Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები სიყვარულზე, ქორწინებასა და ოჯახზე


21 მარტს, მსოფლიო დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავს - წლევანდელი მთავარი გზავნილია „ერთად დავასრულოთ სტერეოტიპები“, ერთ-ერთი მთავარი თემა კი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების რეპროდუქციული ჯანმრთელობა და სქესობრივი განათლება.

დაუნის სინდრომის მქონე 20 წლის მარიამ ბერიკელაშვილი, 28 წლის გიგო შიუკაშვილი და 20 წლის საბა ბერიაშვილი რადიო თავისუფლებასთან, პირველად, საჯაროდ ლაპარაკობენ სიყვარულზე, საკუთარი ოჯახის შექმნაზე, ოცნების სახლზე, დამოუკიდებლად ცხოვრების სურვილზე, შვილების ყოლაზე.

საქართველოში ისინი ძნელად წარმოუდგენიათ შეყვარებულებად, პარტნიორებად, მეუღლეებად და მშობლებად. დამოუკიდებელი ცხოვრება კი მათთვის თითქოს აკრძალულია. საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე ერთი წყვილიც კი არ არსებობს. დასავლეთის ქვეყნების მაგალითები კი ამტკიცებს, რომ მათ ყველაფერი შეუძლიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG