პარასკევი, 19 დეკემბერი, 2014 თბილისის დრო 00:12

პოლიტიკა / საქართველო

რუსეთ-საქართველოს პირდაპირი დიალოგი იწყება

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე

მულტიმედია

აუდიო
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პირველად, რუსეთი და საქართველო პირდაპირი დიალოგის გასამართად ემზადებიან. უახლოეს მომავალში დაგეგმილ შეხვედრას, სავარაუდოდ, შვეიცარია უმასპინძლებს და, წინასწარი ინფორმაციით, რუსეთის სახელით მასში მონაწილეობას მიიღებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე იმედოვნებს, რომ რუსეთი საქართველოსთან დიალოგს წინაპირობების გარეშე დაიწყებს. რამდენად შესაძლებელია უპირობო და უანგარო დიალოგი ოკუპაციის პრობლემისა და კრემლის მიერ აღიარებული ”ახალი რეალობის ” გათვალისწინებით?

”მზად ვართ, რომ რუსეთის ფედერაციასთან ვაწარმოოთ სოლიდური და კონსტრუქციული დიალოგი”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა 10 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე და იქვე განმარტა, რომ პოლიტიკური დიალოგის ახალი ფორმატი არავითარ შემთხვევაში არ ჩაანაცვლებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატს, სადაც საქართველო და რუსეთი ერთმანეთს საერთაშორისო თანამეგობრობის შუამავლობით ელაპარაკებიან:

”ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ჟენევის ფორმატს არ ვეხებით ამ შემთხვევაში. ჟენევის ფორმატმა უნდა გააგრძელოს მუშაობა. ჩვენ თავიდანვე გვქონდა ხედვა, რომ საუბარი უნდა იყოს კომუნიკაციის ახალ ფორმაზე, პოლიტიკური დიალოგის სრულიად ახალ, დამოუკიდებელ არხზე”.
საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის ერთადერთ ფასს, რომელიც საქართველომ უნდა გადაიხადოს, აქვს მარტივი სახელი და მას ეწოდება საქართველოს სუვერენიტეტი ...

ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ რუსეთთან დიალოგს ქართული მხარე ყოველგვარი წინაპირობის გარეშე თანხმდება და რუსეთისგანაც იმასვე მოელის. იმის იმედს, რომ საუბარს თავიდანვე წითელ ხაზებსა და წინაპირობებზე არც მოსკოვი დაიწყებს, აბაშიძეს, როგორც თავად ამბობს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის 9 დეკემბრის კომენტარი აძლევს, სადაც ის შესაძლო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ლაპარაკობს. მაგრამ სერგეი ლავროვი იქვე არაერთხელ აღნიშნავს, რომ მოსკოვს აინტერესებს ქართული მხარის ”კონტექსტი”, ანუ რას გულისხმობს საქართველოს ახალი ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილში იმ ფონზე, როცა პარალელურად შენარჩუნებულია ”მკაცრი კურსი” იმისა, რომ არ იყოს დანახული ახალი რეალობა. აქვე ვთქვათ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილი ”ახალი რეალობის” აღიარების აუცილებლობა რუსეთის ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა ბოლოდროინდელ განცხადებებშიც არის ნახსენები, საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობების ჭრილში. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ რუსეთი სწორედ ამ რეალობის დაკანონებით არის დაინტერესებული და რომ ის არასოდეს შეეგუება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის იდეას. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, დეპუტატი გიორგი კანდელაკი აღნიშნავს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, პროგრესი მხოლოდ საქართველოს კომპრომისის ფასად იქნება შესაძლებელი:   

”საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის ერთადერთ ფასს, რომელიც საქართველომ უნდა გადაიხადოს, აქვს მარტივი სახელი და მას ეწოდება საქართველოს სუვერენიტეტი. თუ საქართველოს მთავრობა მზად არის ამ ფასის გადასახდელად, სხვა საქმეა. ვფიქრობ, ასეთნაირი ფასის გადასახდელად საქართველოს მოქალაქეები მზად არ არიან”.

