Accessibility links

site logo site logo

დოსტოევსკი 200 – „ეშმაკნი“


ლიტერატურულმა „წახნაგებმა“ რუბრიკით „იუბილე“ დაიწყო გადაცემათა ციკლი ფიოდორ დოსტოევსკიზე, მსოფლიო ლიტერატურის სიამაყეზე, რომელსაც 11 ნოემბერს ორასი წელი შეუსრულდება. ამჟამად საუბარი გვაქვს მწერლის ერთ-ერთ შედევრზე, რომელსაც ეწოდება „ეშმაკნი“. ეს არის დოსტოევსკის ყველაზე ღრმა, ყველაზე ტრაგიკული წინასწარმეტყველება, რომელიც ახდა საბჭოთა კავშირსა და, საერთოდ, ტოტალიტარულ სისტემებში. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს განათლებულ სამყაროს პანდემიასავით მოედო მარქსიზმი, ყველა რევოლუციონერი და გარდაქმნების მომხრე გახდა; ამ ენთუზიაზმში მხოლოდ რამდენიმე გენიოსი ხედავდა გლობალურ საფრთხეს და მათ შორის ყველაზე გამორჩეული სწორედ დოსტოევსკი იყო. რატომ მოიკლა თავი სტავროგინმა, შვეიცარიის მოქალაქემ, რატომ ვერ შეძლო გაეგრძელებინა თავისი ამბივალენტური კეთილ-ბოროტი არსებობა? რატომ იყო მისთვის ბავშვის მიერ თითის დაქნევა უფრო დიდი სასჯელი, ვიდრე მისი გაუპატიურება? რატომ დასცინა ასე სასტიკად დოსტოევსკიმ რუსული ლიტერატურის გამორჩეულ მწერალს, ტურგენევს? არის თუ არა პიოტრ ვერხოვენსკი მსოფლიო ლიტერატურის ჩემპიონი ბოროტ და არაადამიანურ პერსონაჟებს შორის? რატომ იყო აკრძალული თავი „ტიხონთან“, რომელიც მხოლოდ მეოცე საუკუნის ოციან წლებში გამოიცა? რატომაა „ეშმაკნი“ მსოფლიოში უფრო პოპულარული, ვიდრე რუსეთში? – ყველა ამ და კიდევ ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი გადაცემაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG