ბექა ყორშია: „მეგონა, რომ ყველაფერი მორჩა და ვერ გადარჩება“
15 სექტემბერს სიუჟეტზე მომზადებისას დაშავდა „მთავარი არხის" ოპერატორი ლევან აბლოთია. ის ჟურნალისტ ბექა ყორშიასთან ერთად ქარელის მერობის კანდიდატზე, ზაზა გულიაშვილზე სიუჟეტს ამზადებდა. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ოპერატორი „ქართული ოცნების" ქარელის ოფისის მეორე სართულის აივნიდან გადმოაგდეს, რასაც თავად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფენ. „ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპერატორი შემთხვევით კიბის მოაჯირიდან გადავარდა. ლევან აბლოთია საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. რა მოხდა 15 სექტემბერს ქარელში და რა სახის სიუჟეტის მომზადებას გეგმავდა გადამღები ჯგუფი - ამ თემაზე „რადიო თავისუფლება“ ბექა ყორშიას ესაუბრა. უახლოეს მომავალში რადიო თავისუფლება ასევე შემოგთავაზებთ ზაზა გულიაშვილთან ინტერვიუსაც.
ეპიზოდები
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"
-
ივნისი 16, 2026ინტერვიუ ანდრეი ვოლნასთან
-
მაისი 28, 2026„ჩემი შვილი იყოს ბოლო“
-
მაისი 27, 2026ანტი-დრონების პოლიცია კრამატორსკში
-
მაისი 26, 2026დამოუკიდებლობის დღე - მაშინ აქედან ვიყვირებთ