თავისთავად დიალოგის დაწყებას მიესალმება ”საქართველოს რეფორმების ასოციაციის” თანადამფუძნებელი ელენე ხოშტარია. ანალიტიკოსი შესაძლებლად მიიჩნევს ეკონომიკური ხასიათის გარკვეულ წინსვლას რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებების შედეგად, მაგრამ მისთვის გაუგებარია მოტივაცია, თუ რამ უნდა განაწყოს მოსკოვი ფუნდამენტური ცვლილებებისთვის:
გასაგებია, თუ რატომ გაწყდა ურთიერთობები და გასაგებია, თუ რატომ არ შეგვიძლია ჩვენ ახლა ყველაფერი, ასე ვთქვათ, დავივიწყოთ, შევეგუოთ ახალ რეალობას ...

”ფუნდამენტურად რუსეთის პოზიციების ცვლილების საფუძველს ვერ ვხედავ, თუ ჩვენ არ დავთმეთ მათთვის ყველაზე მთავარი საკითხები - ტერიტორიული მთლიანობა და ნატო. მათ ბოლოდროინდელ განცხადებებში ჩანდა, რომ  ოკუპაციის საკითხი არ განიხილება და ეს ტერიტორიები არიან თავისუფალი, რომ ნატოში ჩვენი შესვლა მიუღებელია და გაიჟღერა ასევე ცინიკურმა განცხადებამ,  აი, დსთ-ში შესვლას თუ გადაწყვეტთ, თქვენთვის გამარტივებულად იქნებაო. ანუ მათ თავიანთი მთავარი ინტერესები დააფიქსირეს”. 

მთავარი ინტერესების დათმობას არც საქართველო აპირებს და ამის შესახებ 10 დეკემბერს რადიო თავისუფლებასთან ზურაბ აბაშიძემ ილაპარა. მისი განცხადებით, მოლაპარაკებები არავითარ შემთხვევაში არ წარიმართება საქართველოს ინტერესების საზიანოდ და თბილისი არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ დამკვიდრებულ ”ახალ რეალობას” ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. იგივე ითქმის ალიანსების შერჩევის თავისუფლებაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, რასაც ქართული მხარე ასევე ხელუხლებელ ”წითელ ხაზად” მიიჩნევს. როგორც ზურაბ აბაშიძე აღნიშნავს, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე არ იქნება საუბარი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე რუსეთთან:

”გასაგებია, თუ რატომ გაწყდა ურთიერთობები და გასაგებია, თუ რატომ არ შეგვიძლია ჩვენ ახლა ყველაფერი, ასე ვთქვათ, დავივიწყოთ, შევეგუოთ ახალ რეალობას (როცა რუსეთის მხარე თვლის ჩვენი ტერიტორიების ნაწილს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად) - ამაზე ჩვენ ვერ წავალთ. მაგრამ თუ ურთიერთობათა გაუმჯობესების პროცესი რაღაც რეალურ შედეგებს მოგვცემს, რაღაც ეტაპზე მოხდება რაღაც სერიოზული გარღვევები, რაღაც სერიოზული შედეგები, შეიძლება დადგეს საკითხი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ”.

ზურაბ აბაშიძე აცნობიერებს, რომ კონკრეტული შედეგების მისაღწევად გასავლელი გზა მეტად რთული და გრძელი იქნება, მაგრამ როცა უახლოესი 1-2 თვის ამოცანებზე ლაპარაკობს, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, უპირველეს ყოვლისა, პირდაპირი რეგულარული დიალოგის ფორმატის ჩამოყალიბებას გულისხმობს. მისი აზრით, შესაძლებელია ასევე დაიწყოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა და წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, თუკი რუსეთის მხრიდანაც მოხდება სავიზო რეჟიმის გადახედვა. ”ამ საკითხების გადაწყვეტა კარგი მინიშნება იქნებოდა, რომ მხარეები პოზიტიურ გზას დაადგნენ”, - ამბობს ზურაბ აბაშიძე და იქვე დასძენს, რომ ურთიერთობების დარეგულირების პროცესს რუსეთსა და საქართველოს შორის საერთაშორისო თანამეგობრობა გულშემატკივრობს.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: tutuci
12.12.2012 23:23
ელიზაბეტა - ტაოც და მისნაირებიც თურქებს ქართველი ხელით ესახსოვრათ

