შაბათი, 25 მაისი, 2013 თბილისის დრო 11:14

ეკონომიკა / საქართველო

რატომ შენდება ლაზიკა?

ლაზიკა
ლაზიკა

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
იქ, სადაც ქალაქი ლაზიკა უნდა აღმოცენდეს, უკვე დაიწყო იუსტიციის სახლის მშენებლობა. ამ ეტაპისთვის არსებობს მხოლოდ ამ დაწესებულებისა და კიდევ ბულვარის დეტალური პროექტი, ასევე ვიდეოკლიპი - პრეზენტაცია, რომელიც ზოგადად იმას აღწერს, თუ როგორი უნდა იყოს ლაზიკა.  საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები სხვადასხვა აქტივობას მიმართავენ, რათა ლაზიკის იდეა ინვესტორებისთვისაც მიმზიდველი გახდეს.

ანაკლიის პატრიოტთა ბანაკის მახლობლად - იქ, სადაც ქალაქი ლაზიკა უნდა გაშენდეს - უკვე დაიწყო იუსტიციის სახლის მშენებლობა. პარალელურად, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ლაზიკის პროექტის მომზადებას ცდილობენ. 3-დან 5 აპრილის ჩათვლით, იუსტიციის სამინისტროში კონფერენცია ჩატარდა, რომელიც ქალაქ ლაზიკის კონცეფციის შემუშავებას მიეძღვნა. სწორედ ამ შეხვედრაზე იქნა ნაჩვენები ვიდეოკლიპი, რომელიც ანაკლიის რეგიონის განვითარებას ეძღვნება.

ლაზიკის იუსტიციის სახლის პროექტილაზიკის იუსტიციის სახლის პროექტი
x
ლაზიკის იუსტიციის სახლის პროექტი
ლაზიკის იუსტიციის სახლის პროექტი
ამავე კლიპში დეტალურადაა აღწერილი, თუ რა პრინციპით იქნება მოწყობილი ქალაქი ლაზიკა. ზღვის პირას 3 მილიონ კვადრატულ მეტრზე გაშენებულ ქალაქში, შუშის ცათამბჯენების ”ა” ზონის გარდა, კიდევ სამი ზონა იქნება. შემდეგ ზონაში საცხოვრებელი რაიონი აშენდება, მომდევნო ნაწილი დაეთმობა კერძო სახლებს, ხოლო მეოთხე რეკრეაციული ზონა იქნება.

ქალაქს დაუკავშირდება რკინიგზის ხაზი, აშენდება აეროპორტი და საზღვაო პორტი. სწორედ საპორტო ქალაქის ჩამოყალიბების პერსპექტივა და სხვა ბიზნესფაქტორები აფიქრებინებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, მათ შორის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ვერა ქობალიას, რომ ლაზიკა მიმზიდველი იქნება უცხოელი ინვესტორებისთვის:

”ეს იქნება სრულიად ახალი ქალაქი, საშუალება უცხოელი ინვესტორებისთვის ჩადონ თავიანთი ინვესტიციები ამ ქალაქში.”

ლაზიკის პროექტით უცხოელი ინვესტორების დაინტერესების გარდა, მასში ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის ჩართულობაზე საუბრობს თავისუფალი უნივერსიტეტის ხელმძღვანელი კახა ბენდუქიძე:

ჩვენ შევძლებთ შევქმნათ სპეციალური კარი თუ ფანჯარა, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენს აფხაზ თანამოქალაქეებს შემოიხედონ საქართველოში...
”ჩვენ შევძლებთ შევქმნათ სპეციალური კარი თუ ფანჯარა, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენს აფხაზ თანამოქალაქეებს შემოიხედონ საქართველოში, შემოვიდნენ საქართველოში, ითანამშრომლონ საქართველოს ამ ნაწილთან და, ჩემი აზრით, შეიძლება შეასრულონ ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან პოზიტიური როლი ინტეგრაციის საკითხში.”

ყულევსა და ფოთს შორის ახალი საპორტო ქალაქის მშენებლობის შესახებ 2011 წლის დეკემბერში მოულოდნელად გამოაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. ოპონენტებმა მისი ინიციატივა არასერიოზულ განცხადებად მიიჩნიეს და ფიქრობდნენ, რომ პრეზიდენტი რამდენიმე თვეში დაივიწყებდა ახალი ქალაქის გაშენების იდეას. მაგრამ ამ პერიოდმა აჩვენა, რომ პესიმისტების პროგნოზი არ გამართლდა. იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე იმ უპირატესობებზე საუბრობს, რის გამოც დაჭაობებულ ადგილზე ქალაქის დაარსება გადაწყდა:

”ფანტასტიკური მდებარეობა - ეს ერთი. მეორე, რომ 2000 კილომეტრის რადიუსში არც ერთი მსგავსი პროექტი არ არის რეალიზებული. მესამე, ეს არის დაუსახლებელი ტერიტორია, რომელიც არის თავისუფალი ყოველგვარი განვითარებისთვის და მეოთხე ეს არის მიმზიდველი გარემო ინვესტიციებისთვის რადგან საქართველომ ბევრი ნაბიჯი გადადგა რეფორმების კუთხით.”

