ზაზა სარალიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს
ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა შსს-ს შენობაში და გამოსაკვლევად ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე ამბობს, დაკავებულის ავადმყოფობის გამო ჩაიშალა გამოკითხვაც. მისივე თქმით, ის (ადვოკატი) არ დაასწრეს გარკვეულ პროცედურებს (სარალიძისთვის მისი უფლებების განმარტებას), რაც კანონდარღვევაა. სარალიძე დღეს პარლამენტის წინ დააკავეს. მასა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ზაზა სარალიძე შეეცადა ბანერი გადაეფარებინა პარლამენტის წინ გაშლილი ლეიბებისთვის, რომლებიც წვიმაში სველდებოდა.
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"