Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბედნიერების პროფესორი


ბედნიერების პროფესორი
please wait

No media source currently available

0:00 0:03:43 0:00

ექიმმა-გინეკოლოგმა, რეპროდუქტოლოგმა არსენ გვენეტაძემ ოცნება აისრულა - თბილისში, სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში, ბედნიერების სკვერში ბედნიერების ძეგლი დგას. მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძის მიერ ხორცშესხმული იდეა არსენ გვენეტაძისთვის წარმოადგენს სიმბოლურ მუხტს საზოგადოებაში ბედნიერებაზე მეტი ფიქრისა და ლაპარაკის დასაწყებად. ძეგლი 1 თებერვალს გაიხსნა. არსენ გვენეტაძესთან სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა 8 ქვეყნის 19 პროფესორი - ექიმები და არა მხოლოდ. სიმბოლურად დაარსდა „ბედნიერების აკადემია“ და უკვე გადაწყვეტილია, რომ ბედნიერების ასეთ ძეგლებს ისრაელსა და უკრაინაშიც დადგამენ. პროფესორი არსენ გვენეტაძე უკვე დიდი ხანია, თავს ბედნიერების მსახურად მიიჩნევს.

​
XS
SM
MD
LG