Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ძალებმა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამი ნავთობტანკერი გაანადგურეს

აშშ-ის ძალებმა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) კუთვნილი სამი ნავთობტანკერი გაანადგურეს მას შემდეგ, რაც რადიკალურმა სამხედრო დაჯგუფებამ აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდების მიმართულებით რაკეტები გაისროლა.
აშშ-ის ძალებმა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) კუთვნილი სამი ნავთობტანკერი გაანადგურეს მას შემდეგ, რაც რადიკალურმა სამხედრო დაჯგუფებამ აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდების მიმართულებით რაკეტები გაისროლა.

აშშ-ის ძალებმა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) კუთვნილი სამი ნავთობტანკერი გაანადგურეს მას შემდეგ, რაც ირანულმა სამხედრო ძალებმა აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდების მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაისროლეს.

ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ, პენტაგონმა, 5 სექტემბერს განაცხადა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, ამერიკულმა ძალებმა სამი ნედლი ნავთობის გადამზიდავი ხომალდი მას შემდეგ დაარტყეს, რაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ორი ამერიკული სამხედრო ხომალდის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა, იმ დროს როცა ისინი რეგიონულ წყლებში პატრულირებდნენ.

აშშ-ს ცენტრალურ სარდლობას არ დაუკონკრეტებია, რა ტიპის ამერიკული შეიარაღება გამოიყენეს ირანული გემების წინააღმდეგ. სარდლობის განცხადებით, ნავთობტანკერები სამ სხვადასხვა ადგილას „საბოლოოდ გამოიყვანეს მწყობრიდან“ - ხარგის კუნძულის სანაპიროსთან, საპორტო ქალაქ ჯასკის სიახლოვეს და ომანის ყურეში.

CENTCOM-მა ინტერნეტში ვიდეოც გაავრცელა, რომელშიც სამი ირანული ხომალდის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმების შემდეგ აფეთქებები და ხანძარია ნაჩვენები.

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისთვის გზავნილი ნათელია: თუ ჩვენს ორ ხომალდს ესვრით, ჩვენ კიდევ უფრო დიდ ეკონომიკურ ფასს დაგაკისრებთ - თქვენს სამ ხომალდს გავანადგურებთ“, - განაცხადა CENTCOM-ის მეთაურმა, ადმირალმა ბრედ კუპერმა.

მანამდე ირანული მედია ხარგის კუნძულის სიახლოვეს აფეთქებების შესახებ იუწყებოდა. ხარგის კუნძული ირანის ნავთობის ექსპორტის მთავარი ცენტრია სპარსეთის ყურეში.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა მოგვიანებით განაცხადა, რომ აშშ-ის თავდასხმებს უპასუხა და ჰორმუზის სრუტეში რამდენიმე ხომალდზე, მათ შორის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებულ გემებზე, იერიში მიიტანა. აშშ-ს ამ განცხადებაზე დაუყოვნებლივ კომენტარი არ გაუკეთებია და ინციდენტის შესახებ დეტალები კვლავ მწირია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG