Accessibility links

კონკრეტულად განათლებაზე

ტექნოლოგიურმა განვითარებამ დრო დააჩქარა. თაობებს შორის განსხვავება
დღეს უფრო დიდია, ვიდრე ადრე იყო. ..რა უნდა ვასწავლოთ ბავშვებს,
რომლებსაც წლების შემდეგ აბსოლუტურად განსხვავებულ გარემოში მოუწევთ ცხოვრება? ..დღევანდელი ბავშვები ხომ უკვე დღეს ჩვენგან განსხვავებულ გარემოში, ფაქტობრივად, მომავალში ცხოვრობენ, მომავალში, რომელშიც ელექტრონული მოწყობილობები, ღრუბლოვანი სერვისები და ვირტუალური გარემო ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.

ამ პოდკასტების სერიაში ვისაუბრებთ გამოწვევებზე, რომლებსაც უპასუხებს ან ვერ უპასუხებს თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა; ვილაპარაკებთ იმაზე, თუ როგორი არის და როგორი უნდა იყოს განათლება დღეს.

XS
SM
MD
LG