ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013 თბილისის დრო 00:41

რუბრიკები / ჯარისკაცი და სახელმწიფო

სახიფათო რეისი, რომელსაც სააკაშვილი ოთხი წელი მალავდა

x

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მეოთხე წლისთავზე, როგორც წინა წლებში, ამჯერადაც საინფორმაციო საშუალებების ყურადღების ცენტრში იყო საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. თუმცა საქართველოს ლიდერის ძირითად მესიჯებში ორიგინალური და ახალი არაფერი ყოფილა, თუ არ ჩავთვლით სააკაშვილის მონათხრობ ერთ უცნაურ ამბავს, რომლის შესახებაც ამ ხნის განმავლობაში ფართო საზოგადოებისათვის არაფერი იყო ცნობილი.


თავზეხელაღებული ჩაფრენა ოკუპირებულ ფოთში

საქართველოს პრეზიდენტი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კინაღამ რუსეთის საოკუპაციო ჯარების ტყვეობაში აღმოჩენილა. ასეთი სენსაციური განცხადება სააკაშვილმა ხუთშაბათს, 9 აგვისტოს, ახალციხეში მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა და ასე გაიხსენა ოთხი წლის წინანდელი, უახლესი საქართველოს ისტორიისათვის დღემდე უცნობი ამბავი:

რუსეთის ჯარის ნაწილები ფოთის მახლობლადრუსეთის ჯარის ნაწილები ფოთის მახლობლად
x
რუსეთის ჯარის ნაწილები ფოთის მახლობლად
რუსეთის ჯარის ნაწილები ფოთის მახლობლად
„კარგად მახსოვს, რომ გარშემო რუსეთის საოკუპაციო ჯარი იდგა, ყველგან გარშემო, მაგრამ აუცილებელი იყო ფოთში ჩაფრენა, რათა გაგვემხნევებინა, რადგან ეს მოხდა მას შემდეგ, რაც იქ ხალხი დაიღუპა. და მახსოვს, ავფრინდით, მივფრინავდით ძალიან ღრუბლებში დამალულები, რადგან ყოველი მხრიდან რუსული თვითმფრინავები დაფრინავდნენ და ცა იყო გადაკეტილი. და ესე ღრუბელ-ღრუბელ, მალვით ჩავფრინდით, როგორც იქნა, ფოთში. ხმელეთით გადაადგილება იყო შეუძლებელი, ტრასა ჰქონდათ დაკეტილი.“

რუსეთის არმიის მიერ საქართველოს სახმელეთო და საჰაერო კომუნიკაციების უპირობო კონტროლის პირობებში, საქართველოს პრეზიდენტის მიერ უჩუმრად ჩაფრენა ფოთში დაუჯერებლად ჟღერს, თუმცა არანაკლებ სენსაციურია ის, რაც მიხეილ სააკაშვილს ფოთში ჩასვლის შემდეგ გადახდენია:

„ჩავფრინდი და დავიწყე გამოსვლა პირდაპირ ეთერში და რუსებმა რომ დამინახეს პირდაპირ ეთერში, მოახტნენ რამდენიმე ათეულ „ბეტეერს“ და რომ წამოვიდნენ, ბუნებრივია, ჩემს დასაჭერად და ამ დროს გადაუდგა მათ ფოთის შესასვლელთან ადგილობრივი პოლიციის რაზმი, მსუბუქად შეიარაღებული, - ნაღმტყორცნები ჰქონდათ, - და უთხრეს, რომ  ჩვენ მაინც გავისვრით, არ გაგატარებთ. და რუსებს თან ახლდა ერთი ქართველი, ჩვეულებრივად ქართულ ენაზე მოლაპარაკე სუბიექტი... - სხვათა შორის, მაშინ რამდენიმე ასეული ქართველი იყო მათ შეიარაღებულ ძალებში. - და ამ ქართველმა უთხრა ჩვენს პოლიციელებს, ნუ გეშინიათ, ჩვენ ფოთში შევალთ, ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ ერთი ადამიანი. არავის არაფერს არ დავუშავებთ.“

უცნობი პოლიციელების გმირობა

მიხეილ სააკაშვილის მონათხრობს ახალციხის მოსახლეობა 9 აგვისტოს ძალიან დაძაბული უსმენდა. 4 წლის წინანდელი უცნობი ისტორიული ფაქტის გახსენებისას ღელავდა საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც ნაღმსატყორცნი მსუბუქ შეიარაღებად ჩათვალა და, რაც მთავარია, დაავიწყდა ეხსენებინა იმ ქართველი პოლიციელების გვარები, რომლებიც არ შეუშინდნენ „ათობით ბეტეერზე“ ამხედრებულ ოკუპანტ ჯარისკაცებს და 4 წლის წინ პრეზიდენტი სააკაშვილი რუსი სამხედროების ტყვეობას გადაარჩინეს.

„და ამ პოლიციელმა უპასუხა, ამ შემთხვევაში ის ერთი ადამიანი არის საქართველო. და მე ნამდვილად არასოდეს არ გავკადნიერდები ისე, რომ ჩემი მოკრძალებული პიროვნების იდენტიფიკაცია გავაკეთო და გავაიგივო საქართველოსთან მთლიანობაში. მაგრამ საუბარი იყო ეროვნულ სიმბოლოებზე; საუბარი იყო იმაზე, რომ მათთვის საქართველოს მთავრობის ფიზიკური განადგურება იყო ტოლფასი საქართველოს დამონების და ფეხქვეშ გათელვის.  და ახლაც რჩება ამის სიმბოლოდ. ახლაც იმიტომ არიან ასე კონცენტრირებული იმაზე, რომ ისინი ვერ ჩათვლიან თავს გამარჯვებულად, სანამ საქართველოს იგივე მთავრობა ჰყავს,“- განაცხადა გასულ კვირაში, 9 აგვისტოს, მიხეილ სააკაშვილმა.

ცხადია, ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია იმ პოლიციელების ვინაობა, რომლებმაც პრეზიდენტი დატყვევებას გადაარჩინეს; გაგვეგო, არიან თუ არა ისინი დაჯილდოებული სამხედრო ჯილდოებით ასეთი თავდადებული ქმედების გამო. მაგრამ ვერც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და ვერც ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის პრესცენტრის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა ამის შესახებ ვერაფერი გვითხრა:

„არ ვიცი, ვერ გეტყვი ვერაფერს.“

ერთადერთი ხელჩასაჭიდი ფაქტი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ საიტზე შემონახული, 2008 წლის 29 აგვისტოთი დათარიღებული ცნობაა, რომელიც დეტალურად გადმოსცემს ფოთში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის შინაარსს

ამ დროს ფოთში, ნაბადას ტერიტორიაზე, ჯერ კიდევ იმყოფებოდა რუსეთის საოკუპაციო ჯარის ქვედანაყოფი და მან მხოლოდ 2008 წლის 13 სექტემბერს დატოვა საქართველოს მთავარი „საზღვაო ჭიშკარი“. თუმცა ამ სტენოგრამაში არც ქართველი პოლიციელების გმირობაზეა საუბარი და არც რუსი სამხედროების მიერ პრეზიდენტის დატყვევების მცდელობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში საინტერესო იქნებოდა, თუკი საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ფოთში სააკაშვილის 4 წლის წინანდელი „სარისკო სტუმრობის“ ვიდეოკადრებსაც გაავრცელებდა. ამ კადრების მოძებნა ძნელი არ უნდა იყოს. მიხეილ სააკაშვილმა ხუთშაბათს ახალციხეში გამართულ შეხვედრაზე ორჯერ გაიმეორა, რომ როდესაც რუსი სამხედროები მის დასაჭერად წამოვიდნენ, იგი პირდაპირ ეთერში საუბრობდა.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2
ავტორი: მოჩვენება საიდან გვწერთ: პლანეტა აზურიდან
21.08.2012 23:40
კიდევ ერთი მსხვერპლი თავდაცვის სამინისტროს კისერზე დღეს გადმოსცეს რომ მცხეთაში დისლოცირებულ სამხედრო ნაწილში სამხედრო სავალდებულო სამსახურის წვევამდელმა თავი ჩამოიხრჩო რასაოცარია მშობლებს არჯერად და არც პროზექტურაში ანახეს გვამი აი ასეტ საქართველოში ვართ ჩვენ ასეთ დისციპლინირებუ არმიას ვზრდით ვისჯერა ახლა ამათი როცა სავალდებულო ჯარი მხოლოდ ბალახის საწმენდ და უაზროდ მოყვირალ მომგერალ დატვირთვას ატარებს რა მომზადებაზე ან რა პსიქო მდგრადობაზე უნდა ისაუბრო როცა ეგ პატარა ჯარში ძალით გაყრილი ბიჭები პოლიგონზე სულ 3 ტყვიის გასროლით ამთავრებენ ერთ წლიან სამხედრო წრთვნას და ამის მერე ვისმენთ მავანთა და მავანთა ხმამაღალ სიტყვებს ქართული არმიის მშენებლობაზე სხვათაშორის დღეს სააკაშვილის არხით ანუ რუსთავი 2 ით დავრცელდა ხმა რომ 1000 სამხედრო მოსამსახურეს სამხედრო ქალაქში ბინა გადაეცემა როგორც იმ ბიჭის თვითმკვლელობის არმჯერა ისე არც ამ ზღაპრების არმჯერა ბევრი ახლობელი ადამიანი მეუბნება რომ აღნიშნულ საკითხთან უდიდესი სპეკულიაციები მიდის ხოცვა, დაპირისპირება ვაჭრობა ამ საკითხთან შეიარაღებულ ძალებში თუმცა არც ეგა გასაკვირი ჩვენ ხომ ისეთ ქვეყა ნაში ვცხოვრობთ რომლის არმიაშიც უსამართლოდ სჯიან და დაუმსახურებლად აჯილდოებენ დიდება მიშას ამ ბუმბერაზ ადამიანს დიდო გენიავ გვისარდლე სულ მცირე 5 წელი კიდევ და საქართველო პირდაპირ შეფრინდება იმ საოცრებათა ქვეყანაში შენი რუსთავი 2 და იმედი რომ აშუქებს გვისარდლე გენიავ შენ ხომ დიდი იმპერატორი და ხალხზე მზრუნველი მამახარ როგორც დიდი გაიუს იულიუს კეისარი.
P.S რა მარადიული სიტყვებია(ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო)

ავტორი: Vendeta საიდან გვწერთ: kavkasia
20.08.2012 00:47
ვეხმიანები პილოტს ქართველი ერი მემბოხე სულისაა და ეგრე იქნება ბოლომდე ეს ზონდერები ვირუსებივით არიან მოდებული მაგრამ 2-3 თვე დარჩათ გრიმიტი და მაგათი საქმეც მიაყუდებს ყალიონს მე პირადად ბიძინას ერთი სიტყვა მომჭონს ყველაზე მეტად სააკაშვილის მინუსი ისაა რომ ის არ იცნობს მის ერს და ქვეყანასხოდა ჩემი აზრია ესეთი დგება თვალების აზელის დრო და ამას ვერავინ შეაჩერებს ძმა მაგათმა დააყუდეს უკვე ყალიონი.

ავტორი: lia საიდან გვწერთ: tbilisi
17.08.2012 22:01
თანამედროვე მსოფლიო ფსიქიატრიაში გაჩნდა ახალი მიმართულებები, რომლებიც განსაზღვრავს პოლიტიკური შიზოფრენიის ხარისხებს და მის ნაირსახეობებს. რიგითობით ეს ასე კლასიფიცირდება:1)კადაფიზმი. 2)მუბარაქიზმი. 3)კიმ-ჩენ-ინიზმი.4)ჰომეინიზმი.5)უგო ჩავესიზმი.6)სააკაშვილიზმი. ყველა ზემოთჩამოთვლილი კატეგორიები მიჩნეულია როგორც, წარსულში ცნობილი პოლიტიკურ-შიზოფრენიული ისეთი დიდი და სახიფათო გამოვლინებების მცირე და ავადმყოფურ-მანიკალურ გადმონაშთ-გამოძახილებად, როგორიც იყო,ჰიტლერიზმი და სტალინიზმი.

ავტორი: პილოტი
17.08.2012 21:16
ავტორი: Vendeta საიდან გვწერთ: kavkasia
16.08.2012 23:27
მეგობარო, ქართველები ბევრს ვითმენთ, მაგრამ ბევრიც გამყიდველია. ზოდნერებითაა სავსე ქვეყანა. ასეთი გამყიდველები რომ არა, მიშა დიდ ხნის წასული და გაქცეული იქნებოდა ქვეყნიდან.

ავტორი: 6სპერტი საიდან გვწერთ: აქედან
17.08.2012 15:22
გოკა გაბაშვილი: „პუტინის აღიარება გამაოგნებელი და მოულოდნელი იყო“
Monday, 13 August 2012 00:00 ( პრაიმ ტაიმი)ქეთი ხატიაშვილი
ვლადიმერ პუტინის სკანდალური განცხადება და დაძაბული ქართული საარჩევნო მარათონი. რას ნიშნავს კრემლის „მეპატრონის“ აღიარება: საომარი მოქმედებები საქართველოში ჯერ კიდევ 2006 წელს დავამტკიცე და გეგმა უკვე არსებობდაო და რა კავშირია რუსეთში ასევე დაგეგმილ სამხედრო წვრთნებსა და ქართულ არჩევნებს შორის. ამ და სხვა საკითხებზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გოკა გაბაშვილი გვესაუბრება.
– ფაქტობრივად, ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ საქართველოში შემოჭრის გეგმა არსებობდა და ეს გეგმა პირადად მის მიერ იყო შემუშავებული და დამტკიცებული. ეს, ალბათ, ძალიან საინტერესო აღიარება იყო საერთაშორისო საზოგადოებისთვის და ყველასთვის. პუტინმა, ფაქტობრივად, იმ ადამიანებისთვის, ვისაც რუსეთის ინტერვენცია აინტერესებს, კიდევ ერთი აღიარება გააკეთა. ეს გეგმა მოიცავდა ე.წ. მოხალისეების გაწვრთნას და ხალხის მობილიზებას. ფაქტობრივად, მან აღიარა ყველაფერი, რაც აქამდე რუსეთის ხელისუფლების მხრიდან იმალებოდა.
აქამდე რუსეთის ხელისუფლების მხრიდან საუბარი იყო იმაზე, რომ იქ იმყოფებოდნენ ე.წ. მშვიდობისმყოფელები, რომლებიც საერთაშორისო მანდატით დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდნენ, ახლა კი გამაოგნებლად და მოულოდნელად პუტინმა საკუთარი პირით თქვა, რომ არსებობდა გეგმა, რომლის მიხედვითაც ისინი იმოქმედებდნენ. ეს აღიარება გამაოგნებელი და მოულოდნელი გახლდათ – ეს გეგმა გენშტაბში იყო დამტკიცებული და მას ჰქონდა პრეზიდენტის ვიზა-"გამაოგნებელი და მოულოდნელი"-ორი სიტყვა რომელსაც ამბობს პოლიტიკური გუნდის ისეთი წევრი, რომელსაც ინფორმაცია უნდა ჰქონოდა რუსეთის გეგმებთან დაკავშირებით...რა გამოდის? არც კუდი გვყოლია, არც სადაზვერვო სამსახური არც კონტრდაზვერვა არ გვყოლია და ფულს ტყუილად ვახარჯავდით ამდენ სამშობლოს დამცველს რომ გოკას ეს ეთი განცხადებები ეკეთებინა?-გამაოგნებელი გოკას განცხადება უფროა ვიდრე პუტინისა! მეორეც რაოდენ ბრიყვი უნდა იყო რომ რუსეთი შეჭრის გეგმებს სახელდახელოდ ადგენს-დარწმუნებული ბრძანდებოდეთ-რუსეთს ატარქტიდის დაპყრობის გაგმაც კი ექნება დამუშავებული -ამავე მიზეზით ფრინავს ღრუბლებში "პატარა პრინცი"...

ავტორი: კირკიტა საიდან გვწერთ: დემოკრატიის შუქურის წვეროდან
17.08.2012 11:19
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 15 ათასი ლარით დაჯარიმდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 15 ათასი ლარით დააჯარიმა.
“კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ მიეცა გაფრთხილება, რომ სალიცენზიო პირობების კვლავ შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მას შეიძლება დაეკისროს ჯარიმა 45 ათასი ლარის ოდენობით.
კომისია მიიჩნევს, რომ კომპანიამ, პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, განმეორებით დაარღვია წყალმომარაგების სალიცენზიო პირობები. მიმდინარე წლის 2 აგვისტოს სხდომაზე, კომისიის მიერ, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 5 ათასი ლარით დაჯარიმების მიუხედავად, კომისიაში კვლავ შემოდის მოქალაქეთა განცხადებები და სატელეფონო შეტყობინებები ქ. თბილისის ცალკეულ უბნებში წყალმომარაგების გაუარესების თაობაზე. გარდა ამისა, დაჯარიმების მიზეზი გახდა ისიც, რომ, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, არ ასრულებს კომისიის სხვა გადაწყვეტილებებსაც”,- ნათქვამია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის განცხადებაში.
internet.ge
შეადარეთ "ცნობილი" ჯარიმების ოდენობები და მიხვდებით რას ნიშნავს- "მეტი სარგებელი ხალხს"

ავტორი: ექვსკუნჭულა საიდან გვწერთ: კუნჭულიდან
17.08.2012 09:09
ავტორი: ხუთკუნჭულა საიდან გვწერთ: გერმანიიდან
16.08.2012 21:46
ავტორი:საიდან გვწერთ: კუნჭულიდან-კი როგორ არა სხვაზეც გიცანი, მარა ვერ დავწერე, მრცხვენია იმის სიტყვებით დაწერა, რაც თავში გაქვს გაჩხერილი...

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
17.08.2012 02:36
მოჩვენებას აზურიდან. არა ეს თქვენ დებთ თავს სამხედრო ექსპერტობაზე, მე მხოლოდ ვარაუდებს გამოვთქვამ...))). თუმცა იმაში მაინც ვერ დაგეთანხმებით, რომ მხოლოდ თანამედროვე ტექნიკა და ზუსტი რუკაა ქვყნის დაპყრობისთვის საკმარისი. რაც შეეხება თქვენს მოსაზრებას, რომ რუსეთის სამსახურში მყოფი ვაი-ქართველები, ქართულ ჯარად მოვნათლო, ძალიან შორს ვარ მაგ იდეისგან. ამ მოღალატეთა ბანდ- დაჯგუფებას ჯარს მე ვერ ვუწოდებ.
ხოლო რაც შეეხება თქვენს სტერეოტიპებს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებზე .))) , ასე გიპასუხებდით არც ვინმეს მოვლა, არც სწავლა, არც შვებულება და არც ჰოთ-დოგის გაყიდვაა სამარცხვინო.
სირცხვილი ქვეყნის და სინდისის გაყიდვა და მტრის სამსახურში ყოფნაა. უზნეობა საბჭოთა კავშირზე ოცნება და ახალი თაობის ძველ, მარაზმულ დროში დაბრუნებაზე მუშაობა და ამისთვის ქართული ოცნების დარქმევაა.

ავტორი: Vendeta საიდან გვწერთ: kavkasia
16.08.2012 23:27
აუუუ მიშა კაი რა ტყუილებსაც საზღვარი აქ რააა ძმაო საქართველოს საჰაერო სივრცის 98% რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალები აკონტროლებდნენ რა ღრუბელ ღრუბელ სად ბანაობ ბიჭო მცხვენია რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ხარ. ღმერთო შენ დაიფარე ეს ქვეყანა ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში წაგიკითხიათ ა ეგაა რა ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ დროა წახვიდე სანამ კიდე მომთმენია ქართველი ერი.

ავტორი: პილოტი საიდან გვწერთ: ღრუბლებიდან
16.08.2012 22:19
მიშისტებო, ძალიან ბანძი პრეზოდენტი გვყავს. უბანძესი!!!

ავტორი: ხუთკუნჭულა საიდან გვწერთ: გერმანიიდან
16.08.2012 21:46
ავტორი: ექვსკუნჭულა საიდან გვწერთ: კუნჭულიდან

სხვა რამეზეც ხომ არ მიცანი?
ლიონდონიდან არა ბრაწიშკა, ბერლინიდან ვარ და ნატია ვარ თუ ყარამანი, ეგ ბიძინას ჰკითხე, მენცარების დახმარებით უკეთესად გამშიფრავენ

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
16.08.2012 21:21
ვეთანხმები არცერთისტს, ვერაფრად ქართველ ბელადებს წასვლა ვერ ვასწავლეთ

რა ნარცისიზმით და დიქტატორული გენებით გვქონია გაჟღენთილი ჯიში და ჯილაგი

არავის იმის გაგონება არ უნდა: არ მოგვწონხარ და ან გამოსწორდი ან წადიო (თუმცა გამოსწორებას ისე ავ ვითხოვთ როგორც საჭიროა და ჩვენი უბედურებაც ეგაა)

ასე არ გამოვა არააა

ავტორი: ექვსკუნჭულა საიდან გვწერთ: კუნჭულიდან
16.08.2012 18:26
ავტორი: ხუთკუნჭულა
16.08.2012 17:09-გიცანი ყურებზე (ალბათ ხვდები, ვისაც ყურებზე ცნობენ და რაც არი)-NATIA ხარ ლონდონიდან-ისე შენ და ტატას გერმანიიდან, არავინ გაძალებთ ამ საიტზე შესვლას, კითხვასა და კამათს, შედით ტაბულა ჯიზე, პრესა ჯიზე, დრონი ჯიზე და "იგულავეთ" დემაგოგიისა და სიცრუის მორევში-ჩვენ იქ არ ვკამათობთ არ შევდივართ, ხანდახან ღიმილით გადავავლებთ თვალს და ვრწმუნდებით , სანამდე შეიძლება წაიქცეს "ჟურნალისტიკა" პრესა ჯიმ ამასწინათ ბაჯაღლო "ოქრო მოხია"- რუსული საიტიდან ინფორმაცია გადმოწერა, (იქ იმაზე ეწერა რომ ბარაკ ობამას ძმა "ლაჩუგაში" (ქოხში) ცხოვრობსო) ამათმა "გენიოსებმა" თარგმნეს ობამას ძმა კენიის ქალაქ ლაჩუგაში ცხოვრობსო-აი თქვენი და თქვენი მხარდამჭერი "ჟურნალისტების" დონე! რადიო თავისუფლება ის ტყემალია თქვენნაირებს რომ კბილებს მოჰკვეთს ...ის კერკეტი კაკალია რომელსაც ვერ გაკვნეტთ-ეს ის რადიოა, რომელმაც სსრკს დედა ...უტირა და ბევრ დიქტატორს (თქვენი ძმაკაცის თამადობით) მოუღებს კიდე ბოლოს!

ავტორი: ხუთკუნჭულა
16.08.2012 17:09
ახლა მეოცნებეებისთვის უკვე ფაქტებსაც აღარ აქვს მნიშვნელობა, მერე რა, რომ პრეზიდენტი მართლა ჩაფრენილა ოკუპირებულ ფოთში, მთავარია მეოცნებეებს ფაქტები არ აწყობთ და მით უარესი ფაქტებისთვის, თუ ისინი არსებობენ... გასკდებით ამდენი ბოღმით და უკან იმ „საოცნებო“ მხედრიონელურ და ედიკისტურ დროს ვეღარ მოიყვანთ

ავტორი: მოჩვენება საიდან გვწერთ: პლანეტა აზურიდან
16.08.2012 17:06
ჟურნალისტს ზუგდიდიდან მე არავის ვექომაგები არც არავის უძვრები და ვეტენები ..... ზუსტად შენაირმა ჟურნალისტებმა აქციეს კომფლიქტისპირა რეგიონებად მაგ სასაზღვრო ზოლები თუ შენ გული შეგტკიოდა შენი ქვეყნისთვის სად იყავი 2008 წელს ყველამ კარგად ვიცით როგორ ჩაისვარა ჟურნალისტებმა ამ ომში არცერთი წესიერი კადრი არაა გადაღებული გარდა ჯარისკაცების ტელეპონით გადაღებული ვიდეოებისა ჟურნალისტი ზუგდიდიდან..... საზუგადოებას არაფერს ეუბნება ეგ სახელი და რეგიონალური მაუწყებლობა თუ საერთოდ არის მაქ ასეთი რამე ამიჩუყა გული რა შერნაირ ვაი ჟურნალისტს ისევ მოჩვენება გერქვეს ჯობია და არაფერი დაიბრალო ეგა სწორედ ქართული ზაისაზოგადოების პრობლემა ჩემი აზრის დაპიქსირებისთვის ქვეყნის დაერის მოღალატედ მომნათლე უკვე ეგა სწრედ აგრესიული ტონი რუსულ ტროიკას მახსენებთ მაგრად 37 წელი მოღალატეების დაუსრულებელი ძებნა შპიონომანია ისე რაც ჩემ მოღალატეობას შეეხება 2008 წელს რამოდენიმე სამკერდე ნიშანი მივიგღე ქაღთულ არმიაში მსახური დროს და შენ გაჩუქებ პატრიოტიხარ და გაგეხარდება ... რააზრიაქ რაც არუნდა იყოს მაინც მოგალატეებივართ ყველა შენაირების თვალში .... ვამბობ და ვიტყვი ქვეყანაში ომი გარდაუალია და ომი ხალხის ნებასურვილზე არაა დამოკიდებული ესაა კრიზისის უკიდურესი ფორმა აქ მოსარიდებელი არაფერია ამ ხელისუფლებას ყველაპერი მიჰყავს იმისკენ რომ ძმათა მკვლელი ომი დაიწყოს ეკლესიაზე შეტევა, მოქალაეების დახოცვა, სიტყვის ტავისუფლების მასიური შეზღუდვა, ქართველი ხალხი მონობას ჩვეული ხალხი არაა ბუნტის ჯანყის და სწრაფად ფეთქებადი საზოგადოების ნაწილივართ ყველა ქვეცნობიერად თუ არაქვეცნობიერად გვინდა ეს თუ არ გვინდა თუ აგორდა ერთი ტალღა თუ დაღვარეს ეთი სისხლი მერე უკონტროლო იქნება ყველაფერი აქ დანდობა არ იქნება არავისი ასე მიგრძნობს მე გული და ღმერთმა ქნას ვცდებოდე ზუდგდიდელო ჟურნალისტო ბოდიშის მოხდა დიდი ვაჟკაცობაა მაგრამ ერთი მომენტის გავლით ჩემანაირ მამაკაცებს შენაირ ტიპებთან და ვაი პატრიოტებთან ბოდიშის მოსახდელი არაფერი გვაქ

ავტორი: ჟურნალისტი საიდან გვწერთ: ზუგდიდიდან
16.08.2012 15:21
მოჩვენება საიდან გვწერთ: პლანეტა აზურიდან
მოდი პირველ რიგში საკუთარ აგრესიულ ტონს მიხედე, სწორედ შენისთანების ირონიის, უნდობლობის და დაუნდობლობის მიზეზით ხდება საზოგადოების გარკვეული ნაწილის მომართვა ომისკენ. დაფიქრდი როცა იარაღის ჟღარუნზე და სამოქალაქო ომის საშიშროებაზე აკეთებ საკუთარ განცხადებებს. არცერთ ჭკუათმყოფელ ქართველს, " მიშისტს", "ბიძინისტს" თუ "არავისტს" არ უნდა დღეს სამოქალაქო ომი. ამის პროპაგანდას მხოლოდ შენნაირი მოჩვენებები და ქვეყნის მტრები თუ გააკეთებენ.
მეორეც: რომ წერ "გაჩერდი რა შეურაცყოფას არავის ვაყენებ მაგრა ჟურნალისტი ზუგდიდიდან ეგ სახელიც ბევრს მეტყველებს შენს პროფესიონალიზმსა და ,, მიუკერძოებლობაზე", სწორედ შენ გაქვს პერატიულ სტრუქტურებში შექმნილი საეჭვო ხალხის შეცდომაში შემყვანი ტონი. თუკი შენ თვლი რომ "ჟურნალისტობა ზუგდიდიდან" არაპროფესიონალიზმის და მიკერძოებულობის სიმბოლოა, ეგაც შენი პრობლემაა და ბოდიშის მოხდასაც არ გთხოვ ამისთვის, იმიტომ რომ საზოგადოებას ბევრი საინტერესო, ექსკლუზიური და ობიექტური ინფორმაცია მიუღია და დღემდე ღებულობს ბევრი ზუგდიდელი ჟურნალისტიდან, მათ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ მუშაობა ამ მეტად რთულ, კონფლიქტისპირა რეგიონში.
მესამეც:კობა ლიკლიკაძეს შენისთანების გამოქომაგება ნამდვილად არ ჭირდება და თავისი "ულაქო" ჟურნალისტური მოღვაწეობის ისტორიაში შეცდომის უფლება რომ არა აქვს, მაგიტომაც უნდა მიიღოს შენიშვნები.

ავტორი: არცერთისტი საიდან გვწერთ: ობიექტურგრადიდან
16.08.2012 14:18
ავტორი: მოჩვენება საიდან გვწერთ: პლანეტა აზურიდან
16.08.2012 02:44 -სრულ ჭეშმარიტებას ბრძანებთ, მაგრამ წასვლის მიმხვედრი ხელისუფალი ვერ მოინახა საქართველოში, რა არ მოხდა, მაგრამ სახელისუფლო კრიზისად მისი აღიარება და გადადგომა... ხელისუფლების ცვლა (დემოკრატიულობის უმნიშვნელოვანესი, გადამწყვეტი ნიშან-ატრიბუტი) მხოლოდ ბუტაფორიულად გათამაშდა...ვერ ისწავლა მავანმა ერთი ქართული სიმღერის ორიოდე სიტყვა: "წასვლა სჯობს წამავალისა..." არ დაყოვნება ხანისა" საკადრო კარუსელი ხელისუფლების ცვლას არ ნიშნავს-მერწმუნეთ: ამდენი და ასეთი რადიკალური რეფორმის შემდეგ ხელისუფლება 3-4 ჯერ მაინც შეიცვლებოდა აფრიკის ყველაზე არადემოკრატიულ სახელმწიფოშიც კი... ყველა პოლიტიკური ნიშანი, რომელიც კრიზისზე და ხალხის უკმაყოფილების ზრდაზე მიუთითებს-ჩვენში სატელევიზიო პროპაგანდით ოკუპაციის საშიშროებაზე და ქვეყნის აღმშენებლობაზე "ჩამოიწერება"-უკმაყოფილების ჩაწიხლული მუხტი აფერხებს ქვეყნის განვითარების ყველანაირ გზას...არ უნდა ამას დიდი ფილოსოფია...

ავტორი: მოჩვენება საიდან გვწერთ: პლანეტა აზურიდან
16.08.2012 02:44
რადიო თავისუფლება არც ლიკლიკაძისა არც ვინმე სხვა ავტორის კერძო პოექტი ის ჩვენ გვეკუთვნის უბრალო ხალხს თუ რამე არ მოგვწონს მივმართოთ ვთხოვოთ შევახსენოდ ბოლოსდაბოლოს გავაკრიტიკოდ მაგრამ მთელი უბედურება ისაა რომ მსმენელი დაიყო ორ კატეგორიად საკაშვილისტები და ანტი სააკაშვილისტები არარსებობს საშუალო აზრი დამოუკიდებელი არაპოლიტიზირებული აზრი გაქრა ესაა სწორედ ცუდის მომასწავებელი ხალხი წერს ტავის კომენტარებს აგრესიული ტონოთ მათშორის ჩემი ჩათვლით თითოეული მათგანის მიმართვაში იგრძნობა სიხეშე ირონია უნდობ;ლობა დაუნდობლობა სიცივე ყველაფერი მიდის იქეთკენ რომ ორად უკვე გაყოფილი საზოგადოება მომართულია ომისკენ იგრძნობა იარაღის ჟღარუნი მოახლოებულია სამოქალაქო ომის საშიშროება მე ამას სრულებითაც არ ვაჭარბებ

ავტორი: მოჩვენება საიდან გვწერთ: პლანეტა აზურიდან
16.08.2012 02:25
ჟურნალისტს ზუგდიდიდან ბოდიში ნამდვილად უნდა მოიხადო თვე კიარა ყველაფერი გეშლება..... შენ ხარ მიუკერძოებელი ჯურნალისტი ზუგდიდიდან და კობა ლიკლიკაძეა მიკერძოებული პრაღიდან ხო????? გაჩერდი რა შეურაცყოფას არავის ვაყენებ მაგრა ჟურნალისტი ზუგდიდიდან ეგ სახელიც ბევრს მეტყველებს შენს პროფესიონალიზმსა და ,, მიუკერძოებლობაზე" ჰმ....ჟურნალისტი ზუგდიდიდან სიმართლის და თავისუფლების მისიონერი პრეზიდენტის ქომაგი და თანამედროვეობის იდალგო დონკიხოდი ..... კობა ლიკლიკაძეს რომ ახსენებ პირში ადეკალონი გამოივლე თორე ოპერატიულ სტრუქტურებში შექმნილი საეჭვო ხალხის შეცდომაში შემყვანი ტონიდან ისე ყარს რომ ლამისაა გული აგვერიოს ყველას

ავტორი: ხუთკუნჭულა
15.08.2012 23:39
31 августа, 9.45 по местному времени

На работу я снова отправилась на такси - в этот раз на голубом. По дороге мы разговорились с водителем. Естественно, основной темой нашей беседы была русская оккупация. Водитель, Гоча Тогонидзе, рассказал мне, что во время бомбежек оставался в Поти.

Поти. Порт
Обсудили мы и более свежие новости. Гоча считает, что, приехав в Поти, президент Саакашвили "совершил геройский поступок". То же самое я слышала и от других людей - они считают, что Саакашвили поступил очень смело, приехав в город в момент, когда в нем присутствуют российские войска. Лично мне такая оценка его поступка кажется весьма преувеличенной, но неудивительно, что люди склонны драматизировать события - атмосфера в городе слишком напряженная.

ახლა მაინც გააჩუმეთ ენა მეოცნებეებო

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
15.08.2012 22:50
მართალი გითხრათ ცოტა მიკვირს კიდეც ჟურნალისტს და ტატას რომ ეკამათებით და არგუმენტები მოგყავთ

ჩემი აზრით მათი მიდგომა საკითხისადმი არგუმენტებით არ გამოსწორდება, იმიტომ რომ თვითონ საქართველოს პრეზიდენტის საქციელია იმდენად საოცარი რომ მას არგუმენტირება აღარ სჭირდება

როცა ქვეყნის პირველი პირი იმ ლექსიკით საუბრობს იმას რასაც საუბრობს, მგონი დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს უკვე იმას ჩაფრინდა, ჩაცურდა, თუ მანქანამ ჩაიყვანა იგი ამა თუ იმ ადგილზე. ამგვარ ამბებს ანეკდოტების გმირები უყვებოდნენ შვილიშვილებს მეორე მსოფლიო ომზე... ეს კი პირდაპირ ეთერში საუბრობს იგივეს - ამაზე რაღა არგუმენტმა უნდა გაჭრას

ტენდენციურობაში ნუ ჩამომართმევთ - უბრალოდ უხერხულია ამ ყველაფრის მოსმენა, ხილვა, მერე ისევ ინტერნეტში წაკითხვა და ყოველივე ამის მერე ისევ მოქმედი სუბიექტის დაცვა და თქმა რომ ქვეყნის პრეზიდენტია და არაუშავსო

ზუსტად იმიტმ უშავს რომ ქვეყნის პირველი პირია და მას უფრო მეტი ევალება ვიდრე სხვათ, თუმცა სხვათაც არანაკლები

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩაფრინდა თუ ჩავიდა

ავტორი: სინ-ოპტიკ-ოსი საიდან გვწერთ: მალთაყვიდან
15.08.2012 19:54
ავტორი: Jurnalisti საიდან გვწერთ: zugdidi
15.08.2012 18:36-В Поти приехал президент -რუსულს ერთი თავისებურება ახასიათებს,"პრიეხატ"-შეიძლება ყველა ტრანსპორტით -საფრენისა და ფეხის გარდა...."პრილეტელ" არსადაა ნათქვამი, მაგრამ მიშა რის მიშაა თუ არ "მოფრინდა" როგორც ზევსი-ღრუბლებიდან, რომელიც როგორც სინოპტკური არქივით ირკვევა დასახელებულ რიცხვში ცაზე არც კი იყოო.....

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
15.08.2012 19:10
როდესაც პრეზიდენტი ჩადის კონფლიქტურ რეგიონში, სადაც მობილიზებულია ოკუპანტების ჯარი დაფიქრებაა საჭირო

ნამდვილად არ არის აუცილებელი რომ ქვეყნის მეთაური ჩავიდეს ტრიბუნებითა და დროშებით და საფრთხის წინაშე დააყენოს საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საკითხი, იქ სადაც მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას გარანტირებულად არავინ და ვერავინ დაიცავს

მითუმეტეს რომ დამპყრობელი რუსული ჯარი, მაინც და მაინც დიდი ჰუმანურობითა და თანამედროვე აქტივობის სტანდარტით არ გამოირჩევა, პირიქით, დღემდე ბარბაროსულია მათი ქმედებები

არ ვიცი რისი თქმა უნდოდა ტატა-გერმანელის საყვარელ პრეზიდენტს ამ საქციელით, მაგრამ მისი იმიჯი როგორც უშიშარი მხედართმთავრისა მანამდე გორში თავისივე პანიკური ქმედებით უკვე მასვე წაეშალა

რაც შეეხება მიშას ვიზიტს: მოცემულ ლინქზე დღიურში, 29 აგვისტოს 23:00ზე მართლაც აღწერილია ამის შესახებ ;)

ავტორი: Jurnalisti საიდან გვწერთ: zugdidi
15.08.2012 18:36
კობა, ბოდიშს ვიხდი თვე შემეშალა. პრეზიდენტი ფოთში ჩავიდა 29 აგვისტოს, მაშინ როცა ფოთი ჯერ კიდევ ოკუპირებული იყო და ამას ადასტურებს თეა აფსარიძის დღიურები, რომელიც სხვათაშორის "რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა". ობიექტურობას+პირადი თავისუფლება არის სიტყვის თავისუფლება და ძალიან ვწუხვარ რომ შენ როგორც, ჩემთვის აქამდე ობიექტური ჟურნალისტი "გარკვეული გარემოებების" გამო იძულებული გამხდარხარ აცდენოდი ამ გზას!!!
В Поти приехал президент

29 августа, 23.00 по местному времени

Впервые за несколько недель улицы города переполнены людьми. У многих даже счастливый вид. Все потому, что в Поти приехал президент Михаил Саакашвили, и город сразу почувствовал, что о нем не забыли.

Неожиданная новость о приезде президента застигла врасплох и журналистов, и городскую администрацию. Первым долгом он посетил седьмой причал порта Поти - первое место, куда попали русские бомбы, когда три недели назад начался конфликт. Там Саакашвили очень коротко, но решительно осудил агрессию со стороны России.

У здания мэрии Саакашвили встретила толпа горожан - они размахивали флагами и скандировали: "Миша!" Обращаясь к лидерам из Поти и других мест региона, президент поблагодарил руководителей служб безопасности за то, что они стараются сохранять в городе мир, и местных жителей, которые сохраняют спокойствие и не усугубляют конфликт. Президент постарался смягчить страхи горожан по поводу того, что российские войска по-прежнему остаются в городе, несмотря на то, что они планировали уйти не позднее сегодняшнего дня. Саакашвили даже нарисовал радужную картину будущего экономического процветания Поти: там, где сейчас стоят российские войска, сказал он, когда-нибудь вырастут небоскребы, построенные благодаря иностранным инвестициям.

Тем не менее пока что российские войска плотно окопались в Поти, и, кажется, их начинает мучить голод. Уже второй раз солдаты ворвались на мясоперерабатывающий завод и набрали столько еды, сколько смогли унести. Поневоле задумаешься, не копят ли они припасы в расчете на долгую стоянку.

Дневник из Поти
www.svobodanews.ru
В Поти, главном портовом городе Грузии, в течение долгих недель стояли российские войска. Корреспондент Грузинской службы

ავტორი: მოჩვენება საიდან გვწერთ: პლანეტა აზურიდან
15.08.2012 17:19
ვეხმიანები ტატას გერმანიიდან ტატა ჩემო ლამაზო მართალიხარ შენ სამხედრო შეფასება შენისაქმე არარის ამ საქმეს გიჯობს მაქ ვინმეს მოუარო ანდა სამივლინებო დრო დაასრულო ანდა ჰოთ დოგები დაარიგო კი ომის წესების ცოდნა იგებს ნამდვილად ომს ომის წესების უცოდინრობამ მიგვიყვანა ასეთ მდომარეობამდე ომს აქვს ასეთი წესი ,, გამარჯვებულებს არ ასამართლებენ" დიახ ნამდვილად გეშლება ომს სწორედაც რომ თანამედროვე ტექნიკა იგებს რაც რუკების თემას შეეხება ჯობს გაჩუმდე გოგლე მაპი გადმოწერე და ნებისმიერ სამხედრო ბაზას ნახავ უპრობლემოდ და კიდევ ცოდნისთვის მოწინააღმდეგენ ჰაერში რომ გაარკვიოს მისი საავიაციო ეშელონია თუარა ისეთ დიდ და ტექნიკურად აღჭურვილ ქვეყანას როგორც რუსეთია რადარულ ლოკაციურ სიგნალზე აქვს ამომცნობი რომელსაც (სვოი ჩუჟოი) ჰქვია მოკლედ წინასწარ პროგრამირებული ტელე კოდური სიგნალი ცნობს მისია თუ სხვისია საფრენი აპარატი შენ ამას ვერგაიგებ ხოდა გაჩუმდი გეყოს ქართველ ჯარისკაცებში მოღალაატეების ძებნა არ დაიღალეთ ყველგან მოღალათეების ზებნით და სპიონომანიით თავს იწვავ ლამაზო რააც შენ ამბობ შენმა ხელისუფლებამ უკვე დიდიხანია გააკეთა და აკეთებს ხალხის დისკრიმინაციის ხარჟზე პოლიტიკოსიც გამიხდი რა სამხედრო ექსპერტობაზე ხომ გაქვს პრეტენზია და გაქვს :)))))

ავტორი: არანაცმეოც საიდან გვწერთ: საქართველოდან
15.08.2012 16:18
ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
15.08.2012 15:56-პირიქით, ასინეთა-პირიქით! რუსების ძალა რომ ვიცით, ისინი რომ არ გვიყვარან და რომ გვინდა სიტყვაძუნწი,საქმისა და ბრძოლის უნარის მქონე კაცი გვიძღვებოდეს -ამიტომაც გვაღიზიანებს მისი უაზრო ბაქიბუქი, ქარაფშუტული ბიუჯეტმფლანგველობა, ჯიუტი, გაუმაძღარი ახირებები, ქართველთმოძულეობა და ზღვარგადასული ამერიკანიზმი, რითაც მთელ;ი ევროპა დაიპირისპირა....უფრო გამაღიზიანებელია თქვენი ყოვლისმიმტევებლობა, ნაკლის დაუნახაობა, ტენდენციურობა და ფუყე, დიტანციური (ლონდონურ-გერმანულ-აშშ..)პატრიმიშიზმი! ნახე "მაივიდეოჯი"ზე მიშას "აღდგენილი" კოპწია პლეხანოვი....და მერე იჭიკჭიკე მიშურ-ნაციონალურად!

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
15.08.2012 15:56
ომის წესებისა და ყველაფრის მცოდნეებო თქვენთვის თურმე ქართველების მსახური მტრის ჯარში ჩვეულებრივი ამბავი ყოფილა ისე ხართ რუსების ყოვლისშემძლეობაში დარწმუნებული და მათი საქციელით აღფრთოვანებული.
რადარები შეიძლება აფიქსირებენ, მაგრამ ის თუ ვისი მფრინავი ობიექტია,მაგის გარჩევა არ მგონია ადვილი იყოს,თუ ვინმესგან ეგ ინფორმაცია არ გაქვს. სწორედ მაგისთანა საქმეებისთვის სჭირდებათ "ქართველი" დამხმარეები. ომს მხოლოდ თანამედროვე ტექნიკის მეშვეობით და ზუსტი რუკებით ვერ აწარმოებ.
მასე ადვილი რომ იყოს ყველაფერი ამდენ ფულს არ დახარჯავდა ოკუპანტი რუსეთი ქართველი "პოლიტიკოსების" საქმიანობაში, ტყუილა არ გაიხდიდა ფავორიტებად ბურჯანძე- ივანიშვილებს.

ავტორი: GERMANE
15.08.2012 15:51
ქალბატონ მაია დადიანს მინდა რომ განსაკუთრებული მოკრძალებით მივმართო:

თქვენ ამბობთ, რომ საქართველოში ყველამ იცის თუ რა უნდა ქნასო პრეზიდენტმა - ეს სარკაზმი სწორია და ტრაგიკულად მართალი ბრძანდებით.
მაგრამ...
უფრო დიდი უბედურება ისაა, რომ არც პრეზიდენტმა და არც მისმა მომხრეებმა, არც მისმა მოწინააღმდეგეებმა და ოპოზიციამ არ იცის, თუ რისი უფლება აქვს და რისი არა პრეზიდენტს.
-პრეზიდენტს არა აქვს უფლება პირად ანგარიშზე პირად პირს (და არა ფირმას თუ იურდიულ პირს!) აუკრძალოს საკუტარი ფულის გამოტანა იმის მიუთიებლად, თუ რაში უნდა საკუთარი ფულის დახარჯვ. არა აქვს ამისი უფლება და მორჩა, ბასტა.
-პრეზიდენტს, თუ, კერძო პირს რომელიც პარტიის წევრია არ ეკრძალება გინდაც მთელი საკუთარი ქონება წინასაარჩევნო კამპანიას მოახმაროს. სახელმწიფო სამსახურს, ხელისუფლებას თუ მთავრობას არ ეკრძალება რაიმე სოციალური პროექტი მოსახლეობას მიაწოდოს.

ამას რატომ ვამბობ?

ალბათ გახსოვთ, რამდენიმე კვირის წინ არასამთავრობო ალიანსმა როგორ მოითხოვა, რომ საარჩევნო პერიოდი სამართლიანად წარმართულიყო და სხვა საკიტხებთან ერთად მოითხოვა პარლამენტს მიეღო კანონი, რომელიც აუკრძალავდა მთავრობას წინასაარჩევნო პერიოდში რაიმე დიდი ინვესტიცია ან რაიმე ქველმოქმედება-საჩუქარი გაეკეთებინოს მოსახლეობისათვის.

რათქმაუნდა ასეთი კანონი არ მიიღო პარლამენტმა.....

მაგრამ, მან როგორც გერმანელები იტყვიან და შამფური შემოუტრიალა ოპოზიციას და სწორედ იმ არშინით ზომავს წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსება-ორგანიზებას, რაც ეს ოპოზიციას სააკაშვილისათვის უნდოდა.
ახლანდელი დაყადაღება-დაჯარიმებებით სააკაშვილის მთავრობა სხვას არაფერს აკეთებს, თუარა იმას, რასაც ოპოზიცია სააკაშვილს მისსავე წინააღმდეგ თხოვდა - ყოველგვარი ინვესტიცია საარჩევნო კამპანიაში მხოლოდ და მხოლოდ პარტიის ფინანსებიდან გაეკეთებინა და არა ხაზინიდან, არავითარი საჩუქარი გაეკეთებინა ხალხისათვის გინდაც ირიბი გზით.
სწორედაც ამ არშინით ზომავს სააკაშვილის ხელისუფლება ოპოზიციის ქმედებას.
ეს არაკანონიერია.
ეს უბრალოდ ფინანსური უზურპაციაა, ეს რეკეტიორობაა.
სხვათაშორის, ოპოზიციურ ფლანგს არ განუსაზღვრავს ის სავარაუდო სასჯელი, რომელიც გამოყენებული უნდა ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფალი პარტია პარლამენტის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის შემზღვუდველ კანონს დაარღვევდა.
ეს პრობლემა, სააკაშვილმა ალბათ დიდი სიამოვნებით გადაჭრა - საინვესტიციო, ნაჩუქარი თუ საერთოდ მოქმედებაში ანუ არჩევნების ფინანსირებისათვის მიმოქცევაში მყოფი თანხის ხუთმაგი ჯარიმა.

როცა ოპოზიციას, მიუხედავად სორბონ-იელ-კემბრიჯის უნივერსტიტეტების განათლებისა, არ გააჩნია ელემენტარული ხედვა, ელემენტარული პოლიტიკური ინტელიგენტურება და ელემენტალური ლოგიკური აზროვნების უნარი - არ უნდა გაუკვირდეს, რომ სააკაშვილი ისევ პრეზიდენტია.

ავტორი: მოჩვენება საიდან გვწერთ: პლანეტა აზურიდან
15.08.2012 13:33
ვეხმიანები ყველა იმ ადამიანს ვისაც სჯერა 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომის დროს მიშა სააკაშვილის არწივული ვოიაჟი ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცეში...
ყველა სამხედრო საჰაერო ძალების რადიო ლოკაციური დაზვერვის თუ სამოქალაქო სარადარო სისტემების ოპერატორმა იცის რომ, ომის დროს ცვენი ქვეყნის საჰაერო სივრცის თითოეულ სტრატეგიულ თუ არასტრატეგიულ კვადრატს აკონტროლებდა ჩვენი მოწინააღმდეგის სამხედრო საჰაერო ძალები კერძოდ მოწინააღმდეგის რადიო ტექნიკური ჯარები, რადიო აქტიური თუ რადიო პასიური ლოკაციის სისტემები, სარაკეტო საზენიტო ჯარები,გზაგაგადამჭრელი ავიაცია, ტაქტიკურ-სტრატეგიული ავიაცია, მოიერიშე ავიაცია, მსმენელს განუმარტავ რომ მოწინააღმდეგე ქვეყნის ავიაციაში შედის ტიპი სამხედრო თვითმფრინავებისა რომლის სისწრაფე რამოდენიმე მახია ერთი მახი კი 1300 კილომეტრი საათია რათქმაუნდა მიშიკო ცრუობს და ეგ სიცრუე ბევრმა ქართველმა საკუთარი თვალით ნახა რადარის ციფრულ მონიტორებზე გეყოს მისა შენი სახე უკვე ვნახეთ გორში შენი თაგვისფრად შეშინებული მორდა და შენ გმირობაში ვერდაგვარწმუნებ ახლა ვიცით რა ლაჩარიცახარ შენ მხოლოდ საკუთარ ხალხთან ბრძოლა შეგიძლია მარტო მაგათთან ხარ გამარჯვებული.... ხალხო ნეტა იცოდეთ როგორ სიცრუეს ამბობს ნეტა გრძნობდეთ ამას ესეიგი უბრალო სამოქააქო ვერტმფრენით ღრუბელ-ღრუბელ ავიდა და იქ დაემალა უმაღლესი კლასის რადიოსანავიგაციო აპარატურით აღჭურვილ სამხედრო ბორტებს კარგით რა....)))) ასეც რომ ყოფილიყო და ეგ მარლა აფრენილიყო ჰაერში ვლადიმირიდან დაეწეოდნენ რუსები სანამ ეგ ფოთში ჩაჩანჩალდებოდა გვერდში დაუდგებოდნენ მაგის ვერტმფრენს და აერო დინამიური ხმის ვიბრაციით დაშლიდნენ მაგის ვერტმფრენს მაგარი მეცინება იმიტომ რომ როცა ეგ ხელისუფლება წავა დიხას მომდევნო ხელისუფლება აუცილებლად ამოიღებს საჰაერო სანავიგაციო ციფრულ ისტორიას და ანახებს ხალხს რომ იქ მიშას ლიტერი>>>) ანუ ბორტი არ მოძრაობდა ტყუილს მოკლე პეხებიაქ მიშკა შენ გმირი არხარ შენ ერზთი მხდალი დიქტატორიხარ რომელსაც ალე მოიშორებს ქართველი ხალხი

ავტორი: უიშვილი საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
15.08.2012 13:31
ავტორი: ანონიმი
15.08.2012 13:29-იხ ერთაოზის რეკომენდაცია!

ავტორი: ანონიმი
15.08.2012 13:29
http://www.youtube.com/watch?v=4rx1zvzyRBw
ვუყურე კონსილიუმს და მინდა გკითხოთ, კარგი ბატონო მაღლაფერიძე ტიპიური ჯამბაზია, მაგრამ მაღრაძე და შათირიშვილი? თავი დავანებოთ უნიჭო იუმორს და შათირიშვილის თვითკმაყოფილ სახეს მთელი გადაცემის განმავლობაში, ეს ყველაფერი შეიძლება მაქსიმუმ 3 წუთი გაგრძელებულიყო. 47 წუთიანი ამ მარაზმის შემდეგ ორივე ფსიქიატრთან მისაყვანი არ არიან?
ისე სააკაშვილს ასე გრძელი ენა რომ არ ქონდეს, ნეტა ეს ხალხი, კობა ბატონის ჩათვლით რით დასაქმდებოდნენ?

ავტორი: ერთაოზი საიდან გვწერთ: ძუკნურიდან
15.08.2012 12:42
ავტორი: ambrozi
14.08.2012 17:31 -გაიხედე მარჯვნივ, გაიხედე მარცხნივ, ახლა გააღე პირი და თქვი ააააააააააააააა!

ავტორი: უიშვილი საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
15.08.2012 12:38
ავტორი: Nina Tsiklauri საიდან გვწერთ: Athina
15.08.2012 09:40-ხალხს რომ მალე სწყინდება ვინმე ამაში არაფერია გასაკვირი-ეს ჩვეულებრივი, ბუნებრივი პროცესია, (რეფორმატორები მალე "ისვრებიან" და მიდიან-მაგალითად ლეხ ვალენსა, რომლის საკუთარი სამშობლოს (პოლონეთის) წინაშე დამსახურებასთან ვინმეს შედარება შეუძლებელია)ამიტომაცაა უმეტეს დემოკრატიულ ქვეყნებში საპრეზიდენტო ვადები შეზღუდული, მგრამ პუტინები და მისნაირი "დემოკრატიის შუქურები" არ ერიდებიან არაფერს ოღონდ სკამი და მისი თანმდევი კეთილდღეობა "შეიბღაუჭონ"... ამიტომაცაა ასეთი ქვეყნების მოსახლეობა მუდამ ძალით ცდილობს მათ მოშორებას-მათ შორის საქართველოშიც და ამაში არის კანონზომიერებაც, ლოგიკაც და სამართლიანობაც!

ავტორი: კობა საიდან გვწერთ: პრაღა
15.08.2012 11:43
ჯოურნალისტს ზუგდიდიდან: რა გადაამოწმეთ და სად არ ვიცი, მაგრამ თქვენი გამოთვლით სააკაშვილი ფოთში ჩასულა რუსეთის საოკუპაციო ჯარის გასვლიდან ორი კვირის შემდეგ. ამიტომ სტატია უფრო ყურადღებით წაიკითხეთ და აღარ გაგიჩნდებათ სხვისი დამუნათების სურვილი.

ავტორი: Nina Tsiklauri საიდან გვწერთ: Athina
15.08.2012 09:40
მჯერა სააკაშვილი ამას გააკეთებდა, სააკაშვილს ბევრი კარგი აქვს გაკეთებული საქართველოსთვის, აი ნახავთ ისიც მოწყინდება ქართველ ხალხს ვინც მის მერე მოვა სათავეში, ქართველი ხალხის "გუნება'" და "ბუნება'' სწრაფად ცვალებადიააა

ავტორი: გარემარბი საიდან გვწერთ: აშშ-დან
14.08.2012 22:34
სააკშვილი არის ტიპური პათოლოგიური მატყუარა

ავტორი: ambrozi
14.08.2012 17:31
მეც არ მეპარება ეჭვი რომ მიშამ ეს ამბავი მოიგონა.
მაგრამ მერე რა, რატო მოიგონა, რა მიზნისთვის? დაფიქრდით ცოტა.

ჩემი აზრით იმიტომ ლაყბობს ამდენს და იმიტო ბევრჯერაც ირცხვენს თავს ასეთი სისულელეებით რათა როგორმე თვითდაჯერებულობა, თვითღირებულება, სიამაყე და ღირსების გრძობა დაუბრუნოს ქართველს; ამოიყვანოს იმ დეპრესიული, დამაუძლურებული სასოწარკვეთის წუმპედან რომელშიც ზის დღევანდელი მასა.

რა არის ამაში ბოროტი და ცუდი? ვიჯდეთ, ვიწუწუნოთ და ვიშინოთ გამუდმებულად თავში ხელები? როდემდე?

გაუმარჯოს მიშას!

ავტორი: ჯურნალისტი საიდან გვწერთ: ზუგდიდიდან
14.08.2012 17:16
კობა, ეს განცხზადება პრეზიდენტმა 9 აგვისტოს, ახალციხის კი არა ფოთის მოსახლეობასთან სჰეხვედრისას გააკეთა. ბევრი ვეცადე გადამემოწმებინა ამ ეპიზოდის რეალურობა და პასუხი აქვე http://www.svobodanews.ru/content/article/462343.html მივიღე. მიხეილ სააკაშვილი 29 სექტემბერს მართლა ჩასულა ფოთში. გადავამოწმე სხვა დეტალებიც და ის ეპიზხოდიც სიმართლე აღმოჩნდა, როდესაც რუსები ბეტეერებით დაიდზრნენ და პოლიციელებმა ისინი "ნაბადის" ხიდთან შეაჩერეს.... კობა ძალიან დიდ პატივს გცემ, როგორც ჟურნალისტს და გტხოვ უფრო მეტად ყურადღებით და ობიექტურობით მოეკიდო დღევანდელ დღეს ყველაფრის გასჰუქებას, ნუ გახდები ან ერთი ან მეორე მხარის პროპაგანდის "რუპორი"

ავტორი: Merab საიდან გვწერთ: Trier
14.08.2012 16:15
კი, დიახ, ბატონებო, ნამდვილად ახასიათებს სააკაშვილს უცნაურობები, მაგრამ რა ვქნათ ახლა ამის გამო მასზე ლაყედ მოლაყბე ნაცარქექია-ივანიშვილი ავირჩიოთ?

ივანიშვილს ჰგონია, რომ რაც არ უნდა სულელურად დააბოთაოს აზრი, მაინც გამოუკეთებენ პირს მისი თანამოაზრეები, ანდა დევები გაიგებენ სხვანაირად, შეეშინდებათ და გაიქცევიან. არაა ეს, ბატონებო, ასე, და არც ის არაა ის, რასაც მე ვუსურვებ ჩვენს სახელმწიფოს.

ავტორი: დუტუ მიქავა საიდან გვწერთ: სამარგალьო
14.08.2012 15:50
ავტორი: მაია დადიანი საიდან გვწერთ: თბილისი
14.08.2012 14:37-"შენ აქ საიდან გაჩნდი შე მადლიანო შენა? ჰა?".... სამხედრო საკითხები არ იცი და აღიარებ კიდეც, ბარემ ისიც გეკითხა ვინმე, ჟურნალისტიკაში ცალი თვალით 5 წუთით ჩახედულისათვის, რა კრიტერიუმებით არჩევს Radio"Fri Evrop და "Radio Liberti" თავის კონტინგენტს მთელი მსოფლიოს მასშტაბით...შე მამაცხონებულო? ჰა?კობა შენ ნანუკა ჟორჟოლიანში, ან ეკა კვესიტაძეში, ან გიორგი თავხელიძეში ხომ არ გერევა? წადი შვილო, ყაყიტას ქურდი წაიკითხე, ანა ბანა ისწავლე და მერე გამოყე ფეხი... ტოჟე მნე გოგებაშვილი!

ავტორი: ქართველი საიდან გვწერთ: საქართველო
14.08.2012 15:28
ჩავფრინდი და დავიწყე გამოსვლა პირდაპირ ეთერში და რუსებმა რომ დამინახეს პირდაპირ ეთერში, მოახტნენ რამდენიმე ათეულ „ბეტეერს“ და რომ წამოვიდნენ, ბუნებრივია, ჩემს დასაჭერად ..." ... ბარონი მიუნჰაუზენი ისვენებს...
ახლა წავიკითხე სოლომონის ბლოგი აგვისტოს ომზე, მიშას ფოტოთი - გულის რევის შეგრძნება არ მტოვებს.
ტენდენციური ვარ? ქალბატონო მაია დადიანი, მე შეიძლება არ ვიცი რა მევალება (თუმცა ეგ საკამათო თემაა, მაგრამ არა აქ და არა ახლა), მაგრამ ქვეყნის პრეზიდენი რომ ისე არ უნდა იქცეოდეს, როგორც იქცევა, ამას ცოდნაც კი არ ჭირდება, ამის შეფასებას ქალური ინტუიციაც კი ყოფნის.

ავტორი: მაია დადიანი საიდან გვწერთ: თბილისი
14.08.2012 14:37
საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ყველამ ზედმიწევნით იცის რას უნდა აკეთებდეს პრეზიდენტი, მინისტრი და ა.შ. მაგრამ უმეტესობამ არ იცის, რას უნდა აკეთებდეს თვითონ. ცუდად ვერკვევი სამხედრო საკითხებში, ვერ გავუკეთებ შეფასებას აღნიშნულ ფაქტს, მაგრამ წერილი რომ არეულადაა დაწერილი და შეფასებები არათანმიმდევრულია, ამას არ სჭირდება სამხედრო საქმის ცოდნა. და კიდევ, რადიო ,,თავისუფლების" გვერდზე განთავსებული უმეტესი მასალა ტენდენციურია. ზოგიერთი ჟურნალისტი ხოტბას ასხამს ივანიშვილს... ვფიქრობ, რომ ეს საკუთარი თავისა და პროფესიის შეურაცხყოფაა.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
14.08.2012 14:17
გერმანე

ტატამ რა იცის სამხედრო საქმის არ ვიცი და ვერც ცოდნას და ვერც უცოდინარობას დავაბრალებ

მაგრამ ის შემიძლია გითხრა რომ, ბევრი "უფროსი" რომლებიც ჩვენს გმირ ბიჭებს მიმართავდნენ საბრძოლო მოქმედებებში- არიგებდნენ მათ შუქჩამქრალი მანქანებით ევლოთ "თვითმფრინავებმა არ დაგინახონო, ღამე იარეთო"

ანუ დილეტანტიზმი იქ იყო სადაც ეს ყველაზე მეტად გვვნებდა და გვავნო კიდეც

როდესაც საბრძოლო მოქმედებებზე პირდაპირ ეთერში დედაქალაქის ნასტიქაროსანი მერი აკეთებს კომენტარებს და ტელევიზიები პირდაპირ ეთერში აშუქებენ ჩვენი ბიჭების გადაადგილებებს (პიკაბებით მოძრავ შენაერთებზე მაქვს საუბარი), ამბობენ საით მიდის კოლონა, და რამდენი სამხედრო გადაყავს მას - რაზეა საუბარი მითხარი ერთი

სუ-25, 27, მიგ 29 თვითმფრინავებს შუქჩამქრალი მანქანებით ემალები - ეს დილეტანტობა კი არა უფრო უარესია

ავტორი: უიშვილი საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
14.08.2012 13:15
ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
14.08.2012 04:16- ჩემი პასუხი ასეთია: მიშა მზადაა სატელიტური ანტენების გამო მთელი საქართველო დაიჭიროს და მაგას ვერ დაადგენდა? შენ შემთხვევით ხომ არ გაჟრიალებს? რა ჩაფრენის დეტალი, რი ჩაფრენის დეტალები? რა გმირი პოლიციელები? შენაც კაი მაგარ ღრუბლებში ხარ აი! რუსების წინამძღოლის ძებნის სურვილმა ხომ "დაგლიჯა" რაში ჭირდებათ რუსებს ვინმეს წინამძღოლობა, ვისაც სამოქალაქო თავდაცვის შტაბის რუკა მაინც აქვს ნანახი, (სამხედროზე არაფერს ვამბობ) იცის რომ მასზე დატანილია თითოეული საცხოვრებელი სახლიც კი, სასმელი წყლის წყაროები და უამრავი ობიექტი თიოთოეული ტერიტორიული ერთეულის მიხედვით მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეზე...ვაი თქვენს პატრონსა და წინამძღოლს, თქვე გოიმო და გორსალებოოოოო....

