Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსანდრე ჭიკაიძე შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგა


საქართველოს შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით მიმართა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. „გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას.“ - ნათქვამია ალექსანდრე ჭიკაიძის საგანგებო განცხადებაში, რომელიც შსს-ს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა. ალექსანდრე ჭიკაიძე აღნიშნავს, რომ გადადგომის გადაწყვეტილებას არ მიიღებდა იმ შემთხვევაში, თუ ცხელ კვალზე მოხდებოდა იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება. „ტრაგედიის დღეს მე არ ვიმყოფებოდი საქართველოში. ვინაიდან გამოძიება გრძელდება, ვთვლი, რომ უნდა ჩამოვშორდე პროცესს, რათა საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები ხელისუფლების მიმართ“ - ნათქვამია განცხადებაში. ალექსანდრე ჭიკაიძე იმედს გამოთქვამს, რომ „უახლოეს მომავალში გამოძიება დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.“

XS
SM
MD
LG