ლაზიკის თემატიკისადმი მიძღვნილი კონფერენციალაზიკის თემატიკისადმი მიძღვნილი კონფერენცია
x
ლაზიკის თემატიკისადმი მიძღვნილი კონფერენცია
ლაზიკის თემატიკისადმი მიძღვნილი კონფერენცია
ამ უპირატესობების მიუხედავად, საქართველოს მთავრობის ოპონენტები მაინც სკეპტიკურად არიან განწყობილი. მათ შორისაა ეკონომისტი და კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრი ნოდარ ხადური. ის გაუმართლებელს უწოდებს ხელისუფლების ოპტიმიზმს და ფოთის მაგალითი მოჰყავს, რომელიც ლაზიკის მახლობლად მდებარეობს. ცნობილია, რომ მთავრობა ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში უცხოური ინვესტიციების ნაკლებობას უჩივის. ნოდარ ხადური ამბობს:

”თუ შევხედავთ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკას, ვნახავთ, რომ ისინი მკვეთრად შემცირდა. ამერიკული და ევროპული ინვესტიციებიც მოსალოდნელი არ არის. ამ ქვეყნებიდან ინვესტიციები შეწყდა და, რაც მთავარია, მკვეთრად შემცირდა ინვესტიციები არაბული ქვეყნებიდან. ცნობილია, რომ ფოთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში არაბულ კომპანიებს უნდოდათ ახალი დუბაის შექმნა, მაგრამ ამისგან არაფერი გამოვიდა და არ გამოვა, სანამ ქვეყანაში სიტუაცია ასეთი რთული რჩება.”

ნოდარ ხადურისგან განსხვავებით, უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი პრეზიდენტ რეიგანის ერთ-ერთი სპიჩრაიტერი თეთრ სახლში, ახლა კი ორგანიზაცია „ლიპ სიტის“ ხელმძღვანელი მარკ კლაგმენი. ისიც საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების აუცილებლობაზე საუბრობს:

ლაზიკის ტერიტორია ამჟამადლაზიკის ტერიტორია ამჟამად
x
ლაზიკის ტერიტორია ამჟამად
ლაზიკის ტერიტორია ამჟამად
”დიდ ინტერესს იწვევს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება შავი ზღვის პირას ახალი ქალაქის შექმნის თაობაზე. გასულ კვირაში გახლდით ბულგარეთში, სოფიაში, სადაც შავი ზღვის განვითარებით დიდად არიან დაინტერესებული. ძალიან აინტერესებთ, რას გააკეთებს საქართველო.

საქართველოში ეკონომიკური პოლიტიკა ძალიან მიმზიდველია, მაგრამ არსებობს დამატებითი ელემენტი: ესაა საერთაშორისო ინვესტორებისთვის საერთაშორისო სამართლებრივი გარემოს შეთავაზება, რათა ინვესტორმა ისევე ლაღად იგრძნოს თავი საქართველოში ინვესტიციების ჩადებისას, როგორც გრძნობს თავს საკუთარ ქვეყანაში - ნიუ-იორკში, ლონდონში ან სინგაპურში - ინვესტირებისას.”

საქართველოს მთავრობა ვარაუდობს, რომ ლაზიკის აშენებას 10 წლის მანძილზე შეძლებს. პროექტის ავტორების აზრით, ის უნდა იყოს საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი და დასავლეთ საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ცენტრი.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ირაკლი საიდან გვწერთ: მოსკოვი
24.04.2012 21:54
მინდა გამოვეხმაურო წინა წერილის ავტორს. აქ ლაპარაკი არ არის დედაქალაქზე,თუ დააკვირდებით ერთ გარემოებას მე ყურადღება გავამახვილე ამ პროეკტის ეკონომიურ, პოლიტიკურ, პატრიოტულ მნიშვნელობაზე."აღმა ცურვა" ნაცნობი სინდრომია საქართველოში წერთ თქვენ,რა თქმა უნდა არ მიკვირს თკვენი სიტყვების რადგან მახენდება, საპირისპი ნაცნობი სინდრომი საქართველოში დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა, განრისხებულმა გიორგიმ სვეტიცხოველის "ცუდად ამგებელს" მკლავის მოკვეთა მიუსაჯა. როდესაც ვკითხულოფ ზოგირთი მკითხველის აზრს საქართველოს მთავრობის ინიციატივებზე, მეც ჩემი ბავშვობის უკვდავი სიმღერა მახსენდება "ჭრელო პეპელა"როდესა პეპელამ ვერ გაიგო რა ქნას.
პატივისცემით ირაკლი.

ავტორი: ლიზიკო საიდან გვწერთ: ლაზიკადან
24.04.2012 11:15
ავტორი: ირაკლი საიდან გვწერთ: მოსკოვი
24.04.2012 02:32 -ბრაზილიის მაგალითის გარდა არის თურქული ანკარას მაგალითი-მაგრამ დააკვირდით ერთ გარემოებას:ორივე შემთხვევაში, საპორტო, ზღვისპირა ქალაქებიდან დედაქალაქი გადაიტანეს გეოგრაფიულ ცენტრში (მოსახლეობას ტერიტორიის ნებისმიერი წერტილიდან ხელი უნდა მიუწვდებოდეს დედაქალაქზე, დაცვაც უფრო მოსახერხებელია) მაგრამ "აღმა ცურვა" ნაცნობი სინდრომია საქართველოში, ხელისუფლების დეცენტრალიზაცია- ფუნქციების პერიფერიული ტერიტორიული ერთეულების მმართველი სტრუქტურებისადმი გადაცემაა (და არა პარლამენტის ქუთაისში, საკონსტუტუციო სასამართლოს ბათუმში გადატანა.) ჩემი ბავშვობის უკვდავი მოთხრობა გამახსენდა-"უფლისწული და მათხოვარი", რომელშიც უნებლიედ გაუფლისწულებული მათხოვარი, საუფლისწულო ბეჭედს კაკლის სამტვრევად იყენებს.... სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს!

ავტორი: ირაკლი საიდან გვწერთ: მოსკოვი
24.04.2012 02:32
ჩემი აზრით ლაზიკას პროეკტი ნამდვილად უნდა ჩაითვალოს საუკუნის პროეკტათ.1957 წელს, არქიტექტორმა ოსკარ ნოიმერმა და ლუსიო კოსტამ შექმნეს გეგმა ბრაზილიის ახალი დედაქალაქის . ბრაზილია აშენდა 4 წელიწადში ხელოვნური წყალსაცავის სანაპიროზე. პროექტი იყო გათვლილი 500 000 მოსახლე, ახლა ბრაზილიის მოსახლეობა არის დაახ. 2,5 მილიონი ადამიანი.რა თქმა უნდა ამ პროექტსაც ყავდა მოწინააღმდეები,როგორც დღევანდელ საქართველოში.ეს ბუნებრივი პროცესია,შეუძლებელია დემოკრატიულ ქვეყანაში ყველას ჰქონდეს ერთი აზრი.საქართველოს ლაზიკას ისტორია ძალიან გავს ქალაქ ბრაზილიის დაარსების ისტორიას თავისი პრობლემებით და ისტორიული პერიპეტიებით.ამ შემთხვევაში მთვარ როლს რათქმაუნდა ასრულებს პოლიტიკური სითამამე,ენთუზიაზმი,პატრიოტიზმი და ერთსულოვნება, ამის ნათელი მაგალითია ლაზიკას მსგავს სიტუაციებში მყოფი მსოფლიოს რამდენიმე ქალაქი,როგორებიცაა კანბერა,ბურნვილი,ბრაზილია. ქუვეიტში ხორციელდება უდიდესი პროექტი სადაც იქნება ამერიკის ინვესტიცია ას ოცდაათი მილიარდის ოდენობით.კიდევ მსგავსება ლაზიკას და ამ ქალაქებს შორის მდგომარეობს იმაში, რომ ეს ყველაფერი აშენდა და შენდება ცარიელ ადგილზე რაც რა თქმა არის ამ პროექტების ხარიზმა.

ავტორი: ანონიმშიკს
23.04.2012 23:33
ნეტავ რას უნდა მივხვდეთ? ან ნახევარი მილიონი პირადობა რატომ უნდა გაიცეს და არა მეტი? რა ხუმარა ხართ, მოვკვდი სიცილით. მაგარი აუტანელია უაზრო, უარგუმენტო, ბოღმით ნაკარნახევი ეს ვითომ ქილიკი.

ავტორი: ანონიმი
21.04.2012 20:20
ლაზიკა, ვირტუალური ქალაქი!!!

რაც მთავარია აშენდება იუსტიციის სახლი და პოლიცია. გაიცემა ნახევარი მილიონი პირადობის მოწმობა. დანარჩენს ალბათ მიხვდებით.

ავტორი: პედრო
20.04.2012 20:05
ლაზიკის იდეა ზუსტად ეხმიანება ვარდების ხელისუფლების იდეოლოგიას - ინვესტიცია არა არსებულის გაუმჯობესება-განვითარებაში, არამედ ძველი იგნორირება, უკიდურეს შემთხვევაში „ჩარეცხვა“ და ახლის დაწყება ნულიდან. ტრადიციის წყვეტა ყველაფერში. პირადად მე ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ეს სწორი პოლიტიკაა და ასე ვითარდებიან სხვა ქვეყნები. მაინც საინტერესოა სხვების გამოცდილების შესწავლა და შედარება.

ავტორი: ჯიგაროს
20.04.2012 18:48
ეკონომიკური განათლება გაგაჩნიათ თუ მხოლოდ ციფრების დასახელება გაშინებს? 6 მილიარდი როგორც არ უნდა ჟღერდეს არის ძალიან მცირე ზომის სახელმწიფო ვალი,მ რომელიც ქვეყნის მთლიან შიგა პროდუქტთან შეფარდებით ზუსტად შეესაბამება იმ პროცენტულ მაჩვენებელს, რაც საფუძვლად დაედო ევროკავშირის შექმნას. ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი რომ სიღატაკის ზღვარზეა, ეს სულაც არ არის იმის საფუძველი, რომ ქვეყანამ სესხი არ აიღოს ახალი პროექტების განსახორციელებლად განვითარებისთვის და სიღატაკის ზღვარზე თუ მის ზევით მყოფი მოსახლეობის ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

ჯანდაბებით ლაპარას აჯობებს ცოტა მეტი სერიოზულობა დაატანოთ თქვენს კომენტარებს. ფოთის განვითარება არ ნიშნავს, იმას რომ ფოთის პორტს განუსაზღვრელი რესურსი აქვს. ის უკვე ვერ აუდის გაზრდილ მოთხოვნებს და სწორედ ამიტომ მომავალი 10 წლიანი პერსპექტივის გათვალისწინებით გადაწყდა ლაზიკას აშენება, რომელიც პორტის შესაქმნელად ხელსაყრელ ადგილზე მდებარეობს.

ქალაქის მშენებლობა არა საქართველოს ფულით არამედ ინვესტორების ფულით განხორციელდება, ეს კიდევ ერთი პლიუსი.

და მაინც გაურკვეველია ამოდენა გაღიზიანების მიზეზი თუ ამის საფუძველი პოლიტიკური გემოვნება და ოცნება არ არის

ავტორი: გიორგი საიდან გვწერთ: იქიდან
20.04.2012 07:27
ავტორი: ვსიუკას და ფანებს

ჯიგარო, ისე ლაპარაკობ ვალებზე თითქოს მოდაში იყოს. 6 მილიარდი ცოტაა? შეიძლება აშშ–თვის ან რუსეთისთვის კი, მაგრამ იქ ქვეყნისთვის სადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღატაკის ზღვარს ქვევითაა ნამდვილად 6 ტრილიონის ტოლფასია.
თანაც, ინვესტიციების ჩასადებად საქართველოს სხვა ქალაქები რით ვერ ივარგებს? ახლის აშენებას ძველი თავზე რომ გვენგრევა მაგას ვერ ამჩნევ თუ არ იმჩნევ? თუ მაინც და მაინც ზღვისპირა ქალაქი უნდა იყოს, ფოთი განავითაროს მაგალითად, ან ჯანდაბას, ანაკლია დაიწყო, მაგას მიხედოს, თუ ეგ აღარაა საინტერესო თამაში უკვე? მთელი ნაც ბანდა ბავშვებს მაგონებს მთავარი დორბლიანი ბავშვის მეთაურობით, აი როგორი ვაბშვების იცი, ერთი სათამაშო რომ ბეზრდებათ და ახალი უნდათ, თანაც სულ რომ არ აინტერესებთ მშობლებს აქვს თუ არა ფული ახალის საყიდლად, მინდა, მინდა, მინდააააააა!!!! :)

ავტორი: ვსიუკას და ფანებს
19.04.2012 07:49
ეტყობა რომ შიშებით ცხოვრობთ. რა ვალებზე ლაპარაკობთ? საქართველოზე მცირე ვალი მგონი არცერთ ქვეყანას აქვს - 6 მილიარდი დოლარიც კი არ არის. კარგად გადახედეთ ხოლმე ეროვნული ბანკის, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის... მონაცემებს სანამ აქ თქვენს შიშებზე დაწერთ ხოლმე. ასე კაცს შენება აშინებდეს და აღიზიანებდეს წარმოუდგენელია. აქაც წერია ინვესტიციების მოსაზიდად კეთდება ეს ქალაქი და რომელ ვალებზე ლაპარაკობთ? ინვესტიცია თუ არ მოიზიდა ქვეყანამ აბა თქვით ერთი როგორ გინდათ ოცნებების ასრულება?

