რადიო თავისუფლების პოდკასტი „წიგნები“ რუბრიკით „ქართული“ გთავაზობთ საუბარს უდიდესი ქართველი პოეტის, გალაკტიონის, ორ მუზაზე, მერი ერისთავ-შერვაშიძე (ჩაჩბასა) და ოლია ოკუჯავაზე. 1912 წელს ორივე ქუთაისში ქუჩაში დაინახა გალაკტიონმა და ორივე თავის სამუდამო მუზად აქცია. უბრალოდ, გალაკტიონმა გაჰყო თავისი მუზები, მიუწვდომელი მერი პოეზიის მუზად აქცია, ხოლო ოლია ოკუჯავა ცოლად მოიყვანა. ორივე მუზა მასზე უფროსი იყო, მერი ოდნავ, ოლია მეტად. ცხოვრებამ კორექტივი შეიტანა, გალაკტიონი თავის მიუწვდომელ მუზას პარიზში, ლუვრთან შეხვდა, ხოლო ოლიას 1937 წელს დაემშვიდობა. რა ცხოვრებით იცხოვრეს ამ ქალებმა,მ როგორი იყო გალაკტიონის პოზიცია, – ამაზე იქნება საუბარი პოდკასტში.
ეპიზოდები
-
მარტი 29, 2023
გიორგი ლეონიძე: კაცი და პოეტი
-
თებერვალი 23, 2023
ზაზა ბურჭულაძე, ვარდის სურნელი
-
თებერვალი 08, 2023
ჭოლა ლომთათიძე. "წიგნები"
-
თებერვალი 01, 2023
მონტენი. ესსეები
-
იანვარი 18, 2023
ჰანს ქრისტიან ანდერსენი, ზღაპრები
-
დეკემბერი 14, 2022
ნიკო ლორთქიფანიძე - თავსაფრიანი დედაკაცი