Accessibility links

site logo site logo

ვაჟა გაფრინდაშვილი გაათავისუფლეს


ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გაათავისუფლეს. „რადიო თავისუფლებას“ ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

„ამჟამად ის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება“, - იტყობინება სუს-ი.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონში დააკავეს.

20 დეკემბერს, დე ფაქტო რესპუბლიკის „ლენინგორის რაიონის” (ახალგორი) სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით გაასამართლა და ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის მიუსაჯა პატიმრობა ერთი წლითა და ცხრა თვით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG