Accessibility links

site logo site logo

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის კერძო საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია, რომელიც მაუწყებლობს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებისთვის. მას, აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს მეშვეობით, კონგრესი აფინანსებს​.

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (რთე/რთ) მისიაა დემოკრატიული ფასეულობებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების, ასევე ადამიანის უფლებების ხელშეწყობა ახალი ამბების გაშუქებითა და გავრცელებით ისეთ ქვეყნებში, სადაც თავისუფალი პრესა მთავრობის მიერაა აკრძალული ან სრულად არ არის ჩამოყალიბებული. რთე/რთ-ის ჟურნალისტები მრავალ ადამიანს აწვდიან იმას, რაზეც მათ ხელი არ მიუწვდებათ საკუთარ ქვეყნებში: ინფორმაციას ცენზურის გარეშე და ღია დისკუსიას. რთე/რთ ისწრაფვის, მიაღწიოს ობიექტური ჟურნალისტიკისა და ფაქტების გაშუქების უმაღლეს სტანდარტებს ისე, რომ არ დაჰყვეს ზეწოლას ან გავლენის მცდელობებს.​


ცალკეულ ქვეყნებში ხალხი ცდილობს, გაუმკლავდეს ავტოკრატიულ სტრუქტურებს, ადამიანის უფლებათა დარღვევებს, ეკონომიკის ცენტრალიზებულ სისტემებს, ეთნიკურსა თუ რელიგიურ დევნას, რეგიონულ კონფლიქტებსა და კონტროლს დაქვემდებარებულ მედიას. მთელი ამ რეგიონის სტაბილურობა - დამყარებული დემოკრატიასა და თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიო მშვიდობისთვის.

ეფუძნება რა რწმენას, რომ დემოკრატიის უპირველესი მოთხოვნა კარგად ინფორმირებული მოქალაქეების ყოლაა, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება მრავალი სახელმწიფოს მოქალაქეებს

1. სთავაზობს ახალ ამბებს, ანალიტიკურ გადაცემებსა და მიუკერძოებელ ინფორმაციას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მოვლენებზე;

2. დემოკრატიული ფასეულობების წარმოჩენით ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცებას;

3. ეწინააღმდეგება ეთნიკურსა და რელიგიურ შეუწყნარებლობას და მხარს უჭერს ხალხთა შორის ურთიერთგაგების გაღრმავებას;

4. სთავაზობს ნიმუშს ადგილობრივ მედიასაშუალებებს, ეხმარება რა მათ პროფესიონალიზმისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებაში ტრენინგების გზით; ამყარებს პარტნიორულ ურთიერთობებს ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;

5. ხელს უწყობს რეგიონის ქვეყნებსა და მსოფლიოს განვითარებულ დემოკრატიებს შორის ახლო ურთიერთობების დამყარებას.

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება ამაყობს არსებობის ნახევარსაუკუნოვანი ტრადიციით და ამჟამად 20 ქვეყანაში 28 ენაზე მაუწყებლობს, მათ შორის - 1953 წლის მარტიდან - ქართულად.

XS
SM
MD
LG