Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვირჯინია ვულფი, გზა შუქურისკენ


რადიო თავისუფლების პოდკასტი „წიგნები“ და მისი რუბრიკა „ნორვეგიული წიგნის კლუბი“ გთავაზობთ საუბარს დიდი ინგლისელი ავტორის, მოდერნიზმის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის, ვირჯინია ვულფის, რომანზე – „გზა შუქურისკენ“.

როგორც ცნობილია, ეს რომანი, „მისის დოლოვეისთან“ და „ორლანდოსთან“ ერთად ვირჯინია ვულფის მთავარ ნაწარმოებებადაა მიჩნეული. რომანი ფაქტობრივად არ შეიცავს დიალოგებსა და პირდაპირი მოქმედების აღწერას. ამის ნაცვლად გვხვდება ფოკუსირებული დაკვირვებები და ცნობიერების ნაკადის ტექნიკით შესრულებული ფილოსოფიური განსჯანი.

მთავარი მოქმედი პირები ერთი ოჯახიდან არიან, ესაა რემზების ოჯახი – მისტერ და მისის რემზი, მათი რვა შვილი და მათი სტუმრები. ერთ-ერთი სტუმარია ლილი ბრისკო, ახალგაზრდა მხატვარი, რომელიც თავის თავში არ არის დარწმუნებული, კიდევ ერთი სტუმარი, ჩარლზ ტენსლი განაცხადებს, რომ ქალებს არც მხატვრობა ეხერხებათ და არც მწერლობა…

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG