დაზარალებულია 10 წლის გოგო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის თანახმად, დაკავებულია ერთი ადამიანი.
გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით, რაც გულისხმობს „გარყვნილ ქმედებას“ 16 წლამდე მიუღწევლის მიმართ და ისჯება 5-დან 9 წლამდე პატიმრობით.
როგორც რადიო თავისუფლება წერდა, საქართველოში ბავშვების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის ფაქტები ხშირია.
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მხოლოდ 2022 წლის რვა თვის მონაცემებით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრმა, მხოლოდ თბილისის მასშტაბით, მომსახურება გაუწია სექსუალური ძალადობის მსხვერპლ 80 ბავშვს.
ფორუმი