სამაჩაბლო და ქართლიც გურჯის მარჯვენამ გააპო და ქართველის ხელით ხდებოდა 80-90იანებში ყველა უბედურება რაც დაგვატყდა თავს

თუ ამერიკა დინების წინააღმდეგ ცურვას გვიწუნებდა, თბილისში კიტოვანი და იოსელიანი ისროდნენ და არა რეიგან-ბუში

ხოდა ნუ მივცემთ ამ ახლებს საშუალებას ისევ გააგრძელონ ვახტანგ მე-6-დან მოყოლებული შეცდომების სერია

აგერ უკვე რამდენი საუკუნეა გვატყუებს რუსი

ხოდა თუ ამათ ეგ არ ესმით გავაგებინოთ

თუმცა იმდენს თუ მიაღწევენ რომ ყოველი 5 - 8 წლის პერიოდულობით ომი არ გვქონდეს რუსებთან, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ

რუსთან მოულაპარაკებლობის და "ბლატაობის" გამო აგერ უკვე ბოლო 20 წელია ლულა არ გაგრილებულა ქვეყანაში

ანდა რას გვაძლევს ეს ომები თუ ამიხსნით ვინმე ძლიერ გამახარებთ. გვინდა ჩეჩნებივით ცხოვრება? მაშინ თქვით ბატონო, გადაიცვით სამხედრო ფორმა და იბრძოლეთ რამდენიც გინდათ

მგონი არ იქნება ცუდი ქვეყნისათვის უფრო მეტი უსაფრთხოების მოპოვება, თუ სიმშვიდის ფასის შესაგნებლად მაინც და მაინც საკუთარი სისხლის და ხორცის დაკარგვაა საჭირო რუსეთთან ომში

ავტორი: mamuka საიდან გვწერთ: tbilisi
12.12.2012 20:40
აი თქვენი დოყლაპიობისა და სააკაშვილისთვის მხარდაჭერის შედეგი ჩემო ძვირფასო ამერიკელებო და ევროპელებო,მიდით მიდით გააგრძელეთ კიდევ სააკაშვილისა და მისი ბანდის მხარდაჭერა... მალე უარეს მოსავალს მიიღებთ.

ავტორი: ხუთკუნჭულა
11.12.2012 19:48
„ბრძენი“ ბიძინას გეგმები ასეთია: ჩვენ უბრალოდ ვიმეგობრებთ, დავსახლდებით სოხუმისა და ცხინვალის ოკრუგებში და ეს არაა ის, რასაც ასე შევნატრით?
ვაი თქვენს პატრონს უბედურს, ქართველ გლეხს მიაწერეთ ახლა რუსული ბაზრის აუცილებლობა და რუსეთთან ჩახუტების სურვილი

ავტორი: ანონიმი
11.12.2012 19:32
საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე სამოქმედო,"ძლიერი ნაღმია","მე ვარ ქართველის" რთულად წასაკითხი მესიჯი. ნათქვამია,დროის, შორი გადმოსახედიდან,ჭეშმარიტების სრული სურათის დანახვის, ალბათობის ზრდისა.საქართველოს,სტრატეგიული მოკავშირეების არჩევისას არაერთხელ მიუღია,მცდარი გადაწყვეტილებები,ზოგჯერ ტერიორიული მთლიანობის დაკარგვის და ზოგჯერ სახელმწიფოებრიობის დაკარგვითაც კი.უალტერნატივოდ მიღებული მცდარი გადაწყვეტილებების განხორციელებისას.დაბალი დონის აზროვნების მაგალითები საკმაოდაა.მოკავშირე ბიზანტიის დაცემამ,დიდი ზიანი მიაყენა საქართველოს.იმდროინდელმა ქართულმა ელიტამ.აშკარად მოსახდენი, ვერ გათვალა.მოკავშირის ძებნისას,მეთევსმეტე საუკუნიდან დაწყებული, მეოცე საუკუნის ჩათვლით,რამოდენიმეჯერ,ვაის გავეცალეთ და უის შევეყარეთ,დიდი ტერტორიული დანაკარგებით, და სულაც, დამოუკიდებელი სტატუსის დაკარგვით ასწლობით.არ ვსწავლობთ შეცდომებზე .ყოველმხრივ,ახლო მომავალში უძლევი აშშ ნატოითურთ დასაკარგი სტრატეგიული მოკავშირეე არაა.და ტერტორიულადაც არ გვმეზობლობს,რუსეთი კი გვმტრობს,გვართმევს."ახალ რეალობებს" გვთავაზობს,შევეგუოთ.არავითარი კავშირები,ჯარების გაყვანამდე,მოკავშირეებთან შეთანხმებული ზეწოლით,აგრესორზე.სწრაფი გაწევრიანები მცდელობით

ავტორი: ანონიმი
11.12.2012 17:31
კარგია ლავროვებში ქეიფი საბჭოთა არტილერისტების ძმური დახმარებით და მამა ბუშის კვერის დაკვრით თბილისის და დანარჩენი საქართველოს დანგრევის შემდეგ!!!!

ავტორი: Elizabeth საიდან გვწერთ: GB
11.12.2012 16:44
კატეგორიული მოთხოვნები მიწების დაბრუნებისა არავითარი კონტაქტები ღვინო-მანდარინების ნობათებით, მხოლოდ და მხოლოლოდ "ოქროს ხარის" წარმომადგენლების გულების გასახარად ორივე მხრიდან "ბუმბერაზ საბჭოთა მგოსანი" მუხლდაჩოქილი ,იკვებებოდა რუსული ხელიდან, დადგა შვილის მიერ, მოფერების, კარასინებთან გულთბილად შეხვედრების დროც გავა სამი ოთხი თაობა ქართველთა და დაგვავიწყდება სამაჩაბლოც და სამურზაყანოც, როგორც ტაო, ჰერეთი, ტრაბზონი, კლარჯეთი, და ვიძმაკაცებთ ეკონომიურად, ჰუმანიტარულად, ყველანაირად მოსკოველ "სტრელეცების" ჯიშ-ჯილაგთან, როგორც ეხლა უვიზო მიმოსვლა-ვვაჭრუკანობთ ისფაჰანის "ყიზილბაშების" და ისტამბულის "იანიჩარების" შთამომავლებთან, დასაბრუნებელი, ქართული სისხლით ნაჟღენთი ვისღა ახსოვს. გადავშენდით? გაგიხმათ თავები, მიწამისაყრელო, მთავრობაში თავამოყოფილო ქართველებო?

