„იყო ერთი გოგო“ - ზღაპრები ქალებზე
“იყო ერთი გოგო” - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ინიციატივით გამოიცა კრებული, რომელშიც თავმოყრილია ზღაპრები იმ ქალებზე, რომლებმაც საქართველოს ისტორიასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი კვალი დატოვეს. 12-მა მწერალმა კრებულისათვის 21 ზღაპარი დაწერა. მათი ზღაპრების მთავარი პერსონაჟები არიან როგორც ყველასთვის ნაცნობი, ისე ნაკლებად ცნობილი ქალები: კოლხი მედეა, მარო მაყაშვილი, ანა ბაჯი, მაია წყნეთელი, თამარ ვაშლოვნელი, ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე, ქამრიანი სონა და სხვები. ზღაპრები გვიყვება მათ სიმამაცეზე, მიზანდასახულობაზე, სიბრძნეზე, კეთილშობილებასა და სამართლიანობისთვის ბრძოლაზე. ზღაპრების ავტორები არიან ალექს ჩიღვინაძე, დათო ტურაშვილი, დიანა ანფიმიადი, ეკატერინე ტოგონიძე, თეა თოფურია, თეონა დოლენჯაშვილი, მაია სარიშვილი, მაკა ლდოკონენი, ნესტან ნენე კვინიკაძე, ნინია სადღობელაშვილი, ტორესა მოსი და პაატა შამუგია. კრებული დასურათებულია სპეციალურად წიგნისთვის შექმნილი ილუსტრაციებით.
ეპიზოდები
-
ივნისი 14, 2024
უკრაინა ომის დასრულებას ცდილობს სამშვიდობო სამიტზე
-
ივნისი 13, 2024
ვერ ხვდებიან, რომ ძალადობით ვერ დაგვაშინებენ - ნიკო მანაგაძე
-
ივნისი 08, 2024
ეს პროტესტი აღარ გატყდება - ინტერვიუ ხათუნა ცხადაძესთან
-
ივნისი 08, 2024
ბოიკოტი ლიტერატურას გამოუცხადეს - ინტერვიუ ქეთევან დუმბაძესთან
-
ივნისი 05, 2024
ტრანსგენდერი ქალი და "ქართველი ვაჟკაცი". პირისპირ