ავტორი: GERMANE
14.08.2012 13:02
ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
14.08.2012 04:16

ტატა, რუსებს რა ბრიგადები ჰყავთ და რა მაგრები თუ გაქნილები არიან - ეს არაა საკამათო.
უბედურება ისაა, რომ სააკაშვილი არამარტო თავადაა ნარციზმით დაავადებული და ალბათ თავადაც სჯერა იმისა, რაც თქვა. უბედურება ისაა, რომ ამას ხალხი საჯაროდ ისმენს და ამას სააკაშვილისტი ჟურნალისტები რეკლამას უკეთებენ და ამით ვითომდა სააკაშვილს რაღაც კარგს უკეთებენ. უბედურება არის მთელი ეს სისტემა, რომელიც აწყობილია ტყუილზე - როგორც ის მეფე, გაქნილმა მკერავებმა რომ გაადებილეს და სულ შიშველი რომ ატარეს ძლევამოსილი მეფე. სწორედ ის სიტუაციაა სააკაშვილის გარშემო. ეს ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ვინმე ქალბატონმა რეჟისორმა, რომლის ქმარსაც მერე მიშამ დამსახურებისათვის "იმედი" ტვ აჩუქა გადაიღო აგვისტოს დღეების სააკაშვილზე ფილმი, რომელიც თავად მიშამ და მისმა გარემომ როგორც ქება-დიდება და აპოლოგეა აღიქვა, მაშინ როცა ყველა სხვამ და მათ შორის ევროპელებმაც აშკარად დაინახეს თუ რა ინფანტილი, მოუმწიფარი და სამაგალითო კომკავშირელ-აქტივისტი არის სააკაშვილი - მძიმე დღეების დროს ვიღაც "მაკას" მოსკოვში ტელეფონით (მობილურით!) ესაუბრება და ეკითხება თუ რას ფიქრობს პუტინიო. სამხედრო "საბჭო" შედგება სამი პიროვნებისაგან - და არავინ იცის რა ქნას და რა აკეთოს, წამომჯდარები სავარძელში მიშას პალასტში დადებილებულნი ერთმანეთს უყურებენ და ბოლოს სააკაშვილი, რომელიც მანქანაში იზეპირებს, დიახ რამდენიმეჯერ იმეორებს და იზეპირებს ტექსტს, რომელიც მან რამდენიმე წუთში გაოგნებულ და ომში მყოფ ხალხს უნდა უთხრას, ლაივში, ერთ პატარა შეხვედრაზე.
ადამიანი, რომელიც ვერ ხვდება, როდისაა ქება გაბაიბურება და სახეში ნეშოს შეყრა, არის ავადმყოფი ნარცისტი და არ გააჩნია რეალობის გრძნობა. ამის სახალხოდ ჩვენება კი არის თუარა ამ პირისათვის სასიკეთო - თავად განსაჯე.

ყველაზე დებილმაც კი იცის, ჩემო ტატა, რომ რადარს ვერც ღრუბელში და ვერც ხის უკან ვერ დაემალები, მითუმეტეს თვითმფრინავით.
პრეზიდენტის ფოთში ჩაფრენა იყო რუს ჯართან წინასწარ შეთანხმებული, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითფრინავი ან შვეულმფრენი ვერასოდეს დაჯდებოდა რუსების დაუნახავად. შესაძლოა ასევე ისიც, რომ მიშამ ეს გარისკა, შეუთანხმებლად და მაშინაც კი, მიშამ თუკი არ უთხრა რუსებს წინასწარ, რომ თვითმფრინავში ქართველი პრეზიდენტი იჯდა - მაშინ მას ჩამოაგდებდნენ და ამ რისკზე არ წავიდოდა ყუმბარის ხმაზე შარვალში ჩამსვრელი მიშა (კადრებს ახლა არ გაგახსენებთ!).

ასეა თუ ისე - ეს უჩინრად და დამალვით ფოთში ჩასვლის ისტორია აშკარა სიცრუეა, რომელიც, მე დარწმუნებული ვარ, სააკაშვილისათვისაც კი უკვე რეალობაა. ეს ასეა, ჩემო ტატა, და ისიც საინტერესოა და ტიპიურია, რომ რაც უფრო დრო გადის, მით უფრო დარწმუნებულია მიშა, რომ ის ეპიზოდი მართლაც მოხდა - ეს ტიპიურია ფსიქოზებისათვის. დროის დისტანცია საერთოდ შლის რეალობა-ფანტაზიის ფარგლებს და ადამიანმა არ იცის, სიზმარი ნახა თუ ცხადად მოხდა რაიმე ეპიზოდი.

ჩემო ტატა, პრეზიდენტს პროფესიული დახმარება ესაჭიროება, თუარა ის თავს სასტიკად შეირცხვენს.
ფსიქოზური ნარცისტები თვითმკვლელობას არ მიმართავენ - პირიქით, ისინი სხვის ცხედრებზე დგანან და ეს ემუქრება სააკაშვილს და საერთოდ საქართველოს.

ავტორი: უიშვილი საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
14.08.2012 09:45
ავტორი: თენგიზი
"13.08.2012 16:32
სამწუხაროდ უკვე ოდნავი ეჭვიც აღარ მეპარება რომ ლიკლიკაძე ივანიშვილის მოსყიდული ყავს. სირცხვილი კობას და სირცხვილი რადიო თავისუფლებას..."მეც არ მეპარება ეჭვი, მეტიც დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილმა კობა ჯერ კიდევ მაშინ მოისყიდა, როცა ივანიშვილი 31 ქარხანაში ხარატად მუშაობდა-მოტივი ასეთი იყო:მოდი ვიყიდი კობას, რა იცი რაში დამჭირდებაო....და ხომ ხედავთ? დასჭირდა! უკანასკნელად ექიმთან ვიზიტი როდის გქონდათ ბატონო თენგიზ?

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
14.08.2012 04:16
ფოთში რომ იმყოფებოდა პრეზიდენტი ზემოთმოტანილი გამოსვლის ჩანაწერითაც ჩანს. ჩაფრენის დეტალების და გმირი პოლიციელების გვარების გარკვევასაც ალბათ როდესმე შევძლებთ.
ყურში რაც მომხვდა, რუსების წინამძღოლი "ქართველი"-ს ამბავია.
აი ეს კი მართლა საინტერესოა. ერთი თუ ორი თვის წინ, (ინტ. გვერდი ახლა ვერ მოვნახე) აჩვენეს რაღაც სამხედრო დაჯგუფება,რომელსაც რუსები წვრთნიდნენ და კადრში ისმოდა ქართული სიტყვები. მაშინ გამოითქვა ვარუდი,რომ რუს ჯარისკაცებს ქართულს ასწავლიდნენ, მე კი სულ მქონდა ეჭვი,რომ ესენი ქართველები იყვნენ. რად უნდათ რუსებს ქართული, 200 წლის განმავლობაში , არსოდეს გასჩენიათ მისი სწავლის სურვილი,იმიტომ რომ მათი მზაკვრობების განხორციელებას, ვაი-ქართველებზე უკეთ ხელს ვინ შეუწყობდა.
ჰოდა ახლაც ასეა, უქონელი თუ მილიარდერი,სამწუხაროდ ყველა საფეხურზე ნახულობს მტერი ჩვენთან ქვეყნის დამანგრეველს.
აი მაგ გარემებებზე რას იტყვით ?

ავტორი: buquna საიდან გვწერთ: batumi
14.08.2012 01:44
არა, ეგეთი რუსული მარცხის ტყუილები ამას სჭირდება ხალხისთვის, და ეგ იმიტომ რომ თავისი და ტავისი ოჯახის და ახლობლების მილიონები დაიცვას

ავტორი: aca საიდან გვწერთ: iqedan
14.08.2012 00:40
ეს მაგარია მაგარამ მეორემ პინგვინამ თუ მაგას არა აჯობოს მალე გამოჩნდება

ავტორი: mia საიდან გვწერთ: berlin
13.08.2012 23:04
თენგიზს,
რა შუაშია აქ ივანიშვილი. პრეზიდენტმა ამდენი ტყუილი არ უნდა ილაპარკოს. თუმცა კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდაო...
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2

ყველაზე პოპულარული