ავტორი: I Am Georgian საიდან გვწერთ: UK
11.12.2012 15:32
გავამათემატიკუროდ, რომელი?ორი ქართული, ხალხის მიერ ,დროით გაქვითტკირებულ-მიღებული, ბრძნული გამონათქვამიდან-რაც მტრობას დაუნგრევია,სიყვარულს უშენებია! და -ძალა აღმართს ჰხნავს!ჭრის საქართველო-რუსეთის,როგორც სახელმწიფოების, და არა ჩვენი ინიციატივით,საუკუნეების განმავლობაში,რატომღაც კატა -თაგვობანას მსგავსად, ურთიერთობათა შემთხვევაში.ყველა დროის,ქართველი მეფეები დარბაზითურთ,მეტ ნაკლებად,მეცხრამეტე სუკუნის რიჟრაჟზე ,"ს კუტაის", საოკუფაციო "გარნიზონის",იმდროინდელი რუსული გუბერნიის,დამახინჯებული ქართული დასახელებით, ქალაქიდან,"ატსტავკაში"ჩამოწერილ და შემდგომ სოფელ ჭორვილში დასახლებულს საცხოვრებლად, დაოჯახებით, რუსი ჯარისკაცის გაქართველებულ- ურია შთამომავალზე, და მეთვრამეტე საუკუნეში,აჭარაში მცხოვრებ თურქების მიერ გათავადებულ,რწმენის იძულებითი-ნებაყოფლობითი შეცვლით,მათ მსახურობაში მყოფ , ქართველ აზნაურთა შტოს სავარაუდო შთამომავალზე, მისი გვარის გათვალისწინებით,ნაკლებად ჭკვიანები,რომ არ იყვნენ თავისი დროისათვის განსწავლულებით,მტკიცება არ ესაჭიროება.მაგრამ, ქართველ მეფეთა მოლაფარაკებითმა,ეშმაკობითმა,დათმობითმა და რაც დაუბრუნებლად სავალალო იყო და არის ჩვენათვის,ქართველების მიერ რუსებისადმი , უაღრესად ერთგულად ფეთქვა- თანადგომითმა,საკუთარი სიცოცხლეების ფასად,<ქართული მებრძოლი სულის,ყველა დროის,ავანგარდი გენოფონდის კარგვით,შეუქცევადად, ჩახოცვით,არასაქსართველოსათვის ბრძოლებში, ნებაყოფლობით-იძულეით,სხვისი იმფერიის მსახურებაში ,სხვის საკეთილდღეოდ,სხვისგან,ნარჩენების გადმოგდების მომლოდინში.,უფრო ღრმად და ღრმად ჩაგვფლო რუსული იმფერიის ჭაობში.არავითარი უშუალო კონტაქტები,წამრთმევთან,მხოლოდ შუამავლობით,"მშვიდობიანი მიწოლით" ბრძოლით.ძალით წართმეული,მხოლოდ ძალით ბრუნდება.ყოველდღიური "განგაშის ზარების" რეკვით,ოკუფაციის გამო,დემოკრატიული სამყაროს შეწუხებით,ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების,ვინც არიან<დღევანდლამდე მაინც> გასაგონად,ორმხრივ ონლაინ ინფორმაციის მიწოდებით,ამომწურავად,დაუშვებელად დამანგრეველია ჩვენთვის, რუსეთთან ცალკე და დაცვით ალიანსის ცალკეულ ქვეყნებთან,კულუარული, ორმხრივი ჩქმალვითი კავშირები,ეს გუშინდელი უნაყოფო,გლობალურ ომამდე მიმყვანი დასავიწყებელი წარსულია,ქვეყანათა საგარეო ურთიერთობებში.ყოფნა არ ყოფნის ფასი აქვს საქართველოსათვის,ოტანში გაწევრიანებას,უნდა შევძლოდ,3-4 წელიწადში,<რუსეთის მხრიდან საწინააღმდეგო კატეგორიული სიტყვიერი ისტერკების მიუხედავად.სხვა,ჩვენი დაცვით ალიანსში შესვლის დამაბრკოლებელი ქმედებები,დროის ხუთწლიან მონაკვეთში მათი მთლიანომის საფასური იქნება.ჩვენ კი ვერა გვავნებენ.მათემატიკურად გათვლილია<სხვათა შორის,მუსხელიშვილის ხაზოვანი ალგებრის,ელემენტების გამოყენებითაც>,უკიდურესი წინააღმდეგობრივი არგუმენტი-ომი უკვეე გამოიყენეს 8.8.8-ში,დროებით,მიწების წართმევით,შეგვაჩერეს,მაგრამ,"ორი კურდღლის მადევრობა" დაემართად. ჩვენ უნდა ფინელებივით - 194оწლის- ტალვისოტას შემდგომ-მოვიქცეთ,ერთი მათი შეცდომითი ქმედების გამონაკლისით.კარელიის ზოლის და რუსების მიერ დარქმეული ,ეგრეთწოდებული ვიბორგის <იმდროინდელი ფინეთის სიდიდით,მერე ქალაქის>დაკარგვი შემდგომ,სუომიმ შეწყვიტა ბრძოლა დაკარგულის დასა ბრუნებლად მოკლე დროის მონაკვეთში და ნეიტრალიტეტი აირჩია,საგარეო ურთიერთობებში,მაგრამ მაშინ,ჩვენი სიტუაცია არ იყო,ფინეთის სტრატეგიული მოკავშირეები დამარცხდენ,განადგურდენ,მხარდამჭერი გამოეცალათ,დარჩენილი ქვეყნის მთლიანობა შეინარჩუნეს.ეხლა ფინეთი აყვავებულია,წამრთმევი კი კორუფციაში და მოსახლეობის უმრავლეცობა სიდუღჭირის უსამართლობის ტოტალიტალურ-ნაცისტურ ნაგავშია ჩაფლული.თუ ფინეთი კვლავ განაახლებს ბრძოლას,თავისა დაიბრუნებს.ჩვენ ჯოკერულ მდგომარეობაში ვართ.ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებს,დროის დღვანდელ, ისტორიულ მონაკვეთში,ფიზიკურად მომრევი, არ ჰყავს,უახლოეს ოც,ოცდახუთ წელიწადში<ეგრეთწოდებული უმაღლესი მათემატიკის გამორიცხვითი,მატრიცული და ალბათობითი შემადგენელი ნაწილების ერთიანობაშია გათვლილი>,.თუ კი ჩვენივე ქმედებებით,გეზს არ შევცვლით,რუსულ "ფარვატერში" გადსვლით.ბევრი,რუსულად გათვლილი, თუ საქართველოსათვის უნიჭოდ-მავნე? ახალი მთავრობის მიერ გადაგმული ნაბიჯი,ამგვარი გეზისკენაა მიმართული.Р.S.გთოვთ აზრი არ დამიკარგოთ,წაკითხვისას,იკითხეთ სასვენი ნიშნებით

