Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

15 აპრილს დაიწყება ევრო 2024-ზე საქართველოს გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა


ბილეთების გაყიდვა 15 აპრილს, თბილისის დროით 13:00 საათიდან დაიწყება.
ბილეთების გაყიდვა 15 აპრილს, თბილისის დროით 13:00 საათიდან დაიწყება.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრებს 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ბილეთების ყიდვა 15 აპრილიდან შეეძლებათ.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების თამაშებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უეფას ბილეთების ოფიციალური პორტალის საშუალებით წარიმართება.

უეფას პორტალზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის თამაშებზე საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის გამოყოფილი ბილეთების გაყიდვა ორშაბათს, 15 აპრილს, თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.

ამ კატეგორიაში ბილეთების ფასი 30 ევროა.

სხვა კატეგორიებში ბილეთების ფასი 60-დან 400 ევრომდე მერყეობს.

ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საქართველომ საბერძნეთს დრამატულ ბრძოლაში, პენალტების სერიაში სძლია.

XS
SM
MD
LG