Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ თქვენს გვერდითაა ევროპისკენ მიმავალ გზაზე - საელჩო


აშშ-ის საელჩო საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის დღეს ეხმაურება
აშშ-ის საელჩო საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის დღეს ეხმაურება

შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ეხმაურება საბჭოთა ოკუპაციის დღეს.

„ამ ტრაგიკულ დღეს ვიხსენებთ მათ, ვინც საბჭოთა ოკუპაციას შეეწირა“, - წერს საელჩო.

„აღგვაფრთოვანებს ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული. საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე შეერთებული შტატები თქვენ გვერდითაა“, - წერია საელჩოს განცხადებაში.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია. საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა.

დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება.

საქართველოს პარლამენტმა 2010 წლის 21 ივლისის დადგენილებით 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოაცხადა.

ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, 25 თებერვალს სახელმწიფო უწყებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს.

XS
SM
MD
LG