ავტორი: მერდოკი
19.04.2012 02:29
ლაზიკა რომ აშენდება, რადიო "თავისუფლების" თბილისის ოფისი იქ გადავა, თუ ლაზიკაში კიდევ ერთი ოფისი გაიხსნება?

ავტორი: გოგა საიდან გვწერთ: შორიდან
19.04.2012 01:57
васюки ჩაგეთვალა :))) ძალიან კარგი ფილმია. აქტუალური დგესაც. რაც ამ ლაზიკას შეეხება ჯერ მილიარდები რომ გვაქვს ვალად ნეტა ის გადაგვახდევინა. მეორეც ინვესტორების უმეტესობას ფული უბრალოდ წაართვეს და ვინ შემოვა ამხელა პროექტის დასაფინანსებლად??

ავტორი: lukabak
18.04.2012 01:18
ავტორი: васюки საიდან გვწერთ: gareubnidan

ჩაგეთვალა!

ისე ჩვენ კი ვღადაობთ, მაგრამ ეს წამოწყება სერიოზულად შემაშფოთებელია. გარემოზე უარყოფითი შედეგები სულაც გვერდზე რომ გადავდოთ, ეს წამოწყება ეკონომიკურად უზარმაზარი კატასტროფის ტოლფასია. ამ ეგრედწოდებული ქალაქის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად იმდენ ფულს დახარჯავენ და იმხელა ვალებს დაიდებენ, რომ თაობებს ექნებათ შედეგებთან საბრძოლველი. და შეგახსენებთ, მშენებლობიდან რომ ფული "ტყდება", მაგას ვერცერთი სფერო ვერ შეედრება. ბიძინას ფული დააკლდათ ნაცებს და ალტერნატიულ წყაროებს ეძებენ.

ავტორი: васюки საიდან გვწერთ: gareubnidan
17.04.2012 16:01
გაიხსენეთ ეს ფილმი, ისე უბრალოდ.....
http://www.youtube.com/watch?v=3BDeoR96QDI&feature=related

ავტორი: მიმი საიდან გვწერთ: საფრანგეთი
17.04.2012 14:04
@სურამელი მარგო
კარგი კომენტარი დაგიწერია, კარგად ვიხალისე... გეთანხმები სუსტად ასეა საქმე, იმ ფონზე რომ ცენტ-პონტნა და დექსუსმა იმ ბინების მშინებლობა ვერ დაასრულებს, რაც ევალებოდათ და ხალხს ფული ქონდა გადახდილი, ლატიკისა თუ არაშენდას აშენება მართლაც სიზმარშიც კი წარმოუდგენელია, (ნუ თუ ახლა ზურა ადეიშვილის ჩააყოლებენ კედლებში, შეიძლება რაღაც გამოვიდეს?!)

ავტორი: უიშვილი საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
17.04.2012 10:50
ავტორი: ანონიმი
14.04.2012 23:00 ესეიგი გამოდის, რომ თუ თბილისი არსებობს, სხვა ქალაქი აღარც ყოფილა საჭირო. ფოთი გვაქვსო, რომ იძახით, კი გვაქვს და მერე? თავის დროზე ბათუმიც გვქონდა, მაგრამ ფოთიც აშენდა ახალი პორტის აუცილებლობის გამო. ახლა აღარაა საკმარისი ეს ფოთის რესურსები და რატომ ხართ ასეთი აგფრესიულები თუ ახალი პორტი აშენდება უფრო ღრმა ფსკერით და სხვა საინტერესო პერსპექტივებით. რაღაც უცნაური არ მინდა დაჩემდა საზოგადოების ნაწილს, ავადმყოფობაში არ გადაიზარდოის სშიშია უკვე :("ღრმა ფსკერი"-"წამქცევი" (Сногсшибателный) არგუმენტია –დახედე საქართველოს გეოგრაფიულ რუკას და იხილე ზღვის სიღრმე...ვფიქრობ თბილისში არჩევნების პირწმინდად წაგების გამო შეიძულეს იგი, შიდა საიდუმლო ანალიზითაც აქვთ ცნობები , რომ თბილიშში ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვთ მეორე–არ არის გამორიცხული პეტრე პირველ;ის მიბაძვით ლაზიკა დედაქალაქად გამოაცხადონ, (პეტრემ ასეთი მოქმედებით რუსებს ბალტიისპირეთის შემომტკიცების ინიციატივა აჩვენა) ამასაც ხომ უყვარს დავითისა და სხვა "დიდების" მიბაძვა. მესამე–ლაზიკა მოტივია ახალი წინასარჩევნების პიარისა და ხელისუფლებაში დარჩენის მოტივისა–წაგების შემთხვევაშიც კი: "ამხელა პროექტია დაწყებული (10 წლიანი) და ვიღაცეების ამარად ხომ ვერ მივატოვებ ამდენ ინვესტიციასო..." მოკლედ ლაზიკას აშენების იდეა–უსუსურადაა დასაბუთებული (ან სულაც დაუსაბუთებელი)"ვიღაცეები შემოიჭვრეტენ","1000 კმ რადიუსში მსგავსი ობიექტი არ არის აშენებული","ბულგარეთში აინტერესებთ რას იზამს საქართველოს" დონეზე. მოკლედ ყველაფერი ისეა, როგორც ბრძნულ ქართულ ანდაზაში:"ეშმაკები ტიკს ბერავდნენ–ღვინო არსად იყოო"

ავტორი: ანონიმი
16.04.2012 20:34
"ზოგიერთი ვერ გებულობს რბილი "ლ"-ს სიღრმეს...... "
------------------------------
ლაზიკა გაანეიტრალებს "ლ"-ს!
თბილისელები ბევრი გადავალთ... მეც, მათ შორის !

ავტორი: მიშა
16.04.2012 18:57
ისე კარგი თქვათ აფხაზები შუშებზე შუქების ბრჭყვიალით ინდიელებივით შემოვიტყუეთ, ოსებსთან რაღა ვქნათ.

ზღვა არ არის და შორიდან იქ ვერ "შემოიხედავენ".
ალბათ გორის სიახლოვეს გავხსნათ ახალი ქალაქი და იქ დავდგათ ეიფელის კოშკი.

ოსები გადმოიხედავენ დაინახავენ კოშკს, ეგონებათ პარიზი აქ გადმოუატნიათო და გამოქანდებიან საქართველოში.

ნიანგი იქა, კახა აქა-ვოვა იქა მიშა აქა.

ავტორი: მიშა
16.04.2012 17:32
”ჩვენ შევძლებთ შევქმნათ სპეციალური კარი თუ ფანჯარა, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენს აფხაზ თანამოქალაქეებს შემოიხედონ საქართველოში,.."

ამბობს "რაციონალურად" მოაზროევნე ბატონი ბენდუქიძე.

რა საინტერესო ფენომენია მაინც როგორ უნდა "შემოიხედონ" ლაზიკაში? ზღვიდან დურბინდით?

თუ შემოსვლაზეა საუბარი, თბილისში ვერ შემოვლენ თუ ორმხრივი თანხმობა იარსებებს?

ბატონი ბენდუქიძე ალბათ ფირქრობს რომ აფხაზები ამ ქვეყანაზე არ არაიან, არც ცათამბჯენი უნახავთ, არც შუშა და არც თვითმფრინავი.

მოცურდებიან ღამის საათებში, ჩუმად ნავებით და დაუწყებენ შორიდან ყურებას:)

ნეტავ რით განსხვავდება ქართული ოცნება რაციონალურად "მოაზროვნე" ბენდუქიძის ლაზური ოცნებისგან?

ავტორი: ანონიმი
16.04.2012 15:24
პოლიტიკურად საინტერესო პროექტია, მაგრამ დანარჩენი? შინაარსით და შესრულებით ისეთი მახინჯი იქნება, როგორც გოიმებს ესმით. (უფროსობას) :)))

ავტორი: ანონიმი
16.04.2012 13:34
ავტორი: აიეტის ძმა სპარსი
15.04.2012 21:26 გაუმარჯოს აიეტის მამა მზეს !!!

ერთი შეკითხვა აიეტის ძმასა:

აიეტის ძმა თუ სპარსი იყო, რაფერ გამოდის ქართლოსის ძმა ჰაოსი, ჰაა ?

ავტორი: ანონიმი
16.04.2012 13:21
ამ მშვენიერმა ლაზიკამ, ოპოზიცია გააბრაზიკა..

ავტორი: ანონიმი
16.04.2012 00:06
ავტორი: ეკა საიდან გვწერთ: ზუგდიდი
15.04.2012 20:15

რა იაფასიანი არგუმენტი გაქვს ქალბატონო ეკა:))))

ავტორი: მაკა საიდან გვწერთ: ზუგდიდი
15.04.2012 23:29
ჰეროდოტე ამტკიცებდა კაცობრიობოს არსებობის პირველწყარო გეოგრაფიულად არის ნილოსის სანაპიროებიო..თუმცაღა ჰეროდოტეც კი ვერ უარყოფს იმას,რომ ეგვიპტელები იგივე კოლხები არიან რასაც ადასტურებსო არამარტო შავგვრემან-ხუჭუჭათმიანობა კოლხებისა არამედ თაფლის დამზადების ტექნოლოგიაცო,იქვე მეგრულლი ლ-ზეც უნდა ყოფილიყო მინიშნება რომ ის, ძველეგვიპტურს უნათესავდება..მაგრამ შემდეგომმა ცრუისტორიკოსებმა ეს ყველაფერი ლ-სავით ღრმად გადაუმალეს ჭეშმარიტ ქართველ და კოლხ ისტორიკოსთა ამქარს,მაგრამ დღესდღეობით ახალი ქართული ვარდების ქარიშხლით მოვარდნილი ისტორიოგრაფია გაფანტავს სულ იოლად მსოფლიო ისტორიაში გაბატონებულ ამ სიცრუის ბურუსს,ნამდვილლად..

ავტორი: ესეკუაშვილი, მურთაზი საიდან გვწერთ: ლაზიკის ჭაობნარი
15.04.2012 22:54
ავტორი: ანონიმი
14.04.2012 18:13 ვის დასახლებას აპირებენ ამდენ სახლებში, საინტერესოა.

ანონიმო,

ვის დაასახლებენ და აი, ჩინეთს ისედაც ბრევლი ყავს-ყენ ხალხი, ერთს ჩავა იქ ე ჩვენი მთავარი ბედოვლათი სააკაშვილი და ურთიერთობის განსაკუთრებულ რეჟიმს შეგვიქმნის მოძმე ჩინელ ხალხთან, და დემო-რესურსიც გაჩნდება იმხელა, რამხელაც არ უნახავს სამარგალ'ოს მთელი ისტორიის განმავლობაში... დააააა ... - ძიდაია ნიინა (!!! ), აგვიშენდება ეს სამარგალ'ო თუ არა ლაზიკა მაინც. ... დდდა ესე იქნება მეორეთ მოსლვაი ლაზიკასა ჩუენსაიში. მე გთავაზობთ ინგლისურის გვერდით მეორე ენად ჩინური დავამკვიდროთ კიდო, ოღონდ ჩინური მეორე კლასიდან დევიწყოთ. მერე რა, მეგრელმა ბავშვებმა ქართული გამართულად თუ არ იციან. სამაგიეროდ ინგლისურს ხომ სწავლობენ პირველი კლასიდან, მერე ჩინურს მიუმატებენ, რათა ჩინელთა ახალ ნაკადებს გაუმკლავდნენ მათსავე მშობლიურს ენაზედ.

ავტორი: აიეტის ძმა სპარსი
15.04.2012 21:26
გაუმარჯოს აიეტის მამა მზეს !!!

ავტორი: ეკა საიდან გვწერთ: ზუგდიდი
15.04.2012 20:15
ნუ გვავიწყდება,რომ კაცობრიობის ცივილიზაციის პირველწყარო ერი კოლხები არიან."საქართველოს ისტორია უნდა იწყებოდეს კოლხეთის ისტორიით და არა ისტორიული ზღაპრებითა და ლეგენდებით"/ივანე ჯავახიშვილი/

აი,რატომ შენდება ლაზიკა!

სწორედ ეგაა უბედურება,რომ ზოგიერთი ვერ გებულობს რბილი "ლ"-ს სიღრმეს......

ავტორი: ანონიმი
15.04.2012 16:43
ესეიგი ამდენი ექიმი ერთად შეკრებილი საავადმყოფოშიც არ მინახავს, მხოლოდ იცნებიც ცქერას შეეშვით მეგობრებო და რეალობა კიდევ უფრო რეალური გახდება, ირგვლივაც მიმოიხედავთ და ბევრ ისეთ რამეს შეამჩნევთ რაც 6-7 წლის წინ მართლაც საოცნებო იყო :)

ავტორი: guro საიდან გვწერთ: where bluebirds fly
15.04.2012 13:37
სტატიაც ისეთივე ბუნდოვანია, როგორი ბუნდოვანიც თვითონ ქალაქის აშენების იდეაა. როგორც ჩანს, მთავრობის წევრებს ჯერ არ აწყობთ ყველაფრის გამომზეურება და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამით მეორე მხარე ვერ სარგებლობს და მდარე კრიტიკით შემოიფარგლება. არადა, ამ პროექტს მართლა ბევრი აქვს გასაკრიტიკებელი

ავტორი: Lukabak საიდან გვწერთ: რეალობიდან
15.04.2012 04:34
ბოლო 2 ანონიმს:
ავადმყოფობაში დიდი ხანია გადაიზარდა სწორედ თქვენნაერთა რეალობას აცდენილობა (რაც განათლების დეფიციტის ბრალია). თვალი გაახილეთ, გაიხედ-გამოიხედეთ ქვეყანაზე ცოტა. ამდენი რუსთავი2-ის ყურებით მართლაც სავალალოდ დაამთავრებთ!

ავტორი: ანონიმი
14.04.2012 23:00
ესეიგი გამოდის, რომ თუ თბილისი არსებობს, სხვა ქალაქი აღარც ყოფილა საჭირო. ფოთი გვაქვსო, რომ იძახით, კი გვაქვს და მერე? თავის დროზე ბათუმიც გვქონდა, მაგრამ ფოთიც აშენდა ახალი პორტის აუცილებლობის გამო. ახლა აღარაა საკმარისი ეს ფოთის რესურსები და რატომ ხართ ასეთი აგფრესიულები თუ ახალი პორტი აშენდება უფრო ღრმა ფსკერით და სხვა საინტერესო პერსპექტივებით. რაღაც უცნაური არ მინდა დაჩემდა საზოგადოების ნაწილს, ავადმყოფობაში არ გადაიზარდოის სშიშია უკვე :(

ავტორი: ანონიმი
14.04.2012 20:56
სურამელო მარგო წყევლის მეტი არაფერი გცოდნია. თბილისში თუ ვინმემ სახლის აშენება ვერ შეძლო ეს სულაც არ გაძლევთ სხვების დაწყევლის უფლებას. სამაგიეროდ ბათუმი აშენდა, სიღნაღი გარემონტდა, ძველი თბილისის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს....

ავტორი: ako საიდან გვწერთ: Tbilisi
14.04.2012 20:23
სურამელი მარგო

ძალიან მომეწონა! "შვილო ზურაბ სადამდის" :))))))))))))))))))

ავტორი: ანონიმი
14.04.2012 19:28
ავტორი: სურამელი მარგო :)
14.04.2012 16:00
:)))))))))))) ჩაგეთვალა!
ლაზიკა შენდება იმიტომ, რომ მამათს გაუწიოს კონკურენცია.
"მივალ ლაზიკაში მარა, სულმა წინ-წინ გეიპარა."
როგორ წარმოვთქვათ "ლაზიკა", რბილი ლ-თი?

ავტორი: mamuka საიდან გვწერთ: tbilisi
14.04.2012 18:33
მიშა არის "ცახის ცინობერი", ამით ყველაფერია ნათქვამი.

ავტორი: ანონიმი
14.04.2012 18:13
ვის დასახლებას აპირებენ ამდენ სახლებში, საინტერესოა.

ავტორი: mako საიდან გვწერთ: germania
14.04.2012 17:32
პასუხგაუცემელი დარჩა სათაურში დასმული კითხვა, თუ რატომ შენდება ლაზიკა. ხელისუფლების ყველა არგუმენტი ბრჭყვიალა დაპირება და ოცნებაა და არგუმენტად ვერ გამოდგება. რატომ არ განავითარებენ უკვე არსებულ საპორტო ქალაქებს? დღევანდელ სამართლებრივ პირობებში რამდენი ლაზიკაც არ უნდა დააარსონ, ფოთად გადაიქცევა ყველა. ხოლო თუ პრობლემა სამართლებრივი მხარეა, რატომ არ დაიწყებენ მშენებლობას ამ კუთხით? რა საჭიროა ახალი ქალაქი ამ ეტაპზე, როცა ბათუმი და ფოთი ჯერ სრულად არ არის დატვირთული?

ავტორი: ანონიმი
14.04.2012 17:16
დემოკრატია ანგრევს საბჭოთა ზარბაზნით თბილისს და აშენებს ლაზიკას. რატომ? კითხეთ დემოკრატიას.

ავტორი: სურამელი მარგო :)
14.04.2012 16:00
არადა 9 სართულიანი კორპუსები ვერ დაუმთავრებიათ. თბილისი გაივსო დაუმთავრებელი მშენებლობებით:(

ამ მისტიურ ქალაქს ლაზიკა კი არა, წესით არაშენდა უნდა დაარქვან, ან ზურა ადეიშვილი ჩააყოლონ ცათამბჯენების კედლებში:)

შვილო, ზურაბ სადამდის?!... :დ

ყველაზე პოპულარული