კანის საერთაშორისო კინოფესტივალი 12 მაისს გაიხსნა, მაგრამ მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ კინოფორუმზე უკვე გამოიკვეთა ლიდერი; კინოკრიტიკოსთა გამოკითხვებში პირველ პოზიციაზეა პოლონელი რეჟისორის, პაველ პავლიკოვსკის ფილმი „სამშობლო“.
მხატვარმა თედო რეხვიაშვილმა ჯერ იუარა პარიზში მოულოდნელად მიღებული შეთავაზება ვენეციის ბიენალეზე მონაწილეობა ნაურუს სახელით მიეღო, მერე კი საკუთარი პირობები წამოაყენა: ნამუშევარს აფხაზეთის თემაზე შექმნიდა. კურატორები დათანხმდნენ.
ამერიკა-სსრკ-ის კოსმოსურ რბოლას, ანუ შეჯიბრებას, ვინ პირველი გაუშვებდა რაკეტას კოსმოსში, სამეცნიერო ფანტასტიკის განვითარებაც მოჰყვა, მათ შორის საქართველოშიც. ქართველი მწერლების ფანტასტიკურ სამყაროში მსოფლიოს გადამრჩენელი სუპერგმირი ყოველთვის ქართველი იყო, ქართული გენი კი - საუკეთესო.
13 დღის განმავლობაში მსოფლიო კინემატოგრაფიული სამყარო კანის ფესტივალით იცხოვრებს. „ა“ კლასის კინოფორუმებს შორის მთავარი ფესტივალი 12 მაისს გაიხსნა.
მდევარს ხელში რომ არ ჩაუვარდეს, მეფე რადამისტი ორსულ ცოლს, დედოფალ ზენობიას მახვილს ჩასცემს... - ეს ამბავი პირველ საუკუნეში მოხდა და ბევრი ხელოვანის შთაგონების წყაროდ იქცა, შეიქმნა ნახატები, ნაწარმოებები, ოპერები, თუმცა მხოლოდ ევროპაში.
მილანში მცხოვრები, ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოდის დიზაინერი საქართველოდან, გალიბ გასანოვი, რომელსაც გამოცემა “ვოგი” ამომავალ ვარსკვლავს უწოდებს, თბილისის Mercedes-Benz Fashion Week-ის სტუმარია - მისი გამოფენის „Collection 05 – Borchaly“-ს ნახვა 7-დან 10 მაისის ჩათვლით არის შესაძლებელი.
2026 წელი რუსეთისთვის დიდ სპორტსა და მსოფლიო კულტურულ სცენაზე დაბრუნების წლად იქცა. ყირიმის ანექსიის შემდეგ პირველად, რუსმა სპორტსმენებმა პარალიმპიურ თამაშებზე ეროვნული დროშის ქვეშ იასპარეზეს, რამაც ევროპის არაერთი ქვეყანა აღაშფოთა.
1 მაისიდან საქართველოში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება: უცხოელები, რომლებსაც არ აქვთ საქართველოს მოქალაქეობა ან მუდმივი ბინადრობის უფლება, გიდებად ვეღარ იმუშავებენ.
ნორვეგიელი ფემინისტი მწერლისა და ჟურნალისტის, მართა ბრეენის და ილუსტრატორ იენი იურდალის ეს ცნობილი კომიქსი, რომელიც ოცზე მეტ ენაზეა თარგმნილი, კომიქსების გამომცემლობა „მატარებელმა“ ქართულადაც გამოსცა - მართა, რომლის ყველა წიგნი ქალებზეა, თბილისის წიგნის ბაზრობის სტუმარი იყო.
ჩამოტვირთე მეტი