომ ადიდებს, მართლა გულით ადიდებს და ამიტომ არაა ცინიკოსი (ამ შემთხვევებში).
ჯაბა იოსელიანმა 100%-ით იცოდა, რომ ყველა მისი ვითომ-მომხრე ბიზნესმენი თუ სახელმწიფო მოღვაწე მხოლოდ მის (ჯაბას) სიკვდილზე ოცნებობდა. და იმ ხალხმაც იცოდა, რომ ეს ჯაბამ იცოდა და ჯაბამაც იცოდა, რომ .. და ა.შ. ამიტომაცაა ჯაბა ცინიკოსი.

იმაში გეთანხმები - გირგვლიანის საქმე სუფთა ცინიზმია: ყველამ იცის ვინაა ჩამდენი (პრიკაზის გამცემი), სააკაშვილმაც იცის ვინაა ის კაცი, ვინც პრიკაზი გასცა, და რომ ეს ხალხმა იცის და მაინც ვითომდა ფარისევლობს - ამიტომაც ეს არის ტიპიური ცინიზმი და არა ფარისევლობა.
ზუსტად ასევე ტიპიური ცინიზმია სააკაშვილის მხრიდან ურთიერთობა "მაესტროსთან" და ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხთან.
ყველამ იცის, რომ ამ საქმეების უკან სააკაშვილი დგას და ეს სააკაშვილმაც იცის, რომ ყველამ იცის და თავი ისე უჭირავს, აშკარად გაგრძნობინებს, რომ ამ საქმეში თავდაა გარეული - ესაა ტიპიური ცინიზმი.
მართლა ცრემლი რომ დაღვაროს (გინდაც სპეც-წვეთებით გამოწვეული) და ხალხს უთხრას - კი არ მინდა მივცე ივანიშვილს მოქალაქეობა, მაგრამ, კანონით რომ ეკუთვნოდეს არ დავუკავებდიო - მაშინ იქნებოდა სუფთა ფარისევლობა-სარკაზმი. ახლა ცინიზმია, რადგან აშკარად გვაგრძნობინებს - ეს მე ასე მინდაო და თუ მომინდება, რასაც მინდა ვიზამო - აი ესაა ცინიზმი და ამის გასხეულების მაგალითი ჯაბა იოსელიანი იყო.

სხვათაშორის, იმ "მაიას" აქ რომ წერდა -
ჯაბა იოსელიანი არასოდეს მჯდარა ბრძოლის წინა ხაზზე აკოფში - ან მტრის ზურგში იყო ან კიდევ მოყვარის - მაგალითად ქართველი ჯარისკაცების ( მეათე ბრიგადის) ზურგში იჯდა აკოფში. ჯაბა იოსელიანზე მხდალი ადამიანი იშვიათად მინახავს - მაგარი ზახოდის გარეშე საკუთარი აჩრდილისაც ეშინოდა უკუსვლითაც ასწრებდა, როცა საჭირო იყო - ყლაპავდა პილულჩიკებს და იყო "ბედნიერი ერის შვილი".

ავტორი: ფილასოფოსი დემოკრატე
25.04.2012 15:31
საქართველოში თუ არ იციან რა არის ცინიზმი შეიძლება კარგიც იყოს. ის კარგად იცოდნენ ათენის მოქალაქეებმა რომლებიც ხედავდნენ აგორაზე საჯაროდ ონანიზმით გართულ თუ ნაშასთან გაკოტრიალებულ ან ძვლის გულისთვის ძაღლებთან მაჩხუბარ დემოკრიტეს,ფილოსოფიურად წოდებული ცინიზმის ერთ-ერთ მამილოს. საბჭოთა ზარბაზნით დანგრეულ თბილისშიც კი,იქაც სადაც კოტრიალობენ შევარდნაძის წინაშე, მასეთ რამეებს თუ ვერ ხედავენ (რაშიც ზოგჯერ ეჭვი შეეპარება კაცს) ძალიან კარგია და თქვენი ჭირიმე უფრო გასაგებად გამოთქვით თქვენი აზრი.

ავტორი: რეზო
25.04.2012 12:13
ეს ბლოგი საარჩევნო მოწოდებას გავს:

ნაცმოძრაობა! და ეს არ არის ცუდი

ავტორი: caulfield საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან
25.04.2012 12:13
ჩემი კომენტარი?
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
25.04.2012 16:58
ბოდიში, მაგრამ რუსულ ენაზე გამოგზავნილ კომენტარებს არ ვაქვეყნებთ.
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2

ყველაზე პოპულარული