ავტორი: ანონიმი
11.12.2012 13:42
ჩვენს ცნობილ მწერალ-პოეტებს არ გაუმართლათ შვილებმა:))

ავტორი: "Gamzarebuli Puzinisti" საიდან გვწერთ: Puzinis tavidan
11.12.2012 04:29
ისე არაა ჩემი მტერი "პუწკამ" "კარაქიანი პური" გამოგიგზავნოს თუ "თაფლი"(აფხაზეთ-სამაჩაბლო) არ მიეცი.
ჯერ თავიდან კონსტიტუციაში ჩაწერას ან მაგგვარს მოგთხოვს და მერე მიდი და მიდი "უვაზელინოდ".....XXX....
ხოდა "ბიდზომ" თუ ვერ გაიტანა თავისი ისევ არჩევნებით იყიდის ხმებს, პირველად ხდება თუ რა, მაგ და "პუწკა" ერთ "გასაყიდ ნავთის მილზე" ზიან, ბოლო არჩევნები კი "რუსეთის """ლომს"""" $ 1.5 მილიარდი დაუჯდა და ჩვენ ქართველები ყველაზე დიდი ქრთამის მოყვარულები ვართ, არ დაგავიწყდეთ 56-60 %-ს მიაღწია "ბიდზინისტების" ხმებმა....

ავტორი: ანონიმი
11.12.2012 01:53
საბჭოთა არტილერისტების ძმური დახმარებით საქართველოს დირეხტურად დზნიშნულმა ამბროსიევიჩმა ამხანაგ ბალტინის ოჯახს მიუსამძიმრა მისი უდროოდ დაღუპვა და ეხლა იწყება რუსეთ საქართველოს გულთბილი უცხვირპირობო დიალოგი. მაესტრო შუქი! ლავროვი მოისვრის ბუშის ფეფუნებს და დაიწყებს ქართული კვახის ჭამას!

სხვა მასალები

პუტინი აკრიტიკებს დასავლეთს, უკრაინის კონფლიქტში ადანაშაულებს კიევს

კრემლში, ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე, რუსეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ რუსეთის ეკონომიკა აუცილებლად გაჯანსაღდება.
გაგრძელება

ევროპარლამენტმა დაამტკიცა ასოცირების შეთანხმების სარატიფიკაციო დოკუმენტი

შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა 490-მა პარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო 76, თავი შეიკავა 57-მა. სულ ხმის მიცემაში 623 ევროპარლამენტარი მონაწილეობდა.
გაგრძელება

ქალები სოფლად და მათი ეკონომიკური შესაძლებლობები

18 დეკემბერს საქართველოში ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობებისა და სოფლად მცხოვრებ ქალთა საჭიროებების შესახებ ორი გამოკვლევის პრეზენტაცია გაიმართა.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული