Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკის თქმით, უკრაინა პარტნიორების იარაღს არასოდეს გამოიყენებს სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე


უკრაინა პარტნიორებს შორი მოქმედების იარაღს სთხოვს
უკრაინა პარტნიორებს შორი მოქმედების იარაღს სთხოვს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მისი პარტნიორებისგან მიწოდებულ იაღარს სხვა ქვეყნის ტერიტორიებზე არასოდეს გამოიყენებს.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ უკრაინა მოკავშირეებს მუდმივად სთხოვს შორი მოქმედების ATACMS-ის რაკეტებით უზრუნველყოფას.

რუსეთის შეჭრიდან ორი წლის თავზე, 2024 წლის 24 თებერვალს, ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა ამ იარაღს მხოლოდ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მისამართით გამოიყენებს.

„უკრაინას არ აქვს შესაძლებლობა, ამის უფლება და არასოდეს გამოიყენებს თავისი პარტნიორების იარაღს [არსად], გარდა იმ ტერიტორიებისა, რომლებიც დროებით [რუსეთის მიერაა] ოკუპირებული“, - თქვა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის მეტი საშუალებები, რათა სამოქალაქო პირები და ჯარისკაცები დაიცვას.

გასული წლის ბოლოს შეერთებულმა შტატებმა დაიწყო უკრაინის ATACMS-ს საშუალო რადიუსის რაკეტებით მომარაგება. ტელეარხის თანამოსაუბრეების თქმით, ამჟამად შეერთებული შტატები ესწრაფვის კიევს მიაწოდოს გრძელვადიანი რაკეტები, რომლებიც უკრაინას საშუალებას მისცემს უფრო მანძილზე გაანადგუროს სამიზნე ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე.

XS
SM
MD
LG