Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არისტოფანეს „ლისისტრატე“


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „სცენის შედევრები“ გვთავაზობს საუბარს არისტოფანეს უაღრესად პოპულარულ შედევრზე, „ლისისტრატეზე“, რომელიც ამჟამად მსოფლიო ლიტერატურაში პაციფიზმისა და ფემინიზმის უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებად ითვლება. პაციფისტური ეს პიესა არისტოფანეს დროსაც იქნებოდა, ფემინიზმისა კი რა მოგახსენოთ, არისტოფანე არანაირი ფემინისტი არ ყოფილა, ქალებთან დამოკიდებულება ერთადერთი საკითხია, რომელიც მას თავის მუდმივ მეტოქესთან, „მთავარ ქალთმოძულედ“ ცნობილ გენიალურ ევრიპიდესთან აახლოებდა. არისტოფანეს ნებისმიერი კომედია, მათ შორის „ლისისტრატე“, როგორც გენდერული კომედია, აუცილებლად შეიცავს ფანტასტიკურ ელემენტს. როგორც წესი, ფანტასტიკურია კომედიის მთავარი თეზისი, ხოლო შემდეგ პიესაში მოვლენები რკინისებურ ლოგიკას ეფუძნება. „ლისისტრატე“ არის კომედია ქალების მიერ მშვიდობის დამყარებაზე, რისთვისაც მათ სექსუალურ ბოიკოტს მიმართეს, ქმრებსა და საყვარლებს სექსზე უარი განუცხადეს, სანამ ისინი მშვიდობას არ დაამყარებენ. სწორედ ეს არის ფანტასტიკური თეზისი, რომელსაც მოჰყვება ლოგიკური სცენების მთელი